Home » 2020 » March » 18 (page 4)

Daily Archives: March 18, 2020

SEU-ს ყველა სტუდენტს, სურვილის შემთხვევაში, სწავლის გადასახადის 50 – დღიანი გადავადება შეეძლებათ

მოსახლეობაში მოსალოდნელი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) რექტორმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება – SEU-ს ყველა სტუდენტს, სურვილის შემთხვევაში, მიეცეს სწავლის გადასახადის 50 – დღიანი გადავადება, ანუ, 17 მარტიდან 5 მაისამდე საშეღავათო პერიოდი და გადავადებული თანხა მათთვის სასურველი გრაფიკით გადანაწილდეს მომდევნო თვეებზე! ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, უსაფრთხოების მიზნით, SEU 16 მარტიდან Zoom-ის ლიცენზირებული პრემიუმ ვერსიის გამოყენებით გადავიდა სრულ ...

Read More »

გუდაურიდან გადაყვანილ პირებს, რომლებსაც უცხოელ ტურისტებთან ჰქონდათ კავშირი, კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ის პაციენტები, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, გუდაურის შემთხვევასთან კავშირში არ ყოფილან. ამის შესახებ ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მან დაადასტურა, რომ გუდაურიდან რამდენიმე პირს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ტესტირება ჩაუტარდა, თუმცა, ყველა მათგანზე ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. „ეს არ არის გუდაურის შემთხვევები. გუდაურიდან როგორც შესაძლო შემთხვევა ჩვენთან შემოყვანილ იქნა სადიაგნოსტიკოდ რამდენიმე პირი, თუმცა მათთან გამოირიცხა ეს დაავადება ...

Read More »

საქართველომ დღეიდან სახელმწიფო საზღვარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა აკრძალა

დღეიდან 18 მარტის, 00:00 საათიდან საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შემოსვლა აიკრძალა. შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე დღის წინ მიიღო. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ექნებათ სურვილი სამშობლოში დაბრუნების, შესაძლებლობა მიეცემათ, გამოიყენონ ის ავიამიმოსვლა, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ავიახაზები.

Read More »

თურქეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

თურქეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილი პაციენტი 89 წლისაა. გარდა ამისა, ქვეყანაში ვირუსის 51 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 98-მდე გაიზარდა.

Read More »

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 38-მდე გაიზარდა

საქართველოში ახალი კორონავირუსის შემთხვევები 38-მდე გაიზარდა. ამის შესახებ მონაცემები საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე – stopcov.ge-ზე განთავსდა. ამასთან, stopcov.ge-ზე განთავსებული მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1130 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურების ქვეშ – 81 პაციენტი.

Read More »

ტრამპის ადმინისტრაცია მოქალაქეებისთვის 2 კვირის განმავლობაში ათას დოლარიანი ქვითრების გაგზავნას აპირებს

ტრამპის ადმინისტრაცია მოქალაქეებისთვის 2 კვირის განმავლობაში ათას დოლარიანი ქვითრების გაგზავნას აპირებს გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, აშშ კორონავირუსისგან დაზარალებული ქვეყნის მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, 1 ტრილიონი დოლარის სტიმულირების პაკეტის დამტკიცების ინიციატივით გამოდის. სტიმულირებს პაკეტი საკმაოდ კომპლექსურია და მსგავსი უპრეცედენტოა თანამედროვე აშშ-ის ისტორიაში. მაგალითად, აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, სტივენ მნუჩინის თქმით, ამ ინიციატივის ფარგლებში, თითოეული ამერიკელი ორი კვირის განმავლობაში ათასი აშშ დოლარის ქვითარს მიიღებს. მისივე ...

Read More »