Home » 2020 » March » 20

Daily Archives: March 20, 2020

„დღეს კიდევ ერთხელ დავინახეთ უდიდესი მეცნიერის, თენგიზ ცერცვაძის გადაწყვეტილების სისწორე“

დღეს კიდევ ერთხელ დავინახეთ უდიდესი მეცნიერის, თენგიზ ცერცვაძის გადაწყვეტილების სისწორე, წარმატებები ყველა ჩემს კოლეგას, რომელიც დღეს წინა ხაზზეა და გმირულად ებრძვის ამ ვირუს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ბელარუსში საქართველოს ელჩი ვალერი კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს. „დღეს ძალიან ბევრი პოსტი წავიკითხე თენგიზ ცერცვაძესთან დაკავშირებით, თუ როგორ მკურნალობენ ბატონი თენგიზი და მისი გუნდი კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს მედიკამენტებით, რომლის შესახებ გუშინ ამერიკის პრეზიდენტი საუბრობდა, როგორც ...

Read More »

კორონავირუსის სამკურნალოდ უკვე დადგენილი მედიკამენტი საქართველოში თავისუფლად იყიდება და 1 აბი 83 თეთრი ღირს

საქართველოს აფთიაქებში, იყიდება მედიკამენტი სახელად “პლაკვენილი – ჰიდროქსილქლოროქსინი”. ამ პრეპარატზე ფრანგმა ექიმებმა გასცეს რეკომენდაცია და იგი დაასახელეს ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ საშუალებად. მეტიც, აშშ-ის შესაბამისმა სამსახურმა გუშინ ნებართვა გასცა “პლაკვენილის”  გამოყენებაზე და ამ საკითხს დონალდ ტრამპმა საგანგებო ბრიფინგიც მიუძღვნა. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს. „მოხდა საინტერესო რამ, გუშინ გამოქვეყნდა ფრანგების რეკომენდაციები, სადაც მათაც „პლაკვენილი” დაასახელეს ამ დაავადების, ახალი ...

Read More »

ნათია თურნავა – ელექტროენერგია და გაზით მომარაგება შეუფერხებლად მუშაობს და ასეც იქნება

ნათია თურნავა – მინდა დავამშვიდო ჩვენი მოსახლეობა, ელექტროენერგია და გაზით მომარაგება შეუფერხებლად მუშაობს და ასეც იქნება მინდა დავამშვიდო ჩვენი მოსახლეობა და ვუთხრა, რომ ელექტროენერგია და გაზით მომარაგება გახლავთ ე.წ. კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომელიც ყოველთვის შეუფერხებლად უნდა მუშაობდეს ნებისმიერ ვითარებაში და ეს ასეც იქნება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ...

Read More »

ვანო მაჭავარიანი – დღეს ვართ ისეთი ტიპის კრიზისთან ახლოს და ისეთი ეკონომიკური პრობლემების წინაშე, რომელიც 100 წელიწაში ერთხელ შეიძლება ხდებოდეს

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ლარის კურსზე საუბარი განყენებულად იმ ეკონომიკური პროცესებისა, რომელიც დღეს გლობალურად მიმდინარეობს, არ შეიძლება. მისი თქმით, ლარის კურსი ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს ასახავს. „ლარის კურსი ყოველთვის ასახავდა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს; დღესაც ასეა. ამ შემთხვევაში ლარის კურსზე საუბარი განყენებულად იმ ეკონომიკური პროცესებისა, რომელიც დღეს გლობალურად მიმდინარეობს, არ შეიძლება. ეს არის გლობალური შენელება, ფასები, პრაქტიკულად კოლაფსი მოხდა, მეზობელ ქვეყნებში მკვეთრი ...

Read More »

კობა გვენეტაძე – ფული, რომელიც შედის ეროვნულ ბანკში ორი კვირის განმავლობაში კარანტინში თავსდება

ნაღდი ფული, რომელიც დღეს საქართველოში საფინანსო სექტორში მოძრაობს, ეროვნულ ბანკში შესვლისთანავე 2 კვირიან კარანტინში ხვდება და მისგან ვირუსის გადატანის რისკი მინიმუმამდეა შემცირებული. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა, კობა გვენეტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, მოსახლეობა მაქსიმალურად უნდა მოერიდოს ნაღდი ფულით ანგარიშსწორებას და უკონტაქტო გადახდის სისტემა გამოიყენოს. „ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია უშუალოდ იმ რისკთან, რომელიც ნაღდი ფულის მიმოქცევას მოყვება, ...

