Home » 2020 » March » 16 (page 3)

Daily Archives: March 16, 2020

პაატა იმნაძე – ხანდაზმულ მოქალაქეებს მოვუფრთხილდეთ, მივცეთ ფუფუნება, რომ ისხდნენ სახლში

საქართველოში კორონავირუსის მესამეული გადაცემები უკვე ნამდვილად დაფიქსირებულია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, კორონავირუსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პაატა იმნაძის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს კვლევა, არის თუ არა ქვეყანაში კორონავირუსის მეოთხეული გადაცემის შემთხვევები. პაატა იმნაძემ ასაკოვან მოქალაქეებს რეკომენდაციით მიმართა, მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს. „მესამეული გადაცემები უკვე ნამდვილად დაფიქსირებულია ქვეყანაში. მეოთხეული გადაცემის შემთხვევები არის თუ ...

Read More »

მთავრობა რესტორნებსა და კაფე-ბარებს რეკომენდაციით მიმართავს, მოქალაქეებს ე.წ. გატანის სერვისი შესთავაზონ

პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საბჭოზე სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, კაფე-ბარებსა და რესტორნებს ეძლევათ რეკომენდაცია, შეზღუდონ ის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია მოქალაქეების მომსახურებასთან. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჩიქოვანმა აღნიშნა, მათ ექნებათ საშულება, მოსახლეობას ე.წ. გატანის სერვისი შესთავაზონ. “საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ რეკომენდაცია მიეცეს კაფეებს, რესტორნებსა და ბარებს, რომ შეზღუდონ მათი მომსახურეობის ის ნაწილი, რომელიც ...

Read More »

საქართველო 18 მარტიდან სახელმწიფო საზღვარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შემოსვლას კრძალავს

საქართველომ 18 მარტის, 00:00 საათიდან, ორი კვირის განმავლობაში, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შემოსვლა აკრძალა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, საქართველოს მოქალაქეებს, რომლესაც ექნებათ სურვილი სამშობლოში დაბრუნების, შესაძლებლობა მიეცემათ, გამოიყენონ ის ავიამიმოსვლა, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ავიახაზები.

Read More »

კორონაეკონომიკა – სხვადასხვა ქვეყნების მიერ დაწესებული შეღავათები

სესხების გადავადება, კომუნალური გადასახადების ტვირთვის სახელმწიფოს მხრიდან დაფარვა, შეღავათიანი კრედიტების გაცემის პროგრამა, ცენტრალური ბანკების მხრიდან საპროცენტო განაკვეთების შემცირება, სხვადასხვა სახელმწიფოების მხრიდან სუბსიდიების გამოყოფა – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელსაც მსოფლიოს სახელმწიფოებმა კორონავირუსისგან მომდინარე ეკონომიკური და ფინანსური კრიზისის წნეხის შესამსუბუქებლად მიმართეს. გთავაზობთ სხვადასხვა ქვეყნების მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებების ჩამონათვლას, რომელიც ეპიდემიისგან გამომდინარე წნეხის შესამსუბუქებლად გაატარეს სახვადასხვა ქვეყნის მთავრობებმა. ავსტრალია დასავლეთ ავსტრალიის ...

Read More »

კალაძე – მუნიციპალურ პროგრამებში ჩართული 2500-მდე თერაპევტი, პედაგოგი და მწვრთნელი, სწავლების შეჩერების მიუხედავად, ხელფასს მიიღებს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალურ პროგრამებში ჩართული 2500-მდე თერაპევტი, პედაგოგი და მწვრთნელი, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო სწავლების შეჩერების მიუხედავად, სახელფასო ანაზღაურებას შეუფერხებლად მიიღებს. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, პედაგოგებს, სწავლის აღდგენის შემდეგ, გაცდენილი საათების აღდგენა მოუწევთ. „როგორც იცით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით დროებით შეჩერებულია სასწავლო პროცესი და რიგი სასაწავლო სამედიცინო თუ სხვა ტიპის მუნიციპალური პროგრამების მუშაობა. თბილისის მერია ითვალისწინებს შექმნილ მდგომარეობას და ...

