Home » 2020 » March » 20 (page 3)

Daily Archives: March 20, 2020

ჩინეთმა საქართველოს ათასი სწრაფი ტესტი აჩუქა, რომელიც შემდეგი კვირის დასაწყისში იქნება საქართველოში

ჩინეთის რესპუბლიკამ უკვე გამოყო საჩუქრად ახალი ტესტი, რომელიც შემდეგი კვირის დასაწყისში იქნება საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, გუშინ საღამოს შედგა შეხვედრა დარგის სპეციალისტებთან. „გაიწერა ზუსტად ის ალგორითმი, რა ეტაპზე უნდა მოხდეს სწრაფი ტესტით პაციენტების დიაგნოსტირება. ასევე, მივიღეთ გადაწყვეტილება, თუ რომელი სწრაფი ტესტის სახეობა იქნება საქართველოში შემოტანილი. ჩინეთის რესპუბლიკამ უკვე გამოყო საჩუქრად ათასი ტესტი, ...

Read More »

„საქართველოს დებატების და განათლების ინსტიტუტი“ ახალ ონლაინპროექტს იწყებს

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“ (GIDE) იწყებს პროექტის “დებატები უკეთესი განათლებისთვის” მოდიფიკაციას, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ონლაინპროექტის სახით. ამის შესახებ ინფორმაციას პროექტის ორგანიზატორები ავრცელებენ. მათი განმარტებით, ახალი პროექტი ითვალისწინებს სიტყვით გამოსვლების კონკურსს საგანმანათლებლო დებატკლუბების წევრი მოსწავლეებისთვის ქვეყნის ყველა რეგიონიდან: „პროექტი ხორციელდება „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის“ მხარდაჭერით და მის მიზანს წარმოადგენს ერთის მხრივ, კრიტიკული აზროვნებისა და სიტყვით გამოსვლების უნარის განვითარებას მოზარდებში, ხოლო მეორეს მხრივ, ...

Read More »

“თბილსის მირკოავტობუსი” განცხადებას ავრცელებს

კომპანია “თბილსის მირკოავტობუსის” სპეციალური განცხადება კომპანიის ხელმძღვანელობასა და თბილისის მერიას შორის მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი, “თბილისის მიკროავტობუსში” დასაქმებული პირებისთვის მინიმალური ფინანსური მხარდაჭერის გზების გამონახვის საკითხებზე. დედაქალაქის მერიის სრული მხარდაჭერით, რომელიც ცდილობს უმოკლეს დროში გამოინახოს გამოსავალი, რომ მოხდეს მიყენებული ფინანსური ზარალის ანაზღაურება თბილისის მიკროავტობუსის მხრიდან. ყველა თანამშრომელი იქნება ინფორმირებული მოლაპარაკების შედეგად მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე.

Read More »

ყველა მოქალაქე, რომელიც დღიდან საქართველოს საზღვარს გადმოკვეთს, საკარანტინე ზონაში განთავსდება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრისგან მიიღეს დავალება, რომ სარფის ლარსისა და წითელი ხიდის სასაზღვრო ზონებთან საკარანტინე ადგილები მოეწყოს. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, სახმელეთო ზონიდან ძალიან გაიზარდა მოქალაქქების შემოსვლა. „დღეს გაიმართა შეხვედრა ბატონ პრემიერთან. ჩვენ კიდევ ერთხელ გავიარეთ ყველა დეტალი, რომელიც ამ ვითარებაში არის მნიშვნელოვან. გამოიკვეთა რამდენიმე ახალი საჭიროება, მაგალითად ძალიან გაიზარდა ნაკადები სახმელეთო ზონებიდან შემოსვლის მოქალაქეების, ეს არის სარფი ლარსი და წითელი ხიდი, რისთვისაც ჩვენ ...

