Home » 2020 » March » 17

Daily Archives: March 17, 2020

გახარია: უახლოეს პერიოდში ქართველი მწარმოებლები დაიწყებენ პირბადეების წარმოებას და დეფიციტი მოგვარდება

ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებებში გარკვეული დეფიციტი არსებობს, თუმცა ეს დეფიციტი არ არის მარტო საქართველოში, ეს არის გლობალური დეფიციტი დღეის მდგომარეობით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. „ჩვენ უკვე დავალაგეთ პროცესი, რომ როგორც პირბადეები, ასევე სადეზინფექციო საშუალებები წარმოებული იყოს საქართველოში. უახლოეს პერიოდში ქართველი მწარმოებლები დაიწყებენ წარმოებას და ეს დეფიციტი მოგვარდება. გვექნება გარკვეული პრობლემა, ალბათ ერთი ან ორი ...

Read More »

საბერძნეთის ყველაზე რეიტინგულმა ტელეარხმა კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით საქართველოში მიღებულ ზომებზე ისაუბრა

საბერძნეთის ყველაზე რეიტინგულმა სატელევიზიო არხმა Skai TV-მ კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით საქართველოში მიღებულ ზომებზე ისაუბრა. „ისინი არ დალოდებიან მოვლენების განვითარებას, ყველა საჭირო აკრძალვა შემოიღეს მანამდე, ვიდრე კორონავირუსის გავრცელების არეალი გაიზრდებოდა“, – იუწყება Skai TV. გარდა ამისა, აღინიშნა ქართველი ექიმების მაღალი პროფესიონალიზმი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაკეთებული შეფასებაც. imedinews.ge

Read More »

კილაძე: აზარტული თამაშის ბიზნესი ნუ შეეცდება ხელის მოთბობას, თორემ, ხელისუფლების პასუხი იქნება უმკაცრესი

“ამ ვითარებაში აზარტული თამაშის ბიზნესი და მიკროსაფინანსოების ნაწილი ცდილობს კიდევ მეტად გამდიდრდნენ ხალხის ხარჯზე. ეს სხვა არაფერია, თუ არა ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. მოვუწოდებ ბიზნესის ყველა წარმომადგენელს, ნუ შეეცდება ხელი მოითბოს და გამდიდრდება ხალხის ხარჯზე. მაშინ, როდესაც ასეთი რთული ვითარებაა ქვეყანაში, თორემ ხელისუფლების პასუხი იქნება უმკაცრესი“. IPRESS.GE

Read More »

ამირან გამყრელიძე – მომავალ კვირაში უკვე გვექნება შემთხვევები, სადაც არის დიდი ალბათობა, რომ ინფექციის შემოტანის პირველწყაროზე ვეღარ გავალთ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლოა, მომდევნო კვირებში დაფიქსირდეს ისეთი შემთხვევა, როდესაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის პირველწყარო ვერ დადგინდეს. როგორც გამყრელიძემ განაცხადა, საქართველო ამ ეტაპზე კვლავ ვირუსის შეკავების ფაზაშია. „34 შემთხვევაა ამ წუთისთვის დადასტურებული, მაგრამ დღეს კიდევ მრავალი სინჯია კვლევაში ლუგარში და მთლიანად იცით, რომ ოთხ ადგილზე ტარდება ტესტირება ქვეყნის მასშტაბით : ბათუმი, ქუთაისი, თბილისის ცენტრალური ...

Read More »

კარანტინის წესის დამრღვევი პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტში დღეს დაჩქარებული წესით დარეგისტრირდება ინიციატივა, რომელიც კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დამრღვევი პირებისთვის შესაბამის ზომებს ითვალისწინებს. მდინარაძე ამბობს, რომ ასეთი პირების მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობის საკითხიც განიხილება. რაც შეეხება ჯარიმის მოცულობას, კარანტინის წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით და იურიდიული პირის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით. ამის შესახებ ნათქვამია ცვლილებების პროექტში, ...

