Home » 2020 » March » 13

Daily Archives: March 13, 2020

პროკრედიტ ბანკი მსესხებლებისთვის შეღავათებს ინდივიდუალურად განიხილავს

ვაკეში "პროკრედიტ ბანკის" ახალი ფილიალი გაიხსნა

კორონავირუსის გავრცელების საფრთხისა და ბიზნესსექტორში მოსალოდნელი შეფერხებების მინიმიზების ამოცანიდან გამომდინარე პროკრედიტ ბანკი არსებულ ბიზნესსესხებზე შეღავათებს ინდივიდუალურად განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას პროკრედიტ ბანკი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.„თქვენი და ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოება და ფინანსური კეთილდღეობა ყველაზე მნიშვნელოვანია. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პროკრედიტ ბანკი მზად არის, ფინანსური პრობლემების არსებობის შემთხვევაში, თითოეული მსესხებლის მდგომარეობა ინდივიდუალურად, დროულად განიხილოს და თქვენს გადახდისუნარიანობაზე მორგებული პირობები შემოგთავაზოთ, საჭირო პერიოდის მანძილზე ...

Read More »

„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს დისტანციურ სერვისებს სთავაზობს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით, „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებლებს დისტანციურ სერვისებს სთავაზობს როგორც პროდუქციის შეძენის, ისე ავტოსერვისის მიმართულებით, რაც საშუალებას მოგცემთ, თავი აარიდოთ რიგს და მიიღოთ მომსახურება უსაფრთხოდ. კომპანია მომხმარებლებს მოუწოდებს, სასურველი პროდუქცია ონლაინ მაღაზიის მეშვეობით shop.tegetamotors.ge შეიძინონ, სადაც წარმოდგენილია მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული ავტოსათადარიგო ნაწილების სრული სპექტრი როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო მიმართულებით, ავტომობილის აქსესუარები და ...

Read More »

ჩინეთის ხელისუფლების მტკიცებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა აპრილში იქნება მზად

ჩინეთის ხელისუფლების მტკიცებით, აპრილში ისინი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობას დაასრულებენ. ინფორმაციას ამის შესახებ New York Post-ი ავრცელებს. მათივე თქმით, ვაქცინა მხოლოდ საგანგებო შემთხვევებში იქნება გამოყენებული. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე ქვეყანაში 8 ინსტიტუტი მუშაობს. „ჩვენი გათვლებით, ვიმედოვნებთ, რომ აპრილში ზოგიერთი ვაქცინა უკვე კლინიკური კვლევებისთვის ან განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოყენებისთვის იქნება მზად“, – აცხადებს ჩინეთის ჯანდაცვის კომისიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის განვითარების ფონდის დირექტორი ...

Read More »

„მაკდონალდს საქართველო“ საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და მკაცრი სადეზინფექციო წესები აამოქმედა

„მაკდონალდს“ საქართველო COVID-19-თან დაკავშირებით მსოფლიოში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, პრევენციულ ზომებს იღებს და უსაფრთხოების ნორმებს ამკაცრებს. იცვლება მაკდონალდსის სისტემაში არსებული პირადი ჰიგიენისა და ხელების დაბანის წესები – რესტორნის თანამშრომლები ხელების დაბანა/დეზინფექციას 30 წუთის ნაცვლად ახლა უკვე ყოველ 15 წუთში ერთხელ ახდენენ. ახალი განაწესის მიხედვით, მაკდონალდისის ისედაც მკაცრ დასუფთავება/დეზინფექციის წესებს, ყოველი მოხმარების შემდეგ რესტორნის ტერიტორიის და შემდეგი ინვენტარის – მაგიდების და სკამების, ...

Read More »

მოლდოვაში ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელები დააპატიმრეს

მოლდოვის რესპუბლიკის კორუფციასთან ბრძოლის პროკურატურამ საბანკო საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა ცენტრალური ბანკის ოფისში. მოლდოვის გენერალურმა პროკურორმა ალექსანდრე სტოიანოგლომ  5 მარტს განაცხადა, რომ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების საფუძველზე გამოსცა განკარგულება, დააკავონ ოთხი ადამიანი: ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი დორინ დრეგუცანუ, ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ემა ტებირცე, მოლდოვის ეროვნული ბანკის ამჟამინდელი ვიცეპრეზიდენტები _ აურელია ჩინჩილეი და იონ სტურზა. დრეგუცანუ 2009-2016 წლებში მოლდოვის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყო, ტებირცეს ვიცეპრეზიდენტის პოსტი ეკავა 2008-2015 წლებში, პერიოდში, როდესაც ბანკიდან მოიპარეს მილიარდი ევრო ...

Read More »

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა

2020 წლის 13 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.  საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.9936 შეადგინა.

Read More »

მითი თუ რეალობა – საქართველო მობილური ინტერნეტის სიიაფით 230 ქვეყანას შორის 71-ე ადგილზეა

საქართველო მობილური ინტერნეტის სიიაფით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის. მიუხედავად იმისა, რომ მობილურ ოპერატორებს შარშან საბითუმო ინტერნეტის ფასი საგრძნობლად შეუმცირდათ, მათ მომხმარებლებისთვის ინტერნეტპაკეტები ნამდვილად არ გაუიაფებიათ. მხოლოდ შექმნეს რამდენიმე იაფფასიანი, ერთდღიანი პაკეტები, რომელსაც ფაქტობრივად არავინ იყენებს და უბრალოდ არსებული რეალობის გადასაფარად არსებობს. როგორც ჩანს, სწორედ მსგავსი ტიპის ტარიფების ფასი მიაწოდეს მობილურმა ოპერატორებმა პორტალ “ქეიბლის”, რომლის  ინფორმაციითაც, საქართველო მობილური ინტერნეტის სიიაფით 230 ქვეყანას ...

Read More »

35 ხიდი და 20 გვირაბი – რიკოთის უღელტეხილზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს (ფოტორეპორტაჟი)

• რიკოთის საუღელტეხილო გზის უბისა-შორაპანის მონაკვეთზე (F2) სამუშაოები მიმდინარეობს 18 ხიდზე და 14 გვირაბზე.აღნიშნულ მონაკვეთზე გათვალისწინებულია სულ 35 ხიდისა და 20 გვირაