Home » 2020 » March » 13 (page 2)

Daily Archives: March 13, 2020

მათე გაბიცინაშვილი – ჩვენს ეკონომიკაში არის წმინდად მონოპოლური სექტორები, რომელთა მოგების ნორმა ასტრონომიულად მაღალია

“ჩვენს ეკონომიკაში არის წმინდად მონოპოლური სექტორები, რომელთა მოგების ნორმა ასტრონომიულად მაღალია”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი მათე გაბიცინაშვილი სოციალურ ქსელში წერს. პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “ჩვენს ეკონომიკაში არის წმინდად მონოპოლური სექტორები, რომელთა მოგების ნორმა ასტრონომიულად მაღალია თუნდაც რომ შევადაროთ სხვა ქვეყნების ანალოგიურ სექტორებს (საბანკო სფერო, ფარმაცევტული სფერო, კომუნიკაციების სფერო). ყველაზე ხშირად ამ სფეროების დირექტორთა სახელზე გამოწერილი პრემია-დანამატები და დივიდენდებად გაცემული თანხები, ხშირად ...

Read More »

ანდრია გვიდიანი: ამ რთულ დროს ვისაც რა შეუძლია, იმას აკეთებს, რაც არავის შეუძლია, იმას ბიძინა ივანიშვილი გააკეთებს

ექსპერტი ანდრია გვიდიანი ფონდ “ქართუს” მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ფონდი მზადაა, ნებისმიერი საჭიროების, ნებისმიერი შესაძლო ფინანსური თუ სხვა სახის დანაკლისის შემთხვევაში, საკუთარი სახსრებით შეავსოს ის. „ამ რთულ დროს ვისაც რა შეუძლია იმას აკეთებს, რაც არავის შეუძლია, იმას ბიძინა ივანიშვილი გააკეთებს. თითქოს ჩვეულებრივი ამბავი გახდა ეს, არა? აღარც გვიკვირს უკვე – მივეჩვიეთ. უპირობო დაფასებას საჭიროებს ასეთი საქციელი. მიუხედავად ...

Read More »

ხარაგაულში იტალიიდან ქმრის დაკრძალვაზე ჩასული ქალი პოლიციამ კარანტინში გადაიყვანა

ხარაგაულში, სოფელ ხუნევში მოქალაქე, რომელმაც თვითიზოლაციის წესი დაარღვია, კარანტინში გადაიყვანეს. იტალიიდან დაბრუნებული ქალი წყალტუბოში კარანტინში მოათავსეს. ოჯახში ჯანდაცვის წარმომადგენლები და სამართალამცველები მივიდნენ. ქალმა გადაყვანაზე თანხმობა განაცხადა. მისი გაყვანა სოფლიდან ადგილობრივებმა მოითხოვეს. მათი თქმით, მოქალაქე, რომელიც იტალიიდან ჩამოვიდა, საფრთხეს წარმოადგენდა. ჯანდაცის უწყების წარმომადგენლის განცხადებით, მოქალაქემ თვითიზოლაცია გაფრთხილების შემდეგაც დაარღვია, რის გამოც მისი კარანტინში გადაყვანა აუცილებელი გახდა. ქალი იტალიიდან მეუღლის გარდაცვალების გამო ...

Read More »

სამთვიან საშეღავათო პირობებს თავის კლიენტებს „ვითიბი ბანკიც“ სთავაზობს

ვითიბი ბანკი, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ყველა ფიზიკურ პირს, ასევე მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებლებს, სესხების ყოველთვიურ შენატანზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს. შეღავათი შეეხება ყველა ტიპის სესხს (ძირზე და პროცენტზე) როგორც ლარში, ასევე სხვა ვალუტაში. მომავალი კვირიდან, ვითიბი ბანკი, დაიწყებს შესაბამისი პროცედურების გატარებას და მომხმარებლისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებას. აღნიშნული პროცესი განხორციელდება დისტანციურად და ბანკში მიუსვლელად. აგრეთვე, ვითიბი ბანკის მომხმარებელს, აქვს შესაძლებლობა, ...

Read More »

პრემიერი: ვიმედოვნებ ლარის კურსი საბალანსო ნიშნულს დაუბრუნდება

პერმიერი იმედოვნებს, რომ ლარის კურსი საბალანსო ნიშნულს დაუბრუნდება. გიორგი გახარია ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ბოლოდროინდელი გამოწვევებით ხსნის. „ლარის კურსი ბოლო რამდენიმე კვირა სტაბილურად და პოზიტიურად მოძრაობდა. ეს არის ბოლოდროინდელ გამოწვევებზე რეაქცია. ჩვენ ამას ყველა ერთად წყნარად, მშვიდად გადავიტანით”, – განაცხადა პრემიერმა. მისი თქმით, ამ საკითხზე შეხვედრა გაიმართება სებ-თან და საბანკო სექტორთან.

