Home » 2020 » March » 13 (page 3)

Daily Archives: March 13, 2020

ვახტანგ ბუცხრიკიძე – 3-თვიანი საშეღავათო პერიოდი განვადებასაც ეხება და ეს შეთავაზება მოქალაქეებს პროცენტებს არ გაუზრდის

“თიბისის“ გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე აცხადებს, რომ სესხების შენატანზე 3-თვიანი საშეღავათო პერიოდის შეთავაზება მომხმარებლებს პროცენტებს არ გაუზრდის. როგორც ბუცხრიკიძე განმარტავს, “თიბისიმ” საშეღავათო პერიოდის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყანაში კორონავირუსიდან გამომდინარე შექმნილი მდგომარეობის გამო მიიღო და ყველა ტიპის სასესხო პროდუქტს, მათ შორის განვადებასაც ეხება. “გუშინ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელსაც სამი მსხვილი ბანკი, მთავრობა და რეგულატორი ესწრებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ქვეყნისთვის ყველაზე მსხვილი ...

Read More »

სამთვიან საშეღავათო პირობებს თავის კლიენტებს „ლიბერთი ბანკიც“ სთავაზობს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის, მომხმარებლებსა და თანამშრომლებზე ზრუნვის ასევე, სერვის ცენტრებში მომხმარებლის ნაკადის შემცირების მიზნით, მივიღეთ კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომ ყველა ფიზიკურ პირს, ვისაც აქვს სასესხო ვალდებულებები შევთავაზოთ სამი თვიანი საშეღავათო პერიოდი, – ამის შესახებ აღნიშნულია „ლიბერთი ბანკის“ განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნა, დღეიდან, შეთავაზება ავტომატურად ვრცელდება სახელმწიფო სარგოს მიმღებ პირებზეც და მომავალი სამი თვის განმავლობაში, არც ერთ სოციალური სარგოს მიმღებ პირს არ ჩამოეჭრება სესხის ...

Read More »

მოქალაქე ბათუმიდან სახელმწიფოს კარანტინისთვის საკუთარ სახლს სთავაზობს

ბათუმელი ნოდარ ცინცაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ცინცაძე წერს, რომ მზად არის კარანტინისთვის მოქალაქეებს საკუთარი ფართი შესთავაზოს.

Read More »

„ახალგაზრდა ადვოკატები“ დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, მაღალი პროფესიული და სამოქალაქო პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, სრულად იზიარებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს და კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, 13 მარტიდან 23 მარტის ჩათვლით, მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის. ორგანიზაციის იურისტები დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებენ პროფესიული მოვალეობების შესრულებას, ორგანიზაცია დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს კომუნიკაციას საზოგადოებასთან, მოქალაქეებთან, კლიენტებთან. ამასთან, საერთო სასამართლოების წარმოებაშია არაერთი საქმე, სასამართლოების მხრიდან ...

Read More »

„ქართუ“ მზადაა, კორონავირუსის გავრცელების საფრთხისგან საზოგადოების დასაცავად საჭირო ფინანსური რესურსი გამოყოს

ფონდი „ქართუ“ მზადყოფნას გამოთქვამს, კორონავირუსის გავრცელებისგან საზოგადოების დასაცავად სახელმწიფოსთვის ფინანსური სახსრები გამოყოს. ამის შესახებ ფონდი „ქართუს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ფონდმა „ქართუმ“ გავრცელებული განცხადებით მადლობა გადაუხადა ყველა შესაბამის უწყებას, რომელიც ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად მუშაობს და განაცხადა, რომ ნებისმიერი ნებისმიერი შესაძლო ფინანსური თუ სხვა სახის დანაკლისის შემთხვევაში, მზად არის ეს დანაკლისი თავად შეავსოს. „დღეს ჩვენი ქვეყანა, მთელ მსოფლიოსთან ერთად, დგას გამოწვევის წინაშე, ...

