Home » 2020 » March » 18 (page 2)

Daily Archives: March 18, 2020

ჩემი ოჯახი გააკეთებს 100 ათასი ლარის პირველ კონტრიბუციას მოქალაქეების დასახმარებლად – მამუკა ხაზარაძე

ვაპირებ ჩემი პირადი ფინანსური წვლილი შევიტანო ჩვენ წინაშე მდგომ ურთულეს გამოწვევებთან გასამკლავებლად – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. ,,ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მომენტში ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა, მრწამსისა და დამოკიდებულებებისა, ვახერხებდით გაერთიანებას ჩვენ წინაშე მდგომ ურთულეს გამოწვევებთან გასამკლავებლად. დღეს ზუსტად ასეთი პრობლემის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა და ჩვენ გვჭირდება ერთიანობა! მე ...

Read More »

გუდვილი ფასებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

გუდვილი ფასებთან დაკავშირებულ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. კომპანია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის და საყოველთაოდ მომატებული დაძაბულობის გამო, გვინდა ვუპასუხოთ Alternative/ალტერნატივა-ს მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას გუდვილის ფასების შესახებ. ვაცხადებთ რომ, ვიდეოში ხდება რეალური ინფორმაციის დამახინჯება, არასწორი ინტერპრეტირება. ასაწონი პროდუქცია (რომელიც არ ექვემდებარება შემდგომში რეცხვას) – ხარისხის სტანდარტებიდან გამომდინარე გუდვილში არ იყიდებოდა და არ იყიდება. ...

Read More »

თუ ბაზარზე იქნება სპეკულატიური ფასების გაზრდა, სამართალდამცავი ორგანოები შესაბამის რეაგირებას მოახდენენ – ლევან დავითაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, თუ ბაზარზე იქნება სპეკულატიური ფასების გაზრდა, ამაზე სამართალდამცავი ორგანოები შესაბამის რეაგირებას მოახდენენ. მისივე თქმით, აღნიშნული საქართველოს კანონმდებლობითაა განსაზღვრული. „თუ იქნება სპეკულატიური ფასების გაზრდა, არსებობს გარკვეული იურიდიული მექანიზმები, რომლებზეც სამართალდამცავები შესაბამის რეაგირებას მოახდენენ. ეს ჩვენი კანონდებლობით არის განსაზღვრული. რაც შეეხება სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაზუსტების კუთხით, ჩვენი სამნინისტრო ძალიან მკაცრი იქნება“, – განაცხადა დავითაშვილმა. ამასთან, მინისტრის ...

Read More »

საქართველოში წარმოებული პირბადეების პირველი პარტია მზად ხვალისთვის იქნება

საქართველოში პირბადეების წარმოება დაიწყო. როგორც სამკერვალო ფაბრიკა „აჭარა ტექსტილის” ფინანსურმა დირექტორმა, გია ლომინაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პროდუქციის პირველი პარტია მზად ხვალ იქნება. „ნედლეული მიღებული გვაქვს და დავიწყეთ წარმოება. ხვალ დილიდან უკვე შეგვიძლია მზა პროდუქცია მივაწოდოთ ეკონომიკის სამინისტროს“,-აღნიშნა გია ლომინაძემ. მისივე თქმით, კომპანიამ ეკონომიკის სამინისტროს სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, 500 000 პირბადის უსასყიდლოდ დამზადება შესთავაზა.

Read More »

რუსეთმა დეპორტირებულ მოქალაქეებს ინდივიდუალური საქმის ფარგლებში დაკისრებული კომპენსაცია გადაუხადა

რუსეთის ფედერაციამ კომპენსაცია გადაუხადა 2006 წელს რუსეთიდან კოლექტიური გამოძევების შედეგად დაზარალებულ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ინდივიდუალური საჩივრები ჰქონდათ წარდგენილი. ინფორმაციას საია ავრცელებს. 2019 წლის ივლისიდან 2020 წლის იანვრამდე საია აქტიურ კომუნიკაციას აწარმოებდა რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროსთან. კომუნიკაციის ფარგლებში საიამ რუსეთის ფედერაციას წარუდგინა მომჩივანთა საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები და პირადობის დამადასტურებელი საბუთები და ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილების დროულად აღსრულებისკენ მოუწოდა. „2019 წლის ...