Read More »

კომუნიკაციების ომბუდსმენი, გვანცა ჩხეიძე, მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებს რეკომენდაციით მიმართავს

კომუნიკაციების ომბუდსმენმა, გვანცა ჩხეიძემ საქართველოში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებს რეკომენდაციით მიმართა. რეკომენდაციის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: ”მოგეხსენებათ COVID-19 ვირუსის პრევენციის მიზნიდან გამომდინარე, ქვეყანაში საჯარო სექტორისა და კერძო კომპანიების ნაწილი გადავიდა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე. ამ პროცესში მეტად მნიშვნელოვანია ტელეკომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების მიერ ხარისხიანი და შეუზღუდავი მომსახურების მიწოდება. ამასთან, მიზანშეწონილად მიმაჩნია მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების მიერ გადავადდეს ისეთი გეგმიური/პროფილაქტიკური სამუშაოები, ...

Read More »

დასავლეთ ავსტრალიის შტატში კორონავირუსის გამო ყველა გადასახადი გაყინეს

დასავლეთ ავსტრალიის შტატში, კორონავირუსის გამო ყველა გადასახადი გაყინეს. მათ შორის საუბარია ელექტროენერგიის, წყლის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, საგანგებო სიტუაციების მომსახურების გადასახადზე, რომლებიც 2021 წლის ივლისამდე აღარ გაიზრდება. ამავე დროს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოჯახების ნაწილი 2020 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში ელექტროენერგიის გადასახადს არ გადაიხდის. მანამდე დასავლეთ ავსტრალიის შტატში ვირუსის გავრცლების გამო საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადეს. დასავლეთ ავსტრალიის შტატში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 28 შემთხვევა დაფიქსირდა, ...

Read More »

ფულადი გზავნილები 2020 წლის თებერვალში 9.5%-ით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის თებერვალში საქართველოში 9.5%-ით მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. კერძოდ, 2020 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 137.3 მლნ აშშ დოლარი (391.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 9.5%-ით (11.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94% იმ 17 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი ...

Read More »

როგორ დავიცვათ თავი ინფიცირებისგან საზოგადოებრივ ტრანსპორტში – რეკომენდაციები

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, საგზაო უსაფრთხოებაზე მომუშავე ორგანიზაციები მოქალაქეებს მოუწოდებენ შეზღუდონ ქუჩაში გადაადგილება, რათა თავიდან აირიდონ სხვა პირებთან მჭიდრო კონტაქტი. მათი თქმით, ასე ვირუსის გავრცელების ნაწილობრივი პრევენციაა შესაძლებელი. გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის, ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია, პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის, ურბანული ლაბორატორია, საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია და ჰაბ ჯორჯია ამბობენ, რომ გასათვალისწინებელია საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრების მჭიდრო კონტაქტის რისკი, დისტანციის ...

Read More »

„მთვრალი ალუბალის“ ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაშია – ადმინსიტრაცია სტუმრებს აფრთხილებს

რესტორან „მთავრალი ალუბალის“ ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება. რესტორნის ადმინისტრაციის განცხადებით, 3 ჩეხ ტურისტს, რომელიც მათ ხშირად სტუმრობდა, ახალი კორონავირუსი დაუდგინდათ. ადმინისტრაციის ცნობით, ისინი რესტორანში ყოველ დღე დადიოდნენ და არაერთ ადამიანთან ჰქონდათ კომუნიკაცია. ჩვენი ინფორმაციით, ტურისტებმა ქვეყნიდან წასვლის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ მათ კორონავირუსი აქვთ, ამის შემდეგ კი მათ ინფორმაცია საქართველოს შესაბამის უწყებებს აცნობეს. „მეგობრებო, დღეს დაგვირეკეს დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან და შეგვატყობინეს, ...

Read More »