Home » 2020 » March » 16 (page 4)

Daily Archives: March 16, 2020

რას აწარმოებს “დელტა” დღეს და რატომ არ იყენებს დელტას წარმოებას ქართული ჯარი

გასულ კვირას სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი “დელტას” ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა. ოფიციალურ ვერსიად ძოძუაშვილმა თანამდებობის დატოვების მიზეზად, კერძო სექტორში გადასვლა დაასახელა. თუმცა, დაკვირვებული თვალისთვის ალბათ ცოტა უცნაურად გამოჩნდა “დელტას” გეგმების ფონზე ხელმძღვანელის მიერ თანამდებობის დატოვება. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ძოძუაშვილმა წლების წინაც დატოვა “დელტა”, ხოლო თავდაცვის მინისტრის ცვლილების შემდეგ ძოძუაშვილი აღდგენილ იქნა “დელტას” დირექტორად. ერთად გადავავლოთ თვალი “დელტას” ისტორიას, თუ რა გზა ...

Read More »

2019 წელს საქართველოში ადგილობრივი ვიზიტორების რაოდენობა 8.6%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს, საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლისა და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო რაოდენობა თვეში 992.9 ათასით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე 1.2 მილიონ ვიზიტი განახორციელეს. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა 8.6 პროცენტით აღემატება 2018 წლის შესაბამის მონაცემებს. საქსტატის ცნობით, 2019 წელს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო  რაოდენობა თვეში 530.7 ათასით განისაზღვრა, ...

Read More »

საარსებო მინიმუმი 2 ლარით გაიზარდა და 199 ლარი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის თებერვალში, იანვართან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა. მიმდინარე წლის იანვარში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 197.0 ლარი იყო, თებერვალში კი, ეს მაჩვენებელი 199.0 ლარზე დაფიქსირდა. ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, იანვართან შედარებით, თებერვალში 1.8 ლარით არის გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 176.2 ლარს შეადგენს. 3 ლარითა და 40 თეთრით გაიზარდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი ...

Read More »

თურქეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა

CNN-ს ინფორმაციით, თურქეთში ახალი კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაინფიცირებული პაციენტებიდან 7 ქვეყანაში ევროპის ქვეყნებიდან ჩავიდა, 3 აშშ-დან, 2 შემთხვევა კი მანამდე დაფიქსირებულ შემთხვევებთანაა დაკავშირებული. გამოცემის ცნობით, ეს თურქეთში ერთ დღეში კორონავირუსის შემთხვევების მატების ყველაზე დიდი მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

Read More »

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა

ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. რაც შეეხება მეორე პაციენტს, რომელთანაც პირველ ტესტზე უარყოფითი პასუხი მიიღეს, ეზუგბაიას თქმით, დღეს კიდევ ერთი ტესტირება ჩაუტარდება და დღის ბოლოსკენ, სავარაუდოდ, მის შემთხვევაშიც საბოლოო პასუხი გვეცოდინება. „გუშინ უკვე დღის მეორე ნახევარში გაცხადდა, რომ პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა. მასთან განმეორებით ორჯერადად ტესტირებით მიღებულია ...

Read More »