Read More »

ვახტანგ ჭარაია: ლარი და მთლიანად ეკონომიკა, ფაქტობრივად, კორონავირუსის მძევალია

ექსპერტის ეკონომიკის საკითხებში, ვახტანგ ჭარაიას განცხადებით, ლარი და მთლიანად ეკონომიკა დღეს კორონავირუსის მძევალია.ჭარაიამ ლარის კურსსა და ეკონომიკურ ვითარებასთან დაკავშირებით მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ ისაუბრა. მისი თქმით, გაურკვევლობის მოლოდინი იმდენად ძლიერია, რომ ეს არათუ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში ეროვნული ვალუტების გაცვლით კურსებზე თავის გავლენას ახდენს. „ლარის კურსი დამოკიდებულია როგორც ეკონომიკურ ფაქტორებზე, ასევე – არაეკონომიკურზე. ამჯერად, ჩვენ ვხედავთ, რომ ლარი და მთლიანად ეკონომიკა, ფაქტობრივად , არის კორონავირუსის მძევალი. ...

Read More »

თურნავა – საქართველოში წარმოებული პირბადეების პირველ პარტიას შევიძენთ და შევქმნით აუცილებელ მარაგს

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში პირბადების დამზადებაში ათამდე სამკერვალო საწარმოა ჩართული. როგორც მან აღნიშნა, პირბადების პირველი პარტია გადანაწილებული იქნება იმ ადამიანებზე, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. „ჩვენ შევიმუშავეთ საქართველოში ადგილობრივი პირბადეების კერვის პროგრამა და ხვალ უკვე ვიწყებთ პრაქტიკულად პირბადეების დამზადებას. პირველი საწარმო, რომელიც ამ პროგრამაში ჩაერთო არის „აჭარა ტექსტილი“. მე ფოთში ჩავალ ხვალ და ვესტუმრები ამ საწარმოს, ...

Read More »

ნათია თურნავა – აქცენტი გაკეთდება იმ პროდუქციის საქართველოში წარმოებაზე, რომელზეც მოთხოვნა დიდია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, აქცენტი გაკეთდება ადგილზე იმ პროდუქციის წარმოებაზე, რომელზეც მოთხოვნა დიდია. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ პროექტების ჩამონათვალს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგოდ შექმნილ საკოორდინაციო საბჭოს უახლოეს დღეებში წარუდგენენ. თურნავას განმარტებით, ადგილობრივად შესაბამისი პროდუქციის წარმოება განვითარდება იმ მიზეზით, რომ ქვეყანა იმპორტზე ნაკლებად იყოს დამოკიდებული. „აუცილებლობაა ის, რასაც ვხედვათ, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ წარმოების ლოკალიზაცია და განვავითაროთ საკუთარი ...

Read More »

7 ძირითადი პროდუქტი არ უნდა გაძვირდეს – პრემიერის დავალება

პრემიერის მხრიდან გაცემულია დავალება, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაიწყოს კონსულტაციები, რათა 7 ძირითად პროდუქტზე იქნას შენარჩუნებული ფასები”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩევლმა, ირაკლი ჩიქოვანმა დრეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის თქმით, ეს პროდუქტებია: ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, შაქარი, ხორბალი, ფქვილი, რძის ფხვნილი და რძის ფხვნილისგან წარმოებული პროდუქტები. ჩიქოვანის ინფორმაციით, ეს ყველაფერი მაქსიმუმ ორ დღეში ამოიწურება და მნიშვნელოვან შეზღუდვები მოსალოდნელი არ არის. ...

Read More »