Home » 2020 » March » 19 (page 2)

Daily Archives: March 19, 2020

მთავრობა სურსათის 9 ძირითად პროდუქტზე ფასს აზღვევს

„მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, საზოგადოებას ყოველდღიურ რეჟიმში მივაწოდოთ ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ როგორც სასურსათო მარაგებზე, ასევე იმ ღონისძიებებზე, რომლებსაც ვახორციელებთ იმისათვის, რომ არ იყოს მიწოდებაში შეფერხება, ფასები იყოს ადეკვატური და ხელმისაწვდომი. პრემიერ-მინისტრის დავალებით, ვმუშაობთ საგანგებო მექანიზმზე, რომლითაც ფასებს გავაკონტროლებთ 9 ძირითად სასურსათო პროდუქტზე, ეს პროდუქტებია: ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი, წიწიბურა და ლობიო. ჩვენ სავალუტო რისკებისგან დაზღვევის მექანიზმი შევთავაზეთ ...

Read More »

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი დოლარი გაყიდა

2020 წლის 19 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.  საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.1564 შეადგინა.

Read More »

რა სცენარი განვითარდება მსოფლიოსა და საქართველოს ეკონომიკაში COVID-19-ის სართხის შედეგად

რა სცენარით განვითარდება მსოფლიო საფინანსო და სასაქონლო  ბაზრებზე მოვლენები, რა გამოწვევების დაძლევა  მოუწევს საქართველოს  ეკონომიკას უახლოესი ოთხი წლის მანძილზე    დღევანდელი გადმოსახედიდან  ვიწყებთ იმ მოვლენებისა და ფაქტების შეფასებას, რასაც  მსოფლიო ფინანსურ და სასაქონლო ბირჟებზე ვხედავთ.    მაშ ასე  თავიდან გვქონდა კორონა ვირუსი, ამის ფონზე დაიწყო ჩინეთის ეკონომიკის განვითარების  შეფერხება და შესაბამისად  საფონდო ბაზრებზე ინდექსების დაცემა..ანუ აქ ცხადი იყო საით მიდის  მსოფლიო ...

Read More »

კორონავირუსით ინფიცირებული წლისთავზე იმყოფებოდა, მასთან ერთად მყოფი ყველა პირი თვითიზოლაციაშია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი ბოლო პაციენტი წლისთავზე იმყოფებოდა, ხოლო ის პირები, რომლებიც მასთან ერთად იმყოფებოდნენ, თვითიზოლაციაში არიან. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, ამ ადამიანებზე დაკვირვება მიმდინარეობს. „ყველა პიროვნება, რომელიც იყო წლისთავზე, არის იდენტიფიცირებული. ისინი არიან თვითიზოლაციაში ამ ეტაპზე. ჩვენი მონიტორინგის სამსახურისა და ეპიდემიოლოგების მხრიდან მიმდინარეობს ამ ადამიანებზე დაკვირვება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

Read More »

რუსეთის ცენტრალური ბანკი უცხოური ვალუტის გაყიდვას იწყებს

დღეიდან, 19 მარტიდან, რუსეთის ცენტრალური ბანკი შიდა ბაზარზე უცხოური ვალუტის გაყიდვას იწყებს. ეს გადაწყვეტილება, როგორც რეგულატორის საიტზეა აღნიშნული, შემნახველი ბანკის აქციების რუსეთის ფედერაციის მთავრობისთვის მიყიდვიდან გამომდინარეობს. რეალურად კი ეს ნაბიჯი დამატებითი მექანიზმია და ნავთობზე ფასის მკვეთრმა დაცემამ გამოიწვია. გასაყიდი ვალუტა რუსეთის ეროვნული კეთილდღეობის ფონდიდან გამოიყოფა. რუსეთის ცენტრალური ბანკი იუწყება, რომ საფინანსო ბაზრებზე მზარდი ვოლატილობის ფონზე შემუშავებულია მექანიზმი, რომელიც საბიუჯეტო წესრიგს ...

