Home » 2020 » March » 20 (page 2)

Daily Archives: March 20, 2020

თიბისი სესხების გადავადების პროცედურას 24 მარტის ჩათვლით ახანგრძლივებს

თიბისი საშეღავათო პერიოდის ჩართვასთან დაკავშირებით პროცედურებს 24 მარტის ჩათვლით აგრძელებს. რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ თავიანთი უარი სესხების საშეღავათო პერიოდთან დაკავშირებით თიბისის დისტანციური არხებით (ინტერნეტ და მობაილ ბანკი, სმს, ქოლცენტრი) 24 მარტის ჩათვლით დააფიქსირონ. თუ არ გსურთ სესხზე შეღავათის გააქტიურება, გამოაგზავნეთ „7“ ბანკისგან მიღებულ მოკლე ტექსტურ შეტყობინებაზე პასუხად, ან მოიწერეთ ინტერნეტ ან მობაილ ბანკის შეტყობინებებში ან დარეკეთ 032 2272727-ზე. ...

Read More »

პაატა იმნაძე – ბაზარზე, შესაძლოა, კორონავირუსის ფეიკტესტები გაჩნდეს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ბაზარზე შესაძლოა, კორონავირუსის ფეიკტესტები გაჩნდეს. როგორც იმნაძე განმარტავს, მსოფლიოში რამდენიმე მწარმოებლის ტესტებს გაეცნო, რომლებიც ელემენტარულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ. იმნაძე ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ვაშაძე მზად არის მთავრობას სწრაფი ტესტების შემოტანაში დაეხმაროს. „ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდი მალდობელი ვიქნებით კერძო სექტორში ყველასი, ვინც შეძლებს ...

Read More »

გამყრელიძე – პრემიერის მხრიდან დავალება მიცემულია, რომ უნდა დადგინდეს ტესტირების ფასი, რასაც სახელმწიფო უზრუნველყოფს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრისგან ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო დავალება, რომ კორონავირუსზე ტესტირების ფასი დადგინდეს. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გამყრელიძემ განაცხადა, შესაძლებელია, რომ კორონავირუსზე ტესტირება კერძო ლაბორატორიებმაც ჩაატარონ. “საქართველოში სამედიცინო დაწესებულების უმრავლესობა, 80% გახლავთ კერძო, მათ აქვთ ძალიან კარგი ლაბორატორიები, სადაც შეუძლიათ იქნება ეს PSR ტექნოლოგიაზე დამყარებული ანუ მოლეკულურ ტექნოლოგიებზე დამყარებული ტესტირება თუ სხვა ...

Read More »

კახა კალაძე – ჩვენ არავის დავტოვებთ პრობლემების პირისპირ

ჩვენ არავის დავტოვებთ ამ პრობლემების პირისპირ. შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან ამაზე უკვე დაწყებულია მუშაობა,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ხელფასებთან დაკავშირებით მიკროავტობუსების მძღოლების მოთხოვნის თაობაზე დასმულ კითხვას უპასუხა. მისი თქმით, მიმდინარეობს მსჯელობა, სახელმწიფოს მხრიდან რა დახმარებები განხორციელდება ეკონომიკური მიმართულებით. „დღეს ვიმყოფებით განსაკუთრებულ მდგომარეობაში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი და ჩვენი არსებული მდგომარეობა გავლენას იქონიებს ჩვენს ეკონომიკაზე, ისევე როგორც მსოფლიო ...

Read More »

შეიზღუდება თუ არა ბანკომატებისა და გადახდის აპარტების ფუნქციონირება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პირობებში – სებ-ის განმარტება

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საფინანსო სერვისების მიწოდება შეუფერხებლად გრძელდება და არ შეიზღუდება არც იმ შემთხვევაში, თუკი აუცილებელი გახდება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორის სერვისების მუშაობის შესახებ შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს: “ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მასშტაბის შეზღუდვის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყნის მასშტაბით მუშაობას წყვეტს ყველა დიდი სავაჭრო ობიექტი და ფუნქციონირებას განაგრძობს მხოლოდ სასურსათო მაღაზიები, სააფთიაქო, ბენზინგასამართი ქსელები, საფოსტო გზავნილების ...

