Home » 2020 » March » 17 (page 2)

Daily Archives: March 17, 2020

საქალაქთაშორისო სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა იზღუდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქალაქთაშორისო სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა იზღუდება. ამის შესახებ ინფორმაცია “რადიო თავისუფლებას” პრემიერის პრესსამსახურმა განუცხადა. “მერიის სატრანსპორტო საშუალებები მოცულობით არის დიდი. მათი დეზინფიცირება და ნორმალურ მდგომარეობაში შენახვა ბევრად უფრო მარტივია. სამარშუტო ტაქსებში სიმჭიდროვეა და მათი კონტროლი რთულია” – ამბობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია. პრემიერ-მინისტრმა გუბერნატორებს მოუწოდა, მზად იყვნენ და მაქსიმალურად ეფექტურად აღასრულონ გადაწყვეტილება, ისევე, როგორც კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო ...

Read More »

კომპანია “თბილისის მიკროავტობუსის” სპეციალური განცხადება

კომპანია “თბილისის მიკროავტობუსის” სპეციალური განცხადება. “ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც გამოწვეულია კორონავირუსის COVID19 ის გავრცელების რისკით, საქართველოს პრემიერ მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება ეტაპობრივად დაიწყოს ქვეყანამ გავრცელების საშიშროებასთან ბრძოლა. ამ დროისთვის გადაწყდა კომპანია “თბილისის მიკროავტობუსის” კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების დროებით გაჩერება. მიმდინარეობს მოლაპარაკება კომპანიის მენეჯმენტსა და დედაქალაქის ხელმძღვანელობას შორის რომ კომპანიის თანამშრომლები და მძღოლები არასამუშაო პერიოდში არ დარჩნენ მინიმალური შემოსავლების გარშე. შეგახსენებთ რომ ...

Read More »

„მნიშვნელოვანია, რომ წესებზე დამყარებული მიდგომები იცვლება და პრინციპებზე დამყარებულ მიდგომებზე გადავდივართ“

თიბისი ეროვნული ბანკის მიერ სესხის გაცემის წესში ცვლილებებს ეხმაურება თიბისი ეროვნული ბანკის მიერ პასუხისმებლიანი დაკრედიტების რეგულაციის გამარტივებას ეხმაურება. ცვლილებების თანახმად,  გადახდისუნარიან მოსახლეობას  სესხის აღება გაუმარტივდება, გარდა ამისა, ცვლილებები შეამსუბუქებს ბიუროკრატიულ ტვირთს, გაზრდის მოქნილობას და დაკრედიტების პროცესს მეტ ეფექტიანობას მისცემს. ცვლილებების შედეგად, მაღალშემოსავლიან მსესხებლებთან დაკავშირებით პროცედურა  უფრო მოქნილი ხდება, მათთან მიმართებაში ბანკს საშუალება ექნება  მსესხებლის რისკიანობა შიდა  პროცედურებით შეაფასოს. ახალი რეგულაციების ...

Read More »

ემუქრება თუ არა 3000 მძღოლს საარსებო წყაროს გარეშე დარჩენა?

თბილისში სამარშრუტო ტაქსების, ყვითელი მიკროავტობუსების აკრძალვა კორონავირუსთან ბრძოლის მოტივით, სერიოზული დარტყმის ქვეშ აყენებს 3 000–მდე მძღოლს, რომელთა უკანაც მათი ოჯახები, სულ მცირე 9 000 ადამიანი დგას. მიუხედავად იმისა, რომ ყვითელ მიკროავტობუსებში სისტემატურად ტარდებოდა დეზინფექცია, 3 000–მდე მძღოლი უმუშევარი რჩება და ეს მაშინ, როდესაც კერძო ტაქსები, რომელთა კონტროლი დეზინფიცირების მიმართულებით პრაქტიკულად შეუძლებელია, შეზღუდვების გარეშე მოძრაობენ და კორონავირუსის გავრცელების კერებად შეიძლება მივიჩნიოთ. ...

Read More »

მეცნიერებმა კორონავირუსის ორგანიზმში შეჭრის კიდევ ერთი გზა დაადგინეს

მოლეკულური ბიოლოგიის მკვლევარებმა ჩინეთიდან გაარკვიეს, რომ ახალი ტიპის კორონავირუსს,რომელიც გახდა ახალი COVID-19 პანდემიის მიზეზი მსოფლიოში, შეუძლია ადამიანის უჯრედებში შეიჭრას არა მხოლოდ ACE2 რეცეპტორით, არამედ სხვა გზითაც, კერძოდ, უჯრედის მემბრანული მოლეკულის სხვა ცილოვანი “წანაზარდით” – CD147- ით. კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ელექტრონულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში bioRxiv. “ჩვენ კარგად ვიცით, რომ ორგანიზმში შესაჭრელად ეს ვირუსი იყენებს ACE2 რეცეპტორს. თუმცა, იმის გამო რომ ეს რეცეპტორი ...