Read More »

ქართულ ქსელურ სუპერმარკეტებში პროდუქტი დახლიდან სალაროში მიტანამდე ძვირდება

რა ხდება საქართველოს ქსელური მარკეტების ბაზარზე აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთური შრომა, იძულებით შესრულებული დამატებითი საქმიანობა, სხვადასხვა სამუშაოებრივი ფუნქციების შეთავსება, შესვენების გამოყენების უფლების შეზღუდვა, დაბალი ანაზღაურება და არასახარბიელო სამუშაო პირობები – ეს ის არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც საქართველოს ქსელური სუპერმარკეტების ბაზარზე მოოპერირე კომპანიების მიმართ ყოველდღიურად ვაწყდებით სოციალურ სივრცესა თუ მასმედიაში. გარდა ქსელური სუპერმარტკების ბაზარზე დასაქმებული ადამიანების მხრიდან გაჟღერებული უკმაყოფილებისა, ამ სექტორში დასაქმებულის წინაშე არსებულ პრობლემებზე ...

Read More »

ტრამპი – ნავთობის ფასი ახლა ისეთია, რაზეც შემეძლო მეოცნება, რადგან ბენზინზე ფასი სერიოზულად დაიწევს

“რაც შემიძლია ვთქვა, ნავთობის ფასი ახლა ისეთია, რაზეც მე შემეძლო მეოცნება”, – ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს. ვაშინგტონში, ჟურნალისტები დაინტერესდნენ დონალდ ტრამპის საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცთან მუჰამედ ბენ სალმანისთან სატელეფონო საუბრით. „ვკითხე, თუ რა ხდება. მათ რუსეთთან უთანხმოება აქვთ. ეს ის არის, რამაც დაწია ნავთობზე ფასი. რაც შემიძლია ვთქვა, ნავთობის ფასი ახლა ისეთია, რაზეც მე შემეძლო მეოცნება, რადგან ...

Read More »

როგორ უნდა ხდებოდეს პურის რეალიზაცია კორონავირუსისგან დაინფიცირების პრევენციის მიზნით

საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარის, მადონა კოიძის განცხადებით, ვინაიდან ფულთან შეხების დროს ვირუსი გავრცელების მაღალი რისკი არსებობს, მნიშვნელოვანია, პატარა საცხობებში, თონეებში ერთი და იგივე ადამიანი არ ახდენდეს ფულთან კონტაქტს და პურის რეალიზაციას. როგორც მადონა კოიძემ „ინტერპრესნიუსს“განუცხადა, ვინაიდან ყველაზე მნიშვნელოვანი საკვები პროდუქტი პურია, დაბინძურების თავიდან ასარიდებლად საჭიროა ამ პროდუქტის რეალიზაცია ქსელურ მარკეტებში შეფუთული სახით ხდებოდეს. „საერთოდ ვეწინააღმდეგები შეფუთვის გარეშე პურის რეალიზაციას, ეს არასწორია ...

Read More »

ამირან გამყრელიძე – კორონავირუსი ჰაერში არ დაფრინავს და ჰაერით არავის ედება – თუ დავიცავთ წესებს, მაშინ რისკი მინიმუმამდეა

კორონავირუსი ჰაერში არ დაფრინავს და ჰაერით არავის ედება ,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა რეკომენდაციებს გაითვალისწინებს, ვირუსის გავრცელების საფრთხე მინიმუმამდეა. „სადაც დღეს საკარანტინო ზონები გახლავთ და სივრცეები ქვეყანაში და ასეთი უკვე მრავლადაა და კიდევ მრავალი იქნება, ირგვლივ მყოფ მოსახლეობას უჩნდება გარკვეული პროტესტი, ვთხოვ ყველას, საქართველოს მოსახლეობას, ...

Read More »

კანადის პრემიერმინისტრის მეუღლეს კორონა ვირუსი აღმოაჩნდა, ჯასტინ ტრუდო თვითიზოლაციაშია

კანადის პრემიერმინისტრის მეუღლეს სოფი გრეგუარ ტრიუდოს კორონა ვირუსით ინფიცირება დაუდგინდა. ამის შესახებ გამოცემა CBC იტყობინება. როგორც პრემიერმინისტრის კანცელარია აცხადებს, სოფი თავს კარგად გრძნობს, ასრულებს ყველა რეკომენდაციას და იმყოფება იზოლაციაში. “პრემიერ ჯასტინ ტრუდოს ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია, მას არანაირი სიმპტომი არ აქვს და 14 დღის განმავლობაში, იზოლირებული და ექიმების დაკვირვების ქვეშ იქნება” – აცხადებს კანცელარია. ipress.ge

Read More »