Home » 2020 » March » 18

Daily Archives: March 18, 2020

თენგიზ ცერცვაძე – ექსპერტების მოსაზრება გაიყო, თუმცა მე მიმაჩნია, რომ საქართველოში კორონავირუსის მეოთხეული გავრცელება ჯერ არ არის

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ექსპერტების მოსაზრება გაიყო, თუმცა თავად მიიჩნევს, რომ საქართველოში ჯერ მეოთხეული გადაცემა არ დაფიქსირებულა. კერძოდ, ცერცვაძის განმარტებით, კორონავირუსით ინფიცირებული ის პაციენტი, რომელთან დაკავშირებითაც საუბარია, რომ ინფიცირების წყარო უცნობია, ძალიან დამაჯერებლად არა, მაგრამ მაინც ამბობდა, ვისგან დაინფიცირდა. „ექსპერტების მოსაზრება გაიყო, ერთი შემთხვევა ჩათვლილიყო თუ არა მეოთხეულ გავრცელებად. ჩემი პირადი მოსაზრებაა და რამდენად ვიცი, უმეტესობის, ექსპერტების, ...

Read More »

პუტინი – ნუ დაუჯერებთ ყალბ ცნობებს რუსეთში კორონავირუსის გავრცელების მასშტაბებზე

“ინფორმაციას ვირუსის გავრცელებაზე, რომელსაც რუსეთის სახელმწიფო უწყებები ავრცელებენ, ობიექტურია და ნუ დაუჯერებთ “ფეიკ” ცნობებს”, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. “ინფორმაციას ვირუსის გავრცელებაზე, რომელსაც რუსეთის სახელმწიფო უწყებები ავრცელებენ, ობიექტურია და ნუ დაუჯერებთ “ფეიკ” ცნობებს. ვიღაც ამას გაუთვიცნობიერებლად აკეთებს, ხოლო ვიღაცები სპეციალურად, რომ უნდობლობა ჩამოაყალიბოს რაიონულ, ფედერაციულ და მუნიციპალურ დონეზე”, – აცხადებს პუტინი. პუტინი ირწმუნება, რომ ხელისუფლება არ ...

Read More »

ვიღაცას ძალიან დასჭირდა კაცობრიობის შეშინება

შესაძლოა, ეს ვირუსი მართლაც ჩინეთში დაიბადა, მაგრამ ის უკვე 5 წელი, ან უფრო მეტი, მსოფლიოში მოგზაურობს და სპეციალური ტესტ-სისტემების გარეშე ის უბრალოდ, აღმოჩენილი არ იყო, – აცხადებს მეჩნიკოვის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, მოსკოვის ყოფილი მთავარი სანიტარი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ნიკოლოზ ფილატოვი. „ბიზნეს ონლაინთან“ საუბრისას ის ამბობს, რომ ახალი კორონავირუსი ჩვეულებრივი რესპირატორული დაავადებაა, მის შეჩერებას კი, ადამიანების ბუნებრივი იმუნიზაცია შეძლებს, რასაც დრო ჭირდება.  ...

Read More »

ჩინეთმა კორონავირუსის სამკურნალო ეფექტიანი პრეპარატი დაასახელა

ჩინეთის მთავრობამ COVID-19-ის სამკურნალო ეფექტიანი პრეპარატი დაასახელა. ამის შესახებ Guardian-ი წერს. ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სამინისტროს წარმომადგენლის ჩჟან სილმინის განცახდებით, პრეპარატი „ფავიპირავირი“, რომელსაც იაპონური კომპანია Fujifilm Toyama Chemical-ი აწარმოებს, კორონავირუსის მკურნალობისთვის ეფექტიანი აღმოჩნდა. სილმინის განმარტებით, უჰანსა და შენჟენში წამლის 340 პაციენტზე ჩატარებულმა კლინიკურმა ტესტირებამ იმედისმომცემი შედეგები აჩვენა. კერძოდ, დაავადებულთა ანალიზებმა აჩვენა, რომ, მათ, ვინც „ფავიპირავირს“ იღებდნენ, კორონავირუსზე ტესტის პასუხი უარყოფითი 4 ...

Read More »

გიორგი გახარია ექიმებს – მადლობა იმ სამოქალაქო გმირობისთვის, რომელსაც ყოველდღე ჩადიხართ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ექიმებს და სამედიცინო პერსონალს კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში გამოჩენილი თავდადებისთვის მადლობას უხდის. მთავრობის მეთაური ჯანდაცვის მინისტრთან ერთად დღეს ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფებოდა, სადაც ექიმებს შეხვდა და მათგან მოისმინა ინფორმაცია ქვეყანაში ვირუსთან ბრძოლის პროცესში მათ მიერ გადადგმული ნაბიჯებისა და პაციენტების მდგომარეობის შესახებ. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ წინ უფრო რთული გამოწვევებია და ამ პროცესში ყველას განსაკუთრებით ექიმების პროფესიონალიზმის იმედი აქვს. ...

