Home » 2020 » March » 18 (page 3)

Daily Archives: March 18, 2020

თბილისში დაკეტილი სასტუმროების 53 თანამშრომელი დროებით „კარფურში“ დასაქმდება

თბილისში, კორონავირუსის გამო, დროებით დაკეტილი 5 სასტუმროს 53 თანამშრომელი დროებით „კარფურის“ ქსელში დასაქმდება. ამის შესახებ bm.ge-ის აღნიშნული სასტუმროების მენეჯერმა შალვა ალავერდაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ის მაქსიმალურად ცდილობს, თავისი თანამშრომლები შეინარჩუნოს და ამ ვითარებაში მათ მოკლევადიან დასაქმებაზე ზრუნავს. „ამ ეტაპზე, ჩვენთვის უმთავრესია პერსონალი და მათი კეთილდღეობა. ვცდილობთ, სტაფის შენარჩუნებას და ამაში გვერდში დაგვიდგა „კარფური“. მაქსიმალურად შევეცადთ, რომ ჩვენი პერსონალი, ერთი თვით, ...

Read More »

ბილაინი მომხმარებლის ადგილმდებარეობაზე დაფუძნებული სოციალური პლატფორმა Feedc-ის პარტნიორია

საერთაშორისო ჯგუფ “ვიონის“ წევრი ბილაინი, ადგილობრივი სტარტაპების მხარდაჭერის ფარგლებში, ქართველი სტუდენტის მიერ შექმნილი უნიკალური სოციალური პლატფორმა Feedc-ის პარტნიორი გახდა. თანამშრომლობის თანახმად, ბილაინი სარეკლამო მხარდაჭერას გაუწევს Feedc-ს, რომლის გამომწერთა რაოდენობა ამ დროისთვის აჭარბებს 200,000 აქტიურ მომხმარებელს თვეში. პლატფორმის ლოგიკა მომხმარებლის ადგილმდებარეობაზეა დაფუძნებული – მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს იხილოს პოსტები იმ ლოკაციის მიხედვით სადაც იმყოფება, ან მონიშნოს მისთვის სასურველი ტერიტორია და შესაბამისად ყოველთვის ...

Read More »

ეროვნული ბანკი ხვალ სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის

საქართველოს ეროვნული ბანკი ხვალ, 19 მარტს სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვებგვერდზე ვკითხულობთ.

Read More »

“ახლა, თანამშრომლებთან ურთიერთობით გამოჩნდება რომელია კომპანია და რომელი კანტორა”

კორონავირუსის პანდემიის ფონზე აქტუალური ხდება დინსტანციური მუშაობა. რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს მუშაობის ამ მოდელს – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “FM ქოუჩი” – ჯეპრას უფროსმა კონსულტატმა სოსო გალუმაშვილმა ისაუბრა. სოსო, დისტანციური მუშაობის მოდელზე დასავლეთი დიდი ხანია გადასულია… განშორებით მუშაობის სისტემა დასავლეთში გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოდან გახდა პოპულარული, როდესაც უძრავ ქონებაზე მზარდი ფასების გამო, კომპანიები იძულებული გახდნენ მცირე საოფისე ფართები ექირავებინათ. თანამშრომლების ნაწილი, რომელიც ...

Read More »

ივანე მაჭავარიანი: მთავრობასა და ეროვნულ ბანკს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ

„მთავრობასა და ეროვნულ ბანკს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღეს, ეროვნულ ბანკში გამართულ ბრიფინგზე. მისი განცხადებით, მსოფლიო ეკონომიკა საკმაოდ მნიშვნელოვანი გლობალური შენელების წინაშე დგას, რაც აისახება საქართველოს ეკონომიკაზეც. „ყველაზე დიდ დარტყმას მსოფლიო მასშტაბით, ტურისტული და მასთან მომიჯნავე სექტორები მიიღებენ. ამ კუთხით, საქართველო შედარებით მოწყვლადია, რადგან ეს დარგები ჩვენი ეკონომიკის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ. გარდა ...

Read More »

ჩინეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით დაინფიცირდა 13 და გამოჯანმრთელდა 922 ადამიანი

ჩინეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ბოლო 24 საათის განმავლობაში 11-ით გაიზარდა, დაინფიცირდა 13 პირი, გამოჯანმრთელდა 922 პაციენტი. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო უწყება ავრცელებს.

Read More »

„პანდემიის ეკონომიკური გავლენის შესამცირებლად საერთაშორისო ორგანიზაციების სახსრები საქართველოსთვისაც ხელმისაწვდომი იქნება“

საერთაშორისო ორგანიზაციებმა ფინანსური პაკეტის მობილიზება მოახდინეს ახალი კორონავირუსის პანდემიის მიერ გამოწვეული ეკონომიკური გავლენის შესამცირებლად. რა თქმა უნდა, ასეთი სახსრები საქართველოსთვისაც იქნება ხელმისაწვდომი, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა. მან განმარტმა, რომ გასული წლის დეკემბერში საქართველომ ერთი წლით გააგრძელა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი გაფართოებული დაფინანსების სამ-წლიანი პროგრამა და ის 2021 წლის აპრილში დასრულდება. „საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოქმედი პროგრამის არსებობა, მოულოდნელი საგარეო, თუ ...

Read More »

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 9 პროცენტზე შენარჩუნდა

ერონული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა. მისი თქმით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9 პროცენტს შეადგენს. გვენატაძის თქმით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდგომი სხდომა მიმდინარე წლის 29 აპრილს ჩატარდება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, კომიტეტი რიგგარეშე სხდომის ჩატარების შესაძლებლობასაც განიხილავს. გვენეტაძემ განცხადება კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, ფეისბუქ-ლაივით გააკეთა. ამასთან, ...

Read More »

ივა ჭყონია – ეროვნული ბანკი თუ დროულად არ ჩაერია, ინფლაცია წელს შარშანდელზე უარესი იქნება

ეროვნული ბანკი თუ დროულად არ ჩაერია, არსებული ისტერიის ფონზე, წელს შარშანდელზე უარესი ინფლაცია იქნება. ამის შესახებ დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ივა ჭყონიამ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა. გადაცემაში სურსათსა და პირველადი მოხმარების პროდუქციაზე გაზრდილი მოთხოვნის საკითხი განიხილეს, რაც კორონავირუსის ქვეყანაში დაფიქსირების შემდეგ აქტუალური გახდა. გადაცემის მსვლელობისას დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ პროდუქტზე უსაფუძვლოდ გაზრდილი ჭარბი სამომხარებლო მოთხოვნა ეროვნული ვალუტის ...

Read More »

საქართველომ სავალუტო ფონდს დამატებითი სახსრების გამოყოფაზე მიმართა

საქართველომ საერთაშორისო სავალუტო ფონდს დამატებითი სახსრების გამოყოფაზე მიმართა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. მითითებულია, რომ ფონდს საქართველომ მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში უახლოეს მომავალში საქართველოსთვის ფინანსურ რესურსებზე წვდომის გაზრდაზე მიმართა, ამას ასევე დაემატება სხვა საერთაშორისო დონორების მიერ კორონავირუსის პანდემიის შედეგების შესარბილებლად გამოყოფილი სახსრები. “ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს საგარეო დისბალანსის აღმოფხვრას და ნომინალურ ეფექტურ გაცვლით კურსსა და, შესაბამისად, ინფლაციის საშუალოვადიან ...

Read More »