Read More »

4 ნომრიდან 50 ნომრამდე ზომის სასტუმროებს, 6 თვის განმავლობაში, საპროცენტო განაკვეთს სახელმწიფო გადაუხდის

“4 ნომრიდან 50 ნომრამდე ზომის სასტუმროებისთვის 6 თვის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთს მოემსახურება სახელმწიფო “, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა, გიორგი გახარია მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა. “ძალზედ კარგად აპრობირებული მექანიზმი, ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიებისთვის საპროცენტო განაკვეთის დაფინანსების მექანიზმი, აქ გავზარდეთ სასტუმროების ნორმა, 4 ნომრიდან 50 ნომრამდე ზომის სასტუმროებისთვის 6 თვის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთს მოემსახურება სახელმწიფო. ეს შეეხება დაახლოებით 2,000 ...

Read More »

გიორგი გახარიამ ანტიკირიზისული გეგმა წარმოადგინა

გიორგი გახარიამ მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა. პრემიერმა წარადგინა ეკონომიკური სტიმულირების პაკეტი, რომელიც კორონავირუსისგან გამოწვეული ნეგატიური ეფექტრის შერბილებას ისახავს მიზნად. მათ შორისაა სასტუმროებისთვის სესხის პროცენტის თანაგადახდის დაწყება, რაც თავად ტურისტული სექტორის მოთხოვნას წარმოადგენდა. “ძალზედ კარგად აპრობირებული მექანიზმი, ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიებისთვის საპროცენტო განაკვეთის დაფინანსების მექანიზმი, აქ გავზარდეთ სასტუმროების ნორმა, 4 ნომრიდან 50 ნომრამდე ზომის სასტუმროებისთვის 6 თვის განმავლობაში ...

Read More »

ნავთობიმპორტიორების ძალაუფლება უსაზღვროა – მსოფლიოში ფასები ისტორიულ მინიმუმზეა, საქართველოში კი კვლავ უძრაობაა

მსოფლიოში ნავთობზე ფასები სწრაფად ეცემა. ნიუ-იორკისა და ლონდონის ბირჟებზე ნავთობის ფასებმა ისტორიულ მინიმუმს მიაღწია და ბარელის ფასი 29 დოლარამდე დაეცა. არსებული ფასების ვარდნა ბოლო 4 წლის მანძილზე ყველაზე მაღალია. ბოლოს ბარელის ფასი 30 დოლარს 2016 წელს ჩამოსცდა. თუმცა, გლობალური ბაზრების პარალელურად, ფასები ადგილობრივ ბაზარზე არსებულ ბრენდირებულ სადგურებზე თითქმის არ მცირდება. 3 თვიანი პერიოდის განმავლობაში ფასები ადგილობრივ საწვავის ბაზარზე  სულ რაღაც ...

Read More »

გამყრელიძე – ბავშვები ეზოში და ჰაერზე უნდა გავიყვანოთ, მაგრამ სასურველია, საქანელები და სკამები დღეში ერთხელ მაინც სველი წესით დამუშავდეს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სასურველია, კორპუსთან მდებარე ეზოებსა და სკვერებში არსებული ბავშვთა გასართობი მოედნები, საქანელები, სკამები და სხვა ინფრასტრუქტურა დღეში, მინიმუმ, ერთხელ სველი წესით დამუშავდეს. როგორც ამირან გამყრელიძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ბავშვების ეზოებსა და სკვერებში სუფთა ჰაერზე გასეირნება ინფექციის გამო არ უნდა შევზღუდოთ, თუმცა, სამოქალაქო პასუხისმგებლობის ფარგლებში, ბავშვთა გასართობი სივრცეები უნდა მოვაწესრიგოთ. “ჩვენთან დიდი ეპიდემია ...

Read More »

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ უხანში ეპიდემია შესაძლოა, აშშ-ის არმიამ გაავრცელა

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილე, ჩჟაო ლიცზიანი, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ აშშ-მა მონაცემები გამჭვირვალე უნდა გახადოს და ჩინეთს ახსნა-განმარტება მისცეს. „როდის დაიწყო დაინფიცირება აშშ-ში? რამდენი ადამიანია დაინფიცირებული? რა არის საავადმყოფოების სახელები? შესაძლებელია, რომ აშშ-ის არმიამ მიიტანა ეპიდემია უხანში. იყავით გამჭვირვალე, გახადეთ საჯარო თქვენი მონაცემები. აშშ-მა უნდა აგვიხსნას“, – წერს ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი. ამასთან, გამოცემა ...

Read More »