Read More »

„საქართველო სავალუტო ფონდისგან და სხვა დონორი ორგანიზაციებისგან სოლიდურ ფინანსურ დახმარებას ელოდება”

ფინანსთა მინისტრის ვანო მაჭავარიანის განცხადებით, საქართველო მსოფლიო სავალუტო ფონდისგან და სხვა დონორი ორგანიზაციებისგან სოლიდურ ფინანსურ დახმარებას ელოდება. როგორც მან განაცხადა, ეს თანხა მთლიანად ქვეყნის ეკონომიკას მოხმარდება. „რასაკვირველია, ჩვენ ვთანამშრომლობთ ძალიან აქტიურად საერთაშორისო სავალუტო ორგანიზაციებთან. ახლაც, სანამ აქ მოვიდოდი, ჩართვა მქონდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობასთან, სადაც განვიხილეთ სავალუტო კრიზისი. ჩვენ შევაჯერეთ ხედვები და პრაქტიკულად ერთნაირი წარმოდგენა გვაქვს ამ ეტაპზე რა ხარისხისა და ...

Read More »

კათოლიკური ეკლესია კორონავირუსით ინფიცირებულებსა და სამედიცინო პერსონალს ცოდვებს შეუნდობს

კათოლიკური ეკლესია ახალი კორონავირუსით ინფიცირებულებსა და სამედიცინო პერსონალს ცოდვებს შეუნდობს. ამის შესახებ ნათქვამია წმინდა საყდრის მიერ მიღებულ დადგენილებაში. „ინდულგენცია მიეცემა კორონავირუსით დაავადებულ მორწმუნეებს, რომლებიც კარანტინში იმყოფებიან სახლებში ან საავადმყოფოში, ასევე სამედიცინო პერსონალს, ოჯახის წევრებს და ყველას, ვინც ინფიცირებულებს უვლის“, – ნათქვამია დადგენილებაში. კათოლიკე მორწმუნეებისთვის ცოდვების შენდობის პირობად დადგენილებაში რამდენიმე კონკრეტული ლოცვისა და ბიბლიის წაკითხვაა დასახელებული. მანამდე ვატიკანში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ...

Read More »

„საქპატენტს“ ახალი თავმჯდომარე ჰყავს

საქართველო სინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. „საქპატენტს“ მინდია დავითაძე უხელმძღვანელებს. ის ამ თანამდებობაზე 4 წლის ვადით დაინიშნა. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – საჯარო სამართლის იურიდიულ პირი. კანონმდებლობის თანახმად, ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკას განსაზღვრავს. მინდია დავითაძე აქამდე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო.  საქპატენტის თავმჯდომარის თანამდებობას კი ნიკოლოზ გოგილიძე იკავებდა. დავითაძეს პროკურორობის გამოცდილებაც აქვს. ასევე იყო შსს ადამიანის უფლებათა დაცვის და გამოძიების ...

Read More »

ტრამპმა ბრძანება გასცა კორონავირუსის სამკურნალოდ გამოიყენონ პრეპარატი, რომელსაც საქართველოში უკვე თვენახევარია იყენებენ

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, პრეპარატს, რომლითაც საქართველოში ინფექციონისტები პაციენტებს კორონავირუსისგან მკურნალობენ, მალე ამერიკაც მოიხმარს. შესაბამისი ბრძანება აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ გასცა. ამ წამალს იყენებენ საფრანგეთში, რაც ე.წ. მარსელის გაიდლაინში არის აღნიშნული. „გუშინ გამოქვეყნდა საფრანგეთის რეკომენდაციები, რომლებშიც ფრანგები „პლაქვენილს“ ერთ-ერთ სამკურნალო საშუალებად ასახელებენ. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვერ დაელოდება FDA-ის ოფიციალურ რეკომენდაციას და ექსპერტების რჩევის საფუძველზე როგორც პრეზიდენტი ...

Read More »

„ჯორჯიან ეარვეისი“ თანამშრომლების 95%-ს უვადო, უხელფასო შვებულებაში უშვებს

„ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალური დირექტორის რომან ბოკერიას განცხადებით, ავიაკომპანია თანამშრომლების 95%-ს უვადო, უხელფასო შვებულებაში უშვებს. მისი თქმით, გაუქმებული რეისების გამო კომპანიაში ფინანსური კრიზისია შექმნილი და ამიტომ ავიაკომპანია თანამშრომლებს უხელფასო შვებულებაში უშვებს. „შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, იძულებული ვართ თანამშრომლების 95% უვადო შვებულებაში გავუშვათ. მაქსიმალურად შევეცდებით სამსახურში რაც შეიძლება სწრაფად დავაბრუნოთ, მობილიზება გავუკეთოთ ფინანსურ სახსრებს, რომ ჩვენი პროფესიონალები უკან მალე დავაბრუნოთ. ჩვენი ყველაზე ...

Read More »