Home » 2020 » March » 19

Daily Archives: March 19, 2020

საქართველოს მასშტაბით, ყველა სავაჭრო ობიექტი იხურება, გარდა გამონაკლისებისა

მივიღეთ გადაწყვეტილება, ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, სააფთიაქო ქსელისა, ბენზინგასამართი სადგურისა, საფოსტო გზავნილებისა და საბანკო განყოფილებებისა იყოს დახურული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. „ყველა სავაჭრო ობიექტი ქვეყნის მასშტაბით, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, სააფთიაქო ქსელისა, ბენზინაგსამართი ქსელისა, საფოსტო გზავნილების ქსელისა და ასევე საბანკო განყოფილებებისა იყოს დახურული, რათა ქვეყანაში სოციალური დისტანციის დაცვა და მობილურობის ხარისხი შევზღუდოთ“,- განაცხადა გიორგი გახარიამ. მისივე თქმით, ამ ეტაპზე საგანგებო ...

Read More »

“ჩვენ საქართველოს ვემსახურებით” – “ინფექციურის”ექიმის ემოციური წერილი “მადლიერების ტაშზე”

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმი მარინა ტუღუში “მადლიერების ტაშს” სოციალურ ქსელში ეხმაურება და ემოციურ წერილს აქვეყნებს.  “დღეს ჩვენ ტაში დაგვიკრეს!!! როცა ეს ყველაფერი დაიწყო, ვერც გავაცნობიერე რომ სხვა განზომილებაში მოვხვდი. როგორ უცებ შეიცვალა ცხოვრების ჩვეული რიტმი. წამიერი დაბნეულობა მყისიერად შეიცვალა მობილიზაციით და დღე ღამის სამუშაო გრაფიკით. გაქრა შიში ინფიცირებულთან კონტაქტისა. თითქოს მთელი ცხოვრება ამ რიტმში ვმუშაობდით. დღეს ჩემი კოლეგისგან მოვისმინე ფრაზა ...

Read More »

საქართველოში დამზადებული პირბადეები გარკვეულ პირებს უფასოდ დაურიგდებათ

ეკონომიკის სამინისტრო საქართველოში დამზადებულ პირბადეებს კონკრეტულ ადამიანებს უფასოდ დაურიგებს. საქართველოში წარმოებული პირბადეების პირველი პარტია, რომელიც ნახევარ მილიონს შეადგენს, საწყის ეტაპზე უსასყიდლოდ იმ ადამიანებს გადასცემს, ვისაც სამსახურებრივი მოვალეობის გამო ყოველდღიურ რეჟიმში სხვა ადამიანებთან უწევთ კონტაქტი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განმარტებით, ეს შეეხება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში დასაქმებულებს, მათ შორის სამედიცინო პერსონალს, მებაჟეებს, მოლარეებს და ა.შ.

Read More »

ლუკაშენკო: დალიეთ ბევრი არაყი და იმუშავეთ

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის გამო თითქმის მთელი მსოფლიოს მასშტაბით სპორტული ღონისძიებები შეჩერდა, ბელარუსში დღეს საფეხბურთო ჩემპიონატი იწყება. აღსანიშნავია, რომ მატჩზე დასწრება გულშემატკივრებსაც სურვილის მიხედვით შეუძლიათ. დღეს პირველი ტურის ორი მატჩი გაიმართება, „ენერგეტიკი“ – „ბატეს“, ხოლო გეგა დიასამიძის „შახტიორი“ „ტორპედოს“ უმასპინძლებს. ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო გამოსავალს მუშაობაში და არაყის დალევაში ხედავს. „მიიღეთ საუნა, დალიეთ ბევრი არაყი და იმუშავეთ ბევრი, რომ თქვენს ...

Read More »

„კომპანიებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ და მოსახლეობას საკომუნიკაციო სერვისებზე შეღავათები მისცენ“

კომუნიკაციების კომისია მობილურ კომპანიებს აქტიურ სამუშაო რეჟიმში გადასვლისკენ მოუწოდებს. კომისიის თამჯდომარემ კომპანიებს მიმართა, მოახდინონ რესურსების სრული მობილიზება, რათა ქეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა გამართულად და შეუფერხებლად მუშაობდეს. კახა ბექაურის თქმით, მნიშვნელოვანია, ამ კრიტიკულ ვითარებაში, კომპანიები დაეხმარონ მოსახლეობას და მათ მომსახურებებზე გარკვეული შეღავათები მისცენ. „მოცემულ სიტუაციაში ისეთი კრიტიკული მომსახურებები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა, როგორიც არის სატელეკომუნიკაციო სერვისები, საერთოდ სხვა რეჟიმში უნდა ...