Read More »

ECB €750 მილიარდს გამოყოფს კორონავირუსის პანდემიის შედეგად ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალის გამო

ევროპის ცენტრალური ბანკი კორონავირუსის პანდემიის შედეგად ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალის გამო, 750 მილიარდ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. როგორც „ბიბისი“ წერს, ევროპის ცენტრალური ბანკი ევროზონის ფარგლებში სახელმწიფო და კომპანიების ვალებს გამოისყიდის, მათ შორის საბერძნეთისა და იტალიის. როგორც ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა, კრისტინ ლაგარდმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, ფინანსური ინსტიტუტი ყველაფერს გააკეთებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ევროს მხარდასაჭერად. „საგანგებო დრო ...

Read More »

„თანაინვესტირების ფონდის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა – 10-მდე წარმომადგენელი თვითიზოლაციაშია

„თანაინვესტირების ფონდის“ ერთ-ერთ თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. როგორც საქართველოს პირველ არხს „თანაინვესტირების ფონდის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნუცა ქისტაურმა განუცხადა, აღნიშნული თანამშრომელი რამდენიმე დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანთან. თუმცა მანამდე, დაახლოებით დღე-ნახევრის განმავლობაში სამსახურში იმყოფებოდა. ნუცა ქისტაურის თქმით, დაინფიცირებული პირის ყველა კონტაქტი იდენტიფიცირებულია და ფონდის 10-მდე თანამშრომელი ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება. არც ერთ მათგანს ვირუსის სიმპტომი არ აღენიშნება, შესაბამისად ...

Read More »

BBC – აზიის ქვეყნები კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღის საფრთხის წინაშე დგანან

Bbc-ის ინფორმაციით, სამხრეთ კორეა, ჩინეთი და სინგაპური იმ აზიური ქვეყნებს შორის არიან, რომელთაც კორნავივირუსის მეორე ტალღის საფრთხის წინაშე დგანან. ეპიდემიის მეორე ტალღის წარმოშობის საშიშროებას ქვეყნის საზღვრებს გარედან შესული ადამიანები ქმნიან. ჩინეთში, სადაც ვირუსი პირველად გაჩნდა, ოთხშაბათს არც ერთი ახალი საშინაო შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ეს მოხდა პირველად, მასშმდგომ რაც ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება დაიწყო. თუმცა, ჩინეთში ვირუსის 34 ახალი შემთხვევა ცოტა ხნის ...

Read More »

„ლარსზე დგანან მანქანები, რომლებიც დატვირთულია ბურღულეულით, შაქრით და სხვა მოთხოვნადი საქონლით“

სურსათის დეფიციტი არ შეიქმნება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ფოთში განაცხადა. მისი თქმით, ლარსზე საკვები პროდუქტით დატვირთული მანქანები დგას და კლიმატური პირობების გაუმჯობესებისთანავე, შემოვა. „მთავრობასთან მოქმედი საგანგებო შტაბის დავალებით, ჩვენ ვამუშავებთ ისეთ მექანიზმს, რომლითაც 8 დასახელების პირველადი მოხმარების საქონელზე, საკვებ პროდუქტებზე ფასები იქნება რეგულირებული და ამაში ჩვენ ყველანი ჩავერთვებით და ეს მექანიზმი იქნება შემოთავაზებული. ასევე მარაგები ...

Read More »

კალაძე – 3 თვით იჯარის გადასახადისგან 600-მდე მცირე და საშუალო მეწარმე გათავისუფლდება

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამი თვით, იჯარის გადასახადისგან გავათავისუფლოთ ის 600-მდე მცირე და საშუალო მეწარმე, რომლებსაც სამეწარმეო საქმიანობისთვის მუნიციპალიტეტის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, ან ფართი აქვთ მერიისგან იჯარით აღებული, – ამის შესახებ თბილსის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, თბილისის მერია, კორონავირუსის გავრცელებისგან მოსახლეობის დაცვის და შექმნილ ვითარებაში მეწარმეთა მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, ღონისძიებების გატარებას განაგრძობს. როგორც კალაძემ აღნიშნა, თბილსის მერიამ უკვე გაათავისუფლა მთელი წლის გადასახდელი ...

Read More »