Home » 2020 » March » 19 (page 4)

Daily Archives: March 19, 2020

საკმაოდ დამაიმედებელი ინფორმაცია მოგვცა ერთმა მცირე კვლევამ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ კორონავირუსზე იმ პაციენტების ნიმუშებიც შეამოწმეს, რომელთა კვლევა ჩვეულებრივ გრიპზე მიმდინარეობს და მისი თქმით, არცერთ შემთხვევაში კორონავირუსი არ დადასტურებულა. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა. გამყრელიძის თქმით, ეს საკმაოდ დამაიმედებელი ინფორმაციია. „საკმაოდ დამაიმედებელი ინფორმაცია მოგვცა ერთმა მცირე კვლევამ. ჩვენ გვაქვს გრიპის ზედამხედველობის ე.წ. სენტინელური 10-მდე საიტი, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში ვიღებთ ნიმუშებს გრიპის კვლევისთვის და პარალელურად, ჩვენ ეს ნიმუშები გავტესტეთ კორონავირუსზე, სადმე ...

Read More »

ვენის სადაზღვევო ჯგუფი კორონა ვირუსით გამოწვეულ კრიზსს ეხმაურება და გასული წლის შედეგებს აჯამებს

ვენის სადაზღვევო ჯგუფის მიერ მოზიდულმა პრემიის მოცულობამ (2019 წლის წინასწარი მაჩვენებლით) 10 მილიარდ ევროს გადააჭარბა. მოგება  (გადასახადების ჩათვლით) ნახევარ მილიარდ ევროზე მეტია. კორონავირუსით გამოუწვეულ კრიზისთან დაკავშირებით, მისი დაფარვის ყველა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, ვენის სადაზღვევო ჯგუფმა  სათანადო ზომები  მიიღო. ძირითადი მაჩვენებლები : მოზიდული პრემია გაიზარდა და  დაახლოებით 10.4 მილიარდი ევრო შეადგინა (+ 7.7 %  წლიური ზრდა )მოგება (გადასახადების ჩათვლით) დაახლოებით ...

Read More »

პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში კიდევ 28 ადამიანი გადაიყვანა

შსს-მ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში კიდევ 28 ადამიანი გადაიყვანა. სამინისტროს ინფორმაციით, იმერეთის, სამეგრელოს, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და აჭარის რეგიონებიდან, ასევე, თბილისიდან მოქალაქეები, რომლებმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს, საკარანტინო ზონაში იძულებით არიან გადაყვანილი. ამ დროისათვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 127 ადამიანია გადაყვანილი. „შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, ...

Read More »

„ნენსკრა ჰიდრო“ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

ნენსკრა ჰესის საპროექტო კომპანია სს „ნენსკრა ჰიდრო“, ითვალისწინებს რა საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს, ახალი ტიპის კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის. თანამშრომლების ჯანმრთელობის დასაცავად და კორონავირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად „ნენსკრა ჰიდრომ“ საქართველოში ვირუსის გავრცელებისთანავე მიიღო რიგი პრევენციული ზომები. კერძოდ, კომპანიამ აკრძალა თანამშრომლების მივლენა რისკ-ჯგუფის ქვეყნებში, გააუქმა შეხვედრები სამუშაო გარემოში, მოუწოდა თანამშრომლებს თვითიზოლაციის წესების დაცვისკენ ...

Read More »

თენგიზ ცერცვაძე – პრემიერმა პირდაპირი მართვა აიღო საკუთარ ხელში, რომელიც პირველი დღეებიდანვე გამოდგა ძალიან ეფექტური

პრემიერმა აიღო პირდაპირი მართვა საკუთარ ხელში. მოდი, ასე დავარქვათ – მან აიღო პირდაპირი სამთავრობო მმართველობა, რომელიც პირველივე დღეებიდანვე გამოდგა ძალიან ეფექტური. სულ სხვა დონეზე ავიდა საპასუხო ღონისძიებების გატარების როგორც დაგეგმვა, ისე განხორციელება და შედეგი სახეზეა, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ინფექციურ საავადმყოფოში პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას, ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძისა და მედპერსონალთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, დღეის ...

Read More »

ჯანდაცვის მინისტრი სამედიცინო პერსონალს მადლობას უხდის

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელის ეთერში სამედიცინო პერსონალს კორონავირსუსის გავრცელებასთან ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც მინისტრმა პირდაპირ ეთერში აღნიშნა, სამედიცინო პერსონალის მიმართ გამოხატული მადლიერების ტაში სასიხარულო და სასიამოვნო ჟესტია მოქალაქეებისგან. „მინდა შევუერთდე მადლირების ტაშს. ეს ნამდვილად ძალიან სასიამოვნო და სასიხარულო ჟესტია ჩვენი მოქალაქეებისგან. ჩვენი ექიმები, ექთნები, სანიტრები, ჩვენი სამედიცინო და გადაუდებელი დახმარების ექიმები, ასევე, მძღოლები იმსახურებენ ამ აპლოდისმენტებს. ...

Read More »