Read More »

„ევროკავშირმა აგვიკრძალა სამედიცინო პროდუქციის იმპორტი, ჩვენ შევევედრებით ჩინეთს, მოვიდეს და დაგვეხმაროს“

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მან წერილი გაუგზავნა თავის ჩინელ კოლეგას, სი ძინპინს, სადაც მას დახმარებას სთხოვს კორონავირუსთან ბრძოლაში, მას შემდგომ რაც ევროპამ სამედიცინო აღჭურვილობის ექსპორტი აკრძალა ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში. „მე გავუგზავნე წერილი სი ძინპინს, სადაც მას პირველად ვუწოდე არამხოლოდ ძვირფასი მეგობარი, არამედ ძმა, და, არამხოლოდ ჩემი პერსონალური მეგობარი და ძმა, არამედ მთელი ქვეყნის“, – განაცხადა ...

Read More »

კიმ ჩენ ინი: ესროლეთ მას, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდება

კორონავირუსმა ქაოსი გამოიწვია მთელ მსოფლიოში. იმავდროულად, ხალხი ცდილობს გამონახოს სხვადასხვა გზები, რათა თავიდან აიცილოს ვირუსი. ცენტრალური და სახელმწიფო მთავრობები დგამენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად. მაგალითად, დაიხურა სკოლები, კოლეჯები, კაფე-ბარები, თეატრები, შეჩერდა სპორტული ღონისძიებები, აიკრძალა თავშეყრის ადგილებში გასვლა და სხვა. ამავდროულად, უცნაური ამბები მოდის ჩრდილოეთ კორეიდან. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას შემდეგ, რაც კორნავივირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი იპოვეს ჩრდილოეთ კორეაში, ...

Read More »

„ეს ხმაური არ არის შემთხვევითი, თორემ თვითონ ვირუსი შეიძლება შემთხვევითია“

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ უხანში ეპიდემია აშშ-ის არმიას გაევრცელებინა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილე, ჩჟაო ლიცზიანი, „ტვიტერში“ შემდეგ ტექსტს აქვეყნებს: „როდის დაიწყო დაინფიცირება აშშ-ში? რამდენი ადამიანია დაინფიცირებული? რა არის საავადმყოფოების სახელები? ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი ამბობს, რომ შესაძლებელია აშშ-ის არმიამ მიიტანა ეპიდემია უხანში“. ჩინურ ვერსიას არ იზიარებს ფსიქოლოგი და პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, თუმცა არ გამორიცხავს, ვირუსის ...

Read More »

პანდემიის დასასრული ახლოსაა – ნობელის პრემიის ლაურეატის ანალიზი

ებრაელი და ამერიკელი ბიოფიზიკოსი, 2013 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიის დარგში, აშშ-ის ეროვნული აკადემიის წევრი და სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი მაიკლ ლევიტი კორონავირუსისგან გამოწვეულ პანდემიაზე საუბრობს და ამბობს, რომ „პანდემიის დასასრული ახლოსაა“. როგორც გამოცემა წერს, მიუხედავად იმისა, რომ მაიკლ ლევიტი ეპიდემიოლოგი არ არის, მან თებერვალში ზუსტად იწინასწარმეტყველა ინფექციის ჯერ პიკი, ხოლო შემდეგ გავრცელების რიცხვის შემცირება ჩინეთში. ახლა კი ამბობს, რომ ჩინეთში ...

Read More »

პუტინი – ჩვენ, მზად უნდა ვიყოთ მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, მოქალაქეებს მოუწოდა, რომ “მზად იყვნენ მოვლენების ნებისმიერი განვითარებისათვის”, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით. სევასტოპოლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, მიხეილ რაზვოჟაევმა პრეზიდენტს განუცხადა, რომ დღევანდელი მონაცემებით ქალაქში ვირუსით დაავადებული 77 ადამიანი იმყოფება თვითიზოლაციაში, ხოლო 8 ინფექციური დაავადებების საავადმყოფოში. ”ჯერჯერობით არც ერთი დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის მიმდინარეობს გადამოწმება,” – დასძინა რაზვოჟაევმა. ”ჩვენ მზად უნდა ვიყოთ მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის, ...

Read More »