Read More »

ნუ ააწყობთ ბიზნესგეგმებს საერთო გაჭირვებაზე – თურნავა მსხვილ სადისტრიბუციო-საბითუმო და საცალო ვაჭრობის კომპანიებს მიმართავს

მოვუწოდებთ ყველა კომპანიას – იქნება ეს მსხვილი სადისტრიბუციო-საბითუმო თუ საცალო ვაჭრობის კომპანია, არავინ ისარგებლოს შექმნილი ვითარებით, აჟიოტაჟიური მოთხოვნით და არ აიწყოს ბიზნესგეგმები საერთო გაჭირვებაზე, ჩვენ ამას მკაცრად გავაკონტროლებთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სადისტრიბუციო კომპანიებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლევან ...

Read More »

“ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ” დებულებაში ცვლილებების შეტანა დროულიც არის და ცოტა დაგვიანებულიც – ცუცქირიძე

“ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ” დებულებაში ცვლილებები შეიტანა დროულიც არის და ცოტა დაგვიანებულიც”, – ამის შესახებ ეკონომიკის დოქტორი, გოგიტა ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს. “ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ” დებულებაში ცვლილებების შეტანა დროულიც არის და ცოტა დაგვიანებულიც. კარგია, რომ რეგულაციების ცვლილების მიზანი წესებზე დამყარებული მიდგომიდან პრინციპებზე დაფუძნებულ მიდგომაზე გადასვლაა, რაც სებ-ის განცხადებაშიც არის აღნიშნული. აქვე მსურს ავღნიშნო, რომ საქართველოს მთავრობამ და პირადად პრემიერ ...

Read More »

ხვალიდან თბილისის ავტობუსებში მგზავრები მხოლოდ უკანა კარებით ისარგებლებენ

ხვალიდან თბილისის ავტობუსებში შეიცვლება გარკვეული მომსახურების წესები. მოხდება მძღოლის სივრცის იზოლირება ავტობუსის დანარჩენი ნაწილისგან და უსაფრთხოების დისტანციის დაცვა. მოქალაქეები ისარგებლებენ ავტობუსის მხოლოდ უკანა კარებით და მძღოლთან უშუალო შეხებაში აღარ იქნებიან- ამის შესახებ თბილისის მერმა ბრიფინგზე განაცხადა.კახა კალაძის განმარტებით, ეს აუცილებელი ღონისძიებაა, ავტობუსის მძღოლების უსაფრთხოების დაცვისთვის და შესაბამისად მგზავრების უსაფრთხო მომსახურებისთვის. დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ შემდეგ პრემიერ-მინისტრა განაცხადა, რომ ხვალიდან ...

Read More »

მივმართავთ მთავრობას, გაკეთდეს განმარტებები და გაიცეს რეკომენდაციები სამშენებლო ბიზნესში არსებული ვითარების შესაბამისად – „ახალგაზრდა ადვოკატები“

მთავრობის მიერ კორონავირუსის გავრცელების რისკების შესამცირებლად, დამატებით გადადგმული პრევენციული ხასიათის გადაწყვეტილებები, უკვე ვირუსის გადაცემის საშიშროებიდან გამომდინარე, კიდევ უფრო მეტად მოითხოვს მოწყვლად სფეროებში სპეციალური ზომების მიღებას. ამ თვალსაზრისით, ნამდვილად არასახარბიელო მდგომარეობაა სათამაშო ბიზნესთან მიმართებით და კიდევ უფრო მეტად გაურკვეველი მდგომარეობაა სამშენებლო ინდუსტრიაში. შესაბამისად, მივმართავთ მთავრობას, გაკეთდეს ერთმნიშვნელოვანი აქცენტები, თუ რა ზომებია მიღებული სამშენებლო ბიზნესის მიმართ და გრძელდება თუ არა სხვადასხვა ობიექტებზე ...

Read More »

თიბისი კაპიტალმა ონლაინ კონფერენცია ჩაატარა თემაზე – COVID-19-ის გავლენა ბიზნესგარემოზე

თიბისი კაპიტალმა ეკონომიკურ გარემოზე COVID-19-ის გავლენები შეაფასა და რეპორტი გამოაქვეყნა. ანალიტიკური დოკუმენტის წარდგენა თიბისის პარტნიორებისთვის ციფრული პლატფორმის მეშვეობით, ონლაინ კონფერენციაზე განხორციელდა, რომელშიც სხვადასხვა ბიზნესის 250-მდე წარმომადგენელი ჩაერთო. დოკუმენტის თანახმად, ამ ეტაპზე, COVID-19-ის გავრცელება ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორს შეეხო, თუმცა განსაკუთრებით ტურიზმის, სარესტორნე, ავიაციის, ხანგრძლივი მოხმარების საქონლისა და უძრავი ქონების სექტორებზე აისახება. თიბისი კაპიტალის შეფასებით, ტურისტული შემოდინების კლება თვეების ჭრილში აპრილსა ...

Read More »