Read More »

თბილისში მცხოვრებ ხანდაზმულებსა და სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს ნობათები ურიგდებათ

თბილისის ათივე რაიონის მასშტაბით, ხანდაზმულებს, მრავალშვილიან ოჯახებს და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს საკვები პროდუქტები, პირველადი მოხმარების ნივთები და მედიკამენტები ურიგდებათ. აქცია, მოხალისეების ინიციატივით, რაიონული გამგეობების დახმარებითა და თბილისის საკრებულოს ჩართულობით მიმდინარეობს. დედაქალაქის მასშტაბით, ნობათების დარიგების პროცესი ხვალამდე გაგრძელდება. რაიონული გამგეობების თანამშრომლები და მოხალისეები საჭირო პროდუქტებს 370 ოჯახში მიიტანენ. ასევე, ნობათები დაურიგდებათ თბილისის რამდენიმე თავშესაფრის ბენეფიციარებს, მათ შორის თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის მობინადრეებს.

Read More »

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, საქართველოს მასშტაბით მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები უქმდება. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს. მათივე განმარტებით, მოქალაქეებს, რომლებსაც დაჯავშნილი ჰქონდათ თეორიული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე გასვლა შეეძლებათ სერვისების სრულად აღდგენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში იმავე ფილიალში, რიგის დაჯავშნის გარეშე; „იმ პირებს, ვისაც ჩაბარებული აქვთ თეორიული გამოცდა, პრაქტიკულ გამოცდაზე ...

Read More »

”ფარმაგიდი” 15 თეთრიან პირბადეს 2.5 ლარად ყიდის

საქართველოში კორონავირუსის პირველივე შემთხვევის დადასტურებისთანავე, მოსახლეობამ აქტიურად დაიწყო პირბადეების შესყიდვა აფთიაქებიდან, შესაბამისად ქვეყანაში პირბადეების დეფიციტი გაჩნდა. არსებულ სიტუაციაში, არამხოლოდ გარკვეულმა ადამიანებმა დაიწყეს ხელის მოთბობა, არამედ თავად ფარმაცევტულმა კომპანიებმაც. როგორც ამ კონკრეტული შემთხვევიდან ჩანს, აფთიაქების ქსელი ”ფარმაგიდი” ბოროტად სარგებლობს ქვეყანაში შექმნილი სიტუაციით და პირბადეს, რომელიც კორონავირუსის გაჩენამდე 15 თეთრი ღირდა, ახლა 2.5 ლარად ყიდის. როგორც ჩანს, მიუხედავად პრემიერის მოწოდებისა, რომ არ ...

Read More »

დაარღვია თუ არა სერგი კაპანაძემ თვითიზოლაცია – “აქ განვმარტავ ამ ერთხელ”

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, სოციალური ქსელით პასუხობს იმ ადამიანებს, რომლებმაც დაწერეს, რომ მან დაარღვია თვითიზოლაციის წესი: “სამთავრობო მედია ტროლებმა ააგორეს ბინძური პიარი, რომ თურმე მე თვითიზოლაციის და კარანტინის პირობებს ვარღვევ და რომ პანიკა მოვაწყვე აეროპორტში და რომ იტალიიდან ჩამოვედი რამდენიმე დღის წინ. აქ განვმარტავ ამ ერთხელ, მათ გასაგონად, ვისაც მართლა აინტერესებს რაშია საქმე. ბინძურ და ნაძირალა ტროლებს არ ...

Read More »

”კორონავირუსის გამოწვევის ფონზე, საბანკო სექტორი მზადაა მომხმარებელს ყველა სერვისი დისტანციურად მიაწოდოს”

“საჭიროების შემთხვევაში, საბანკო სექტორი მოსახლეობას დისტანციურად ყველა სერვისს შეუფერხებლად მიაწვდის“ ქვეყანაში კორონავირუსის პრევენციის მიზნით ხელისუფლებამ არაერთი რეკომენდაცია გამოაქვეყნა. მიმდინარე პროცესები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქართული ბიზნესისა და საფინანსო სექტორის გამართულ ფუნქციონირებაზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას შეუფერხებლად მიეწოდოს ის სერვისი თუ მომსახურება რაც საჭირო გახდება არსებულ რეალობაში. რამდენად მომზადებული შეხვდა საბანკო სექტორი კორონავირუსს, რამდენად მარტივად და ეფექტურად მოხდება დისტანციური არხებით ...

Read More »