Home » 2020 » March » 16 (page 2)

Daily Archives: March 16, 2020

არის თუ არა საქართველოში შექმნილი ფორს-მაჟორი? – „ახალგაზრდა ადვოკატები“ სამართლებრივ შეფასებას აქვეყნებს

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, ქვეყანაში კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გეგმის კვალდაკვალ, საქართველოში კომერციული ბანკების მხრიდან ფიზიკური და იურიდიული პირების გარკვეული სეგმენტის მიმართ დაწესებული საშეღავათო პერიოდის დაწესებასთან დაკავშირებით, ასევე სამთავრობო გადაწყვეტილებების და შეზღუდვების მხედველობაში მიღებით, საკითხზე: გვაქვს თუ არა სამართლებრივი ფორს-მაჟორი, სამართლებრივ შეფასებას აქვეყნებს. „ახალგაზრდა ადვოკატების“ მთავარი იურისტის, ნიკა გოგბერაშვილის განმარტებით, შექმნილი ვითარების მიუხედავად, მისი გამოწვევებისა და შედეგების ...

Read More »

ეროვნული ბანკი რეგულაციებს ამარტივებს – ბანკებს ტვირთი შეუმცირდებათ

ეროვნული ბანკი რეგულაციებს ამარტივებს. ქვეყნის ცენტრალური ბანკი შესაბამის განცხადებას ხვალ გააკეთებს. ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ გადაწყვეტილებით სესხის გამცემ სუბიექტებს მომხმარებლების დაკრედიტებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ტვირთი შეუმცირდებათ და რისკების მართვაში მეტი მოქნილობა ექნებათ. მათ შორის, შემცირდება სესხის მომსახურების კოეფიციენტისთვის განსაზღვრული შემოსავლის ზღვრების ოდენობა. აღსანიშნავია, რომ რეგულაციის ძირითადი პრინციპი უცვლელია და სესხის გამცემმა ორგანიზაციამ მსესხებელს ისეთი ფინანსური ვალდებულება არ უნდა დააკისროს, რომლის მომსახურებაც ...

Read More »

კლინიკური კონტროლის ჯგუფს, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის პროცესს კოორდინაციას გაუწევს, თენგიზ ცერცვაძე უხელმძღვანელებს

კლინიკური კონტროლის ჯგუფს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობისთვის განკუთვნილ სამედიცინო დაწესებულებებს კოორდინაციას გაუწევს, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე უხელმძღვანელებს, – აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სახელმწიფო კლინიკების ხელმძღვანელებთან და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად გამართულ შეხვედრაზე მიიღო. კლინიკური კონტროლის ჯგუფი, თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით, კორონავირუსით ...

Read More »

ბილაინი უფასოდ გაუაქტიურებს ინტერნეტპაკეტს როუმინგში, საზღვრების დახურვის გამო დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, ბილაინი მხარდაჭერას უცხადებს მომხმარებლებს, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში, თურქეთსა და უკრაინაში საზღვრების დახურვის გამო  ამ დროისთვის საქართველოში ვერ ბრუნდებიან და მათთვის შეუფერხებელი კავშირის უზრუნველყოფისთვის, საჩუქრად ურიცხავს მობილურ ინტერნეტს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად, ახალი კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრად ამ ეტაპზე ევროპა ითვლება, რის გამოც არაერთი ქვეყნის საზღვარი დაიკეტა.  ბილაინის მომხმარებლებს, რომელთა საქართველოშიც დაბრუნება ევროკავშირიდან, დიდი ბრიტანეთიდან, თურქეთიდან ...

Read More »

რამდენად მოხერხდება ფასების მოთოკვა კორონა ვირუსის ფონზე

უკვე ყველასთვის კარგად ცნობილი ვირუსი Covid-19, იგივე კორონა ვირუსი მთელი მსოფლიოსთვის დიდ გამოწვევად იქცა. სხვადასხვა გათვლებით გლობალური ეკონომიკა, აღნიშნული ვირუსის გამო 300 ტრილიონ დოლარზე მეტს დაკარგავს. დანაკარგებისთვის ემზადება საქართველოც. გასულ კვირას მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა, სწორედ ამ გეგმის დახმარებით ცდილობს სახელმწიფო ეკონომიკის სტიმულირებას. თუმცა, ანტიკრიზისული გეგმა ვერაფერი შეღავათი აღმოჩნდა ეროვნული ვალუტისთვის, რომელმაც ერთ კვირაში საშუალოდ 23 პუნქტით დაკარგა პოზიციები. კერძო, ...

Read More »

0%-იანი საკომისიო ყველა ტრანზაქციაზე – გაუმჯობესებული პირობები „თიბისისგან“

„თიბისი“ მომხმარებლებს განახლებულ პირობებს სთავაზობს. ამის შესახებ ბანკმა განცხადება გაავრცელა. „2 თვის განმავლობაში ინტერნეტ და მობაილბანკში ფიზიკური პირები ახალი, გაუმჯობესებული პირობებით ისარგებლებთ: – 0% საკომისიო ყველა ტრანზაქციაზე – 1%-ით მეტი წლიური სარგებელი ანაბრის ლარში გახსნისას – პირველი წლის მომსახურება საკომისიოს გარეშე ახალი სადებეტო ბარათის შეკვეთისას – კიდევ უფრო გაუმჯობესებული სავალუტო კურსი და გაზრდილი დღიური დასაშვები კონვერტაციის ლიმიტი,“ – ნათქვამია განცხადებაში.

Read More »

ნათია თურნავა – მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ზამთრის კურორტებზე სეზონი ვადაზე ადრე დავხუროთ

მთავრობამ ზამთრის კურორტებზე სეზონის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. „საგანგებო შტაბის სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვადაზე ადრე დავხურავთ სეზონს ზამთრის კურორტებზე. დავალება უკვე გავეცი და საბაგიროების მუშაობა შეწყდება, მოხდება ტექნიკის კონსერვაცია და დასაწყობება. შესაბამისად, კურორტები წყვეტენ მუშაობას“, – განაცხადა ნათია თურნავამ. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ზამთრის კურორტებზე სეზონის დახურვა სწორი და ...

Read More »

ლევან ვასაძე კორონავირუსით დაავადებულთა დასახმარებლად 50 ათას ლარს რიცხავს და დაავადებათა კონტროლის ცენტრს კარანტინისთვის საკუთარ შენობებს სთავაზობს

ლევან ვასაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო, სახელმწიფოს ყველას გვერდში დგომა სჭირდება, ამიტომ იგი ვირუსით ინფიცირებულთა დასახმარებლად 50 ათას ლარს რიცხავს და დაავადებათა კონტროლის ცენტრს კარანტინისთვის საკუთარ შენობებს სთავაზობს. „ამ ბოლო პერიოდში მთელი მსოფლიოდან ვაგროვებდი ინფორმაციას და ვფიქრობდი, თუ როგორ უნდა დავუდგეთ ჩვენ ქვეყანას გვერდში, ცხადია, რომ დაავადებულთა რიცხვი გაიზრდება და მათ კარანტინსა და მკურნალობას სახსრები დასჭირდება. ე.წ. განვითარებულ ქვეყნებსა და ...

Read More »

ლუგარის ლაბორატორია – საქართველოს მთავარი იარაღი კორონავირუსის წინააღმდეგ

საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი (ლუგარის ლაბორატორია) თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, გზის პირას, თვალსაჩინო ადგილას არის განთავსებული. ის ამერიკის ყოფილი სენატორის, რიჩარდ ლუგარის, სახელს ატარებს დიდი წვლილისთვის საფრთხეების შემცირების პროგრამის შექმნა-ამოქმედების საქმეში. ობიექტი აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს – თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA ) დაფინანსებით აშენდა, 2011 წელს გაიხსნა და ის 2013 წლიდან სავსებით ექვემდებარება საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს. 2018 წლიდან ცენტრის ...

Read More »

„კორონავირუსის გავლენა ეკონომიკაზე, რა სცენარითაც უნდა განვითარდეს, ეს მაინც მოკლევადიანი შოკი იქნება“

„ტურიზმის ინდუსტრიისთვის მომდევნო სამი თვე იქნება ძალიან მძიმე, თუმცა ზაფხულიდან სიტუაცია დასტაბილურდება“ ეკონომისტები და სპეციალისტები კორონავირუსზე მსჯელობისას სამ ძირითადი სცენარს ავითარებენ. პირველი სცენარი გლობალური ეკონომიკის დიდი შოკიდან შედარებით სწრაფად, დაახლოებით ორ თვეში, გამოცოცხლებას გულისხმობს. მეორე სცენარით ეკონომიკა გაცილებით ნელა იკრებს ტემპს და დაახლოებით მესამე კვარტალში გამოდის მდგომარეობიდან, ხოლო მესამე სცენარით მოსალოდნელია გლობალური ვარდნა. რა სცენარით შეიძლება განვითარდეს ვირუსის მავნე ზეგავლენა ...

Read More »