Read More »

საქართველო ხვალიდან საჰაერო მიმოსვლას სრულად წყვეტს

საქართველო ხვალიდან საჰაერო მიმოსვლას სრულად წყვეტს. შესაბამისი განცხადება პრემიერის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე გააკეთა. „ხვალიდან სრულად წყდება საჰაერო მიმოსვლა და განხორციელდება მხოლოდ ის ავიარეისები, რომლებიც არის წარმოებული საქართველოს ავიახაზების მიერ, მთავრობასთან კოორდინაციით“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

Read More »

რუსეთში კორონავირუსის ვაქცინები შექმნეს და გამოცდა დაიწყეს

რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაცქინის გამოცდა დიწყო. “როსპოტრებნადზორის” ინფორმაციით, ექსპერტებმა შეძლეს ვაქცინების შექმნა გრიპის ფართოდ გამოყენებული რეკომბინანტური ვირუსული ვექტორების საფუძველზე. “COVID-19 ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად და კონტროლის მიზნით, “როსპოტრებნადზორის” ვირუსოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის სახელმწიფო კვლევის ცენტრმა სწრაფად შეიმუშავა ვაქცინების პროტოტიპები, რომლებიც ექვს სხვადასხვა ტექნოლოგიურ პლატფორმაზეა დაფუძნებული. ამ ეტაპზე აუცილებელია ვაქცინის მგრძნობიარე ლაბორატორიულ ცხოველებზე გამოცდა ” – ნათქვამია „როსპოტრებნადზორის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გიორგი არაბული

Read More »

პაატა იმნაძე – ტრამპი ტესტის პასუხს 2 დღე ელოდებოდა, ჩვენ საშუალება გვაქვს, პასუხი პრაქტიკულად 12 საათში გვქონდეს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კორონავირუსზე ტესტის პასუხს ორი დღე ელოდებოდა, ჩვენ კი საშუალება გვაქვს, პასუხი, პრაქტიკულად, 12 საათის, მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში გვქონდეს, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“. „სამწუხაროდ, უკვე ამ ეტაპზე შეიმჩნევა პანიკური მომართვიანობა ტესტების გასაკეთებლად, მაგრამ მოდით, ყველანი რეალისტები ვიყოთ. დღეს ჩვენ ქვეყანაში ტესტები გაცილებით სწრაფად ...

Read More »

ტრამპი – ჩინეთის მიერ ვირუსზე ინფორმაციის დამალვის გამო, ახლა მთელი მსოფლიო იტანჯება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩინეთი კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის დამალვაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ამის გამო ახლა მთელი მსოფლიო იტანჯება. „მისი შეჩერება შესაძლებელი იყო. საკმაოდ ადვილად შევძლებდით მის შეჩერებას, რომ გვცოდნოდა, ყველას რომ სცოდნოდა მის შესახებ რამდენიმე თვით ადრე, ვიდრე ინფორმაცია გაჟღერდა. სამწუხაროდ, მათ გადაწყვიტეს, რომ ეს არ გაესაჯაროებინათ და ამიტომ ახლა მთელი მსოფლიო იტანჯება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

Read More »

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 43 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 1575 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 275 პირი. ინფორმაციისთვის, 43 ადამიანიდან 1 გამოჯანმრთელებულია.

Read More »

ფრესკო თავის მოიჯარეებს იჯარის გადასახადისგან ათავისუფლებს

ფრესკო თავის მოიჯარეებს იჯარის გადასახადისგან ათავისუფლებს. ინფორმაციას ამის შესახებ “ფრესკოს” სოციალური ქსელის გვერდზეა განთავსებული. “საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულების მიხედვით, 20 მარტიდან, ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურება, გარდა სასურსათო მაღაზიების, სააფთიაქო ქსელების, საფოსტო და საბანკო განყოფილებების და ბენზინგასამართ სადგურებისა. სწორედ ამიტომ, კომპანია ფრესკო ყველა მის მფლობელობაში არსებულ სავაჭრო ცენტრში განთავსებულ მოიჯარეებს, რომლებსაც ხვალიდან შეეხებათ პრემიერ მინისტრის განკარგულება, ათავისუფლებს იჯარის გადასახადისგან. ჩვენ ვითვალისწინებთ ქვეყანაში ...

Read More »