Home » 2020 » March » 17 (page 3)

Daily Archives: March 17, 2020

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის შესამცირებლად „ჯიპიაი“ მომხმარებლებს დაზღვევის APP Card-ით სარგებლობას სთავაზობს

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის შესამცირებლად „ჯიპიაი ჰოლდინგი“ მომხმარებლებს დაზღვევის პლასტიკური ბარათის ნაცვლად APP Card-ით სარგებლობას სთავაზობს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით, „ჯიპიაი ჰოლდინგი“ COVID-19 ის გავრცელების მინიმიზაციისთვის დაზღვეულებს პლასტიკური ბარათების App Card-ით ჩანაცვლებისკენ მოუწოდებს. App Card სადაზღვევო კომპანიის აპლიკაციაში ინტეგრირებული ელექტრონული ბარათია. პლასტიკური ბარათის ნაცვლად მობილური ტელეფონით App Card-ის წარდგენის საფუძველზე სადაზღვევო მომსახურების მიღება  ჯიპიაის ნებისმიერ პროვაიდერ ...

Read More »

ნენსკრა ჰესი – არა მხოლოდ ელექტროენერგია

ნენსკრა ჰესის მშენელობის მთავარ ფაზაზე გადასვლამდე, კომპანია „ნენსკრა ჰიდრომ“ მხოლოდ 2019 წელს $20 მლნ–მდე ინვესტიცია უკვე განახორციელა. ეს თანხა ადგილობრივ ინფრასტრუქტურასა და კვლევებს მოხმარდა. გარდა ამისა, კომპანიის მიერ მხოლოდ 2019–ში ადგილობრივ ბიუჯეტში შეტანილია 4 მლნ ლარის გადასახადები. ეს თანხა მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ნახევარს შეადგენს და უკვე 2020–ში მუნიციპალიტეტის განვითარებაზე დაიხარჯება. 280 მეგავატი საპროექტო სიმძლავრის ნენსკრა ჰესის ძირითადი მისია, საბოლოო ჯამში, ...

Read More »

ირაკლი კოვზანაძე: საბანკო რეგულაციების შერბილება სესხებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის

„ეროვნული ბანკის მიერ საბანკო რეგულაციების გარკვეულწილად შერბილება სესხებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის, რაც განსაკუთრებით აქტუალურია ეკონომიკაზე კორონავირუსის ეფექტის პირობებში. მნიშვნელოვანია, რომ მთავარი პრინციპი უცვლელია: სესხი ტვირთად არ უნდა დააწვეს მსესხებელს“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ეროვნული ბანკის მიერ საბანკო რეგულაციების გამარტივებას. ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, საბანკო რეგულაციებში გარკვეული ელასტიურობა ჭარბვალიანობის ფაქტორის კვლავ გაძლიერებას არ გამოიწვევს. „წარმოდგენილი ცვლილებით პასუხისმგებლიანი დაკრედიტების მთავარი პრინციპი ...

Read More »

70 წელს გადაცილებულ მოხუცებს, რომლებსაც თვითიზოლაციის რეკომენდაცია აქვთ, „ყოველდღიურ საჭიროებებში“ სპეციალური ჯგუფები დაეხმარებიან

პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს ფოსტასა და ჯანმრთელობის სამინისტროს ერთობლივი მექანიზმის შექმნა დაევალათ, რომელსაც სოციალურად დაუცველებს და 70 წელს გადაცილებულ პენსიონერებს ყოველდღიური მომსახურეობის გაწევისთვის შესთავაზებენ. აღნიშნულის შესახებ გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ერთმნიშვნელოვნად უნდა გვესმოდეს, რომ პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ ჩვენს მოხუცებულებზე, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით, 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე. მთავრობის რეკომენდაცია გახლავთ, რომ 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები უკლებლივ, ...