Read More »

ევროპა მედიკამენტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის კრიტიკული უკმარისობის წინაშეა – ჯანმოს რეგიონალური დირექტორი

როგორც CNN-ი წერს, ევროპა მედიკამენტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის კრიტიკული უკმარისობის წინაშეა. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ექიმმა ჰანს ჰანრი კლუგემ განახაცდა. „ჯანმო აკვირდება მედიკამენტების მიწოდების შეფერხების პოტენციურ რისკს. ყურადღება გამახვილებულია პირველადი ჯანდაცვისა და გადაუდებელ შემთხვევებზე, მათ შორის ანტიბიოტიკების, ტკივილგამაყუჩებლების, დიაბეტის, ჰიპერტენზიის, აივ, ტუბერკულოზის მკურნალობისთვის საჭირო აუცილებელ მედიკამენტებზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აწვდის ლაბორატორიულ აღჭურვილობას სამედიცინო მოწყობილობებსა და პერსონალურ დამცავ აღჭურვილობას ქვეყნებს, ...

Read More »

გერმანიაში 50 000 სამედიცინო ნიღაბი მოიპარეს

გერმანიაში 50 000 სამედიცინო ნიღაბი მოიპარეს. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. გერმანული გამოცემის ცნობით, აღნიშნული ნიღბები ქალაქ კელნის ერთ-ერთი სამედიცინო ცენტრისთვის იყო განკუთვნილი. „დოიჩე ველეს“ ცნობით, ახლა ნიღბებს სავარაუდოდ ბაზარზე გასაყიდად გაიტანენ. სწორედ ამიტომ, კრიზისების მართვის ჯგუფი ახლა შესაბამის სარეალიზაციო დაწესებულებებს დეტალურად შეისწავლის, რათა მოპარულ ნიღბებს მიაგნონ. დიდი რაოდენობით ნიღბების მოპარვის მიუხედავად, კიოლნის კრიზისების მართვის ჯგუფი აცხადებს, რომ სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტს ...

Read More »

სილაგავა – პრობლემა არ არსებობს არც მარაგების და არც პურ-პროდუქტებზე ფასის მხრივ

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან სილაგავას განცხადებით, ხორბლის იმპორტი, ხორბლის ადგილობრივი წარმოება, წისქვილკომბინატები და პურის ქარხნები სტაბილურად მუშაობს და პრობლემა არ არსებობს არც მარაგების, არც პურ-პროდუქტებზე ფასის მხრივ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროში შეხვედრა გაიმართა იმპორტიორ და სადისტრიბუციო კომპანიებთან, რომლებიც ქვეყანას სასურსათო და პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქციით ამარაგებენ. უწყების ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ...

Read More »

ზელენსკი – დარჩით სახლში, წაიკითხეთ წიგნები, უყურეთ ფილმებს და ვებრძოლოთ დემოგრაფიულ კრიზისსაც

უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმირ ზელენსკი მოსახლეობას რეკომენდაციას აძლევს, კარანტინის დროს დემოგრაფიულ კრიზისთან ბრძოლით დაკავდნენ. ამის შესახებ ქვეყნის ლიდერმა ტელეარხ ICTV-ისთან საუბრისას განაცხადა. „თქვენ ხომ იცით, რომ ჩვენთან კრიზისია, მაგრამ დემოგრაფიული კრიზისი არავის აღუნიშნავს. ვფიქრობ, დადგა დრო ამ კრიზისსაც ვებრძოლოთ“,-განაცხადა ზელენსკიმ. მანვე მოსახლეობას რეკომენდაცია მისცა, კარანტინის დროს მეტი დრო გაატარონ ახლობლებთან, წაიკითხონ წიგნები და უყურონ ფილმებს. “ჩვენ ვერ ვპოულობთ დროს უბრალო საუბრისთვის ჩვენს ...

Read More »

ოპოზიციის მემორანდუმი – რამდენად ოპტიმალურია ამერიკული მოდელის მახასიათებლების შეთავსება ქართული მართმლსაჯულებისთვის

როგორც ოცდაათწლიანი გამოცდილება გვიჩვენებს, სხვა მძიმე გამოწვევებთან ერთად, საქართველოს ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ისევ რჩება მართლმსაჯულების ოპტიმალური მოწესრიგების საკითხი. ავად თუ კარგად, ამაში ყველა მმართველმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მიიღო მონაწილეობა, თუმცა, გაჯანსაღებამდე და სასურველ შედეგამდე, ჯერ კიდევ შორია. ჩვეულებრივი მოქალაქეების გარდა, აღნიშნული პრობლემატიკით ცხადია, რომ ოპოზიციური პოლიტიკურ გაერთიანებებიც არიან დაინტერესებულნი და როგორც ვნახეთ, გარკვეულწილად ცდილობენ კიდეც, თავიანთი აზრით, სასიკეთო ცვლილებების შემოთავაზებას. თუკი ...

Read More »