Read More »

“ვენდი” და “დანკინი” მიტანისა და Drive-Tru სერვისით მომხმარებელს უწყვეტ რეჟიმში მოემსახურება

“ვენდის” და “დანკინის” რესტორნების ქსელი გამოხატავს სრულ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას და აცხადებს მზადყოფნას უწყვეტ რეჟიმში მოემსახუროს მომხმარებელს როგორც მიტანის ასევე Drive-Tru სერვისის გამოყენებით. “გაცნობებთ, რომ “ვენდის” და “დანკინის” რესტორნების ქსელი სრულად ვაცნობიერებთ რა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებსა და შექმნილ ვითარებას, ვიზიარებთ ჩვენ წილ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას და ვაცხადებთ მზადყოფნას, უწყეტ რეჟიმში ვუზრუნველვყოთ ნებისმიერი ოდენობის მომხმარებელთა მოთხოვნის დაკმაყოფილება, რაც გულისხმობს როგორც ჩვენს ქსელში არსებული ...

Read More »

ანდრია გვიდიანი: კრიზისულ ვითარებაში ხელისუფლებამ გამოავლინა პროფესიონალიზმის უმაღლესი სტანდარტი

ანალიტიკოსი, ეკონომისტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „კრიზისულ ვითარებაში ხელისუფლებამ გამოავლინა პროფესიონალიზმის უმაღლესი სტანდარტი. ამ მართლაც ურთულეს ვითარებაში, მთავრობამ მობილიზაციის, თანმიმდევრულობის, რისკების შეფასების და მართვის უნარების უმაღლესი პაკეტი შემოგვთავაზა. დღევანდელი ხელისუფლების მიმართ არალოიალურად განწყობილი მოქალაქეებიც კი აღაიარებენ, რომ ხელისუფლების ნაბიჯები და მათი კოორდინირებული მუშაობა, ერთმნიშვნელოვნად გასაოცარია “ისეთი დაცულობის განცდა მაქვს, როგორც არასდროს”, “ამ ფონზე ვიგრძენი, რომ ...

Read More »

Apple ერთ ადამიანზე 2 iPhone-ზე მეტს აღარ გაყიდის

Apple-მა ერთ ადამიანზე iPhone-ის გაყიდვა ორ ცალამდე შეზღუდა. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს. სააგენტოს ცნობით, გადაწყვეტილება ძალაში შევიდა მას შემდეგ, რაც კომპანიამ გამოაცხადა საკუთარი მაღაზიების დროებითი დახურვის თაობაზე ჩინეთის ფარგლებს გარეთ. მაღაზიების დახურვა განაპირობა კორონავირუსის გავრცელებას თავიდან აცილებამ. სააგენტოს ცნობით, ეს გადაწყვეტილება შეიძლება გამოწვეული იყოს მომარაგების ჯაჭვში შეფერხებების თავიდან ასაცილებლად, კორონავირუსის დაავადებით გამოწვეული პანდემიის ფონზე. ანალიტიკური კომპანია Canalys-ის ვარაუდით, აღნიშნული გადაწყვეტილება, ...

Read More »

პრემიერის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა საკოორდინაციო საბჭომ ახალი გადაწყვეტილებები მიიღო

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა საკოორდინაციო საბჭომ ახალი გადაწყვეტილებები მიიღო. მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საბჭოს გადაწყვეტილებით, 20 მარტიდან სრულად შეწყდება საჰაერო მიმოსვლა და განხორციელდება მხოლოდ ის ავიარეისები, რომლებსაც, საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით, ასრულებს „საქართველოს ავიახაზები“ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით. ამასთან, საზღვარგარეთიდან როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზით დაბრუნებული საქართველოს ყველა მოქალაქე კარანტინში განთავსდება. ამ მიზნით, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ლარსის, ...

Read More »

რუსებმა ახალი კორონავირუსის სრული გენომი გაშიფრეს

როგორც რუსული საინფორმაცია სააგენტო, tass.ru წერს, რუსმა მეცნიერებმა ახალი კორონავირუსის გენომი სრულად გაშიფრეს. ამის თაობაზე რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ. სმოროდინცევის სახელობის გრიპის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, დიმიტრი ლიოზნოვის თქმით, გენეტიკური ანალიზის შედეგები განსაკუთრებით საყურადღებოა ახალი კორონოვირუსის ქცევის გაგებისთვის. ვაქცინისა და სამკურნალო პრეპარატების შექმას ეს ძალიან დაეხმარება. „კრიტიკულად მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ საიდან მოხვდა ეს ვირუსი ჩვენს ტერიტორიაზე, განვსაზღვროთ ...

Read More »