Read More »

მთავრობა სპორტდარბაზებისა და სპა-ცენტრების ფუნქციონირებას კრძალავს

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, სრულად შეიზღუდება სპორტდარბაზებისა და სხვადასხვა სპა-ცენტრების ფუნქციონირება.  აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. „სრულად შეიზღუდება სპორტდარბაზების და სხვადასხვა სახის სპა ცენტრების ფუნქციონირება. მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდვის თაობაზე გადაწყვეტილებების აღსრულების ხარისხი კიდევ უფრო გაიზრდება. შესაბამის უწყებებს დღეს დავავალეთ, რომ გააკონტროლონ, როგორ სრულდება მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. მსგავსი მექანიზმები შეიქმნება თითოეულ სამინისტროში და ეს ...

Read More »

ვალერი სოლოვეი – რუსეთში კორონავირუსით 1600 ადამიანია გარდაცვლილი

“რუსეთის მთავრობა კორონავირუსით დაინფიცირებულთა რეალურ რიცხვს მალავს”, – ამის შესახებ რუსმა პოლიტოლოგმა, ვალერი სოლოვეიმ “ეხო მასკივსთან” განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების რიცხვი 1 600-ს აღემატება. “რუსეთის მთავრობა კორონავირუსით დაინფიცირებულთა რეალურ რიცხვს მალავს. დღეს მსოფლიოში დაინფიცირებულია 130 -180 ათასი ადამიანის ფარგლებში. ზრდის ასეთი ტემპის გათვალისწინებით, 10 დღეში დაინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა მოსალოდნელია 1.5-2 მილიონ ადამიანამდე. ინგლისელები ამის შესახებ არც მალევენ ...

Read More »

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის, ჯარიმები წესდება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტში დღეს დაჩქარებული წესით დარეგისტრირდება ინიციატივა, რომელიც კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დამრღვევი პირებისთვის შესაბამის ზომებს ითვალისწინებს. მდინარაძე ამბობს, რომ ასეთი პირების მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობის საკითხიც განიხილება. „საპარლამენტო უმრავლესობა შეუერთდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივას და დღესვე, დაჩქარებული წესით დარეგისტრირდება ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, იქნება სავარაუდო ჯარიმა და შესაბამისი სასჯელი მათთვის, ვინც შეეცდება, დაარღვიონ კარანტინისა და თვითიზოლაციის ...

Read More »

“საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც “გილიარდისგან“ კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატს მიიღებს”

„მსოფლიოში ვიქნებით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატს მიიღებს“ – ექსკლუზიური ინტერვიუ პაატა იმნაძესთან. “დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე  ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველო მსოფლიოში იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც კომპანია “გილიარდისგან“ კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატს მიიღებს. მისივე თქმით, ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება, თუმცა ჩვენი ქვეყანა ეპიდემიას მომზადებული ხვდება. ამასთან, როგორც იმნაძემ ...

Read More »

საქართველოში კორონავირუსი 35-ე პირს დაუდგინდა

საქართველოში კორონავირუსი 35-ე პირს დაუდგინდა. ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაციით, ახალი კორონავირუსი წუხელ ღამით და დღეს დილით, შესაბამისად, ორ პაციენტს დაუდასტურდა. ამასთან, კლინიკის პრესსამსახურის განმარტებით, 1 პაციენტს კორონავირუსი ორჯერ ჩატარებული ტესტით დაუდგინდა, მეორე პაციენტთან მიმართებაში კი დადებითი პასუხი პირველმა ტესტმა აჩვენა, განმეორებითი ტესტი კი ამჟამად უტარდება. ჯამში, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსი 35 ადამიანს დაუდგინდა, საიდანაც ერთი უკვე გამოჯანმრთელდა. უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსით ინფიცირებული ...

Read More »

ხვალიდან სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა იკრძალება

ხვალიდან სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა იკრძალება. გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის მეთაურმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. „დღეს ფაქტობრივად გადავდივართ ვირუსის გავრცელების ეტაპზე, რაც ნიშნავს, რომ რაოდენობა გაგვეზრდება. ეპიდემიის შეჩერების ეტაპიდან გადავდივართ გავრცელების ეტაპზე. ხვალიდან აიკრძალება სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Read More »