Home » 2020 » March » 14

Daily Archives: March 14, 2020

კახა კალაძე: მარტოხელა მოხუცებს საკვებს სახლში მივუტანთ

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უფასო სასადილოები, ამ სერვისით მოსარგებლე ადამიანებს, კუთვნილ საკვებს სასადილოში აღარ მიართმევენ, არამედ გაატანენ სახლში. “ორშაბათიდან უფასო სასადილოები, ამ სერვისით მოსარგებლე ადამიანებს, კუთვნილ საკვებს სასადილოში აღარ მიართმევენ, არამედ გაატანენ სახლში, რათა ადგილზე არ მოხდეს ბევრი ადამიანის თავშეყრა და  დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები ვირუსის გავრცელების დამატებითი რისკებისგან. გავაგრძელებთ ყველა უფასო სასადილოს ყოველდღიურ დეზინფექციას ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად. ...

Read More »

რა პირობებით მოხდება ”თიბისი ბანკში” სესხის 3 თვით გადავადება – დეტალები

თიბისის მომხმარებლები სესხებზე საშეღავათო პერიოდით – 30 ივნისის ჩათვლით სესხების გადავადებით ისარგებლებენ.  საშეღავათო პერიოდი 13 მარტიდან დაიწყო და 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება,ორშაბათიდან კი მომხმარებლები სესხის გადავადების პირობებთან დაკავშირებით შეტყობინებას  თიბისის დისტანციური არხებით მიიღებენ.  საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, ”თიბისი ბანკი” საშეღავათო პერიოდთან დაკავშირებით დეტალებს აქვეყნებს, რომელსაც ”ბანკები და ფინანსები” უცვლელად გთავაზობთ. ვის შეეხება საშეღავათო პერიოდი? ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, ვინც ...

Read More »

საქართველოს სახელმწიფო დაქვემდებარების 4 კლინიკა კორონავირუსით ინფიცირებულთათვის 440 ადგილს გამოყოფს

ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე მიიღეს. „ინფექციური საავადმყოფო დარჩება, საუნივერსიტეტო კლინიკა (ყოფილი მერვე საავადმყოფო), მთლიანად დაიცლება – არ არის ჯერ ამის საჭიროება, მაგრამ საზოგადოება რომ მშვიდად იყოს, და ეს სერიოზული რესურსია, 140 საწოლია იქ და ძალიან კარგი რეანიმაციული განყოფილება 40 საწოლზე, ანუ ეს ძალიან ძლიერი რესურსია. მესამე: რესპუბლიკური საავადმყოფო ...

Read More »

თენგიზ ცერცვაძე – დამიჯერეთ, სრული გულწრფელობით გეუბნებით, არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, სადაც საეჭვო პაციენტს ასეთ მოკლე დროში უტარდებოდეს სრული გამოკვლევა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ დღევანდელ ბრიფინგზე ჰოსპიტალური სექტორის მზადყოფნის საკითხზე გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, ცერცვაძემ ისაუბრა, პაციენტების რიცხვის დრამატული მატების შემთხვევაში, თუ რამდენად არის მზად ქვეყნის ჰოსპიტალური სექტორი. მან მედიას მთავრობის მიერ ამ მიმართულებით მიღებული გადაწყვეტილება გააცნო. ცერცვაძის თქმით, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გარდა, პაციენტებს კიდევ რამდენიმე სხვა კლინიკა მიიღებს. საუბარია 4 სახელმწიფო კლინიკაზე ჯამში 440 სწოლით. „დღეს პრემიერთან შეხვედრაზე ...

Read More »

„სურსათის მარაგის შეძენით მოსახლეობა თავად ქმნის კრიზისულ მდგომარეობას“

ო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უკვე ორი დღეა, რაც ვრცელ­დე­ბა ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც ჰი­პერ­მარ­კეტ “კარ­ფუ­რის” და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლი დახ­ლე­ბია გა­და­ღე­ბუ­ლი. ambebi.ge-ს ცნობით, რო­გორც ირ­კვე­ვა, ძი­რი­თა­დად მო­თხოვ­ნა პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის საკ­ვებ პრო­დუქ­ტებ­ზეა, მათ შო­რის არის ბურ­ღუ­ლე­უ­ლი, რძის პრო­დუქ­ტე­ბი, ბოსტნე­უ­ლი და სხვა, ასე­ვე ჰი­გი­ე­ნუ­რ სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე. ხალ­ხის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა დი­ღომ­ში მდე­ბა­რე “კარ­ფურ­ში” შე­ი­ნიშ­ნე­ბა. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ივა ჭყონიამ განუცხადა, „სამწუხაროდ, პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდა შეინიშნება“. მისივე თქმით, ამის მიზეზი ...

Read More »

გამყრელიძე: “საქართველოში კორონავირუსის მესამეული გადაცემის შემთხვევა დაფიქსირდა – გვაქვს ქვეყნის შიგნით გადადება”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში დაფიქსირდა ე.წ. მესამეული გადაცემა, ანუ კონტაქტის შემდგომი კონტაქტის შემთხვევა. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, დღეის მდგომარეობით საქართველოში ახალი კორონავირუსის 30 დადასტურებული შემთხვევაა. „დღეს არის 30 შემთხვევა. დრეს დადასტურებული ახალი შემთხვევები უკავშირდება ისტორიას იტალიასთან. 30 შემთხვევიდან ორ შემთხვევაში არის ირანში მოგზაურობა, ერთი ესპანეთში მოგზაურობის ისტორია, დანარჩენი შემთხვევა ...

Read More »

“საბას” მკითხველებს ერთთვიანი უფასო წვდომა ექნებათ 6 000-ზე მეტ ელექტრონულ წიგნზე

16 მარტიდან ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, გამომცემლობების უპრეცედენტო მხარდაჭერით, თავის მომხმარებლებს სთავაზობს ერთთვიან უფასო წვდომას 6 000-ზე მეტ ელექტრონულ წიგნზე. განახლებული SABA Reader აპლიკაციების (Android და iOS) საშუალებით როგორც ახალი, ასევე არსებული მომხმარებლები ერთი თვის განმავლობაში ბიბლიოთეკის გამოწერის სერვისით უფასოდ ისარგებლებენ. „საბას“ მთელ ბიბლიოთეკაზე ერთთვიანი უფასო წვდომის აქტივაცია მხოლოდ SABA Reader აპლიკაციებიდან იქნება შესაძლებელი. თითოეული ახალი მომხმარებელი 4 წიგნიანი პაკეტის ...

Read More »

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ ადამიანებს ფილტვების ფუნქცია 20-30%-ით უქვეითდებათ

ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს, თუმცა ვირუსის დამარცხების შემდეგ გამოჯანმრთელებულებს ახალი პრობლემები ექმნებათ. ასეთი შედეგი აჩვენა ჰონკონგში კორონავირუსისაგან უკვე გამოჯანმრთელებული მოქალაქეების გამოკვლევამ. ამ შედეგების თანახმად, ყველა გამოჯანმრთელებულს მკვეთრად გაუარესებული აქვს ფილტვების მდგომარეობა და მის სრულ აღდგენას რამდენიმე წელი დასჭირდება. ზოგ შემთხვევაში ფილტვების ფუნქცია 20-30%-ითაა შემცირებული. კვლევის შედეგებზე ინფორმაცია ჟურნალისტებს ჰონკონგის პრინცესა მარგარეტის სახელობის საავადმყოფის ინფქეციურ დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელმა ოუენ ...

Read More »

მეწარმეები, რომლებსაც ღია კაფე-ბარების მოსაწყობად მიწები იჯარით აქვთ აღებული, 2020 წლის იჯარის გადასახადისგან თავისუფლდებიან

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მეწარმეები, რომლებსაც ღია კაფეებისა და ბარების მოსაწყობად მუნიციპალიტეტისგან მიწები იჯარით აქვთ აღებული, 2020 წლის იჯარის გადასახადისგან თავისუფლდებიან. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, თბილისის ტერიტორიაზე 200-მდე ასეთი კაფე-ბარი ფუნქციონირებს. თბილისის მერმა იმედი გამოთქვა, რომ ეს ნაბიჯი მეწარმეების მდგომარეობას მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს. „მოგეხსენებათ, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ კერძო სექტორთან და შესაძლებლობის ფარგლებში, ყოველმხრივ ვუწყობთ ხელს ბიზნესის განვითარებას, ქალაქის ეკონომიკის ...

Read More »

„ვენდის“ და „დანკინის” რესტორნების ქსელი ეხმაურება COVID-19-თან დაკავშირებულ სიტუაციას და ამკაცრებს უსაფრთხოების ნორმებს

„ვენდის“ და „დანკინის” რესტორნების ქსელი ეხმაურება COVID-19-თან დაკავშირებულ სიტუაციას და ამკაცრებს უსაფრთხოების ნორმებს. „ვენდის და დანკინი საქართველოში წარმოდგენილია 40-ზე მეტი რესტორნით და დანკინის 1 ქარხნით, სადაც იწარმოება დანკინის ყველა ის პროდუქტი რომელიც შემდგომში რესტორნებს მიეწოდება. აქედან გამომდინარე, ძალიან მაღალია სოციალური პასუხისმგებლობა, რომელსაც ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ. „ვენდისი“ და „დანკინი“ განუხრელად უზრუნველყოფენ პროდუქტების მომზადების პროცესში ჯანდაცვის ორგანიზაციების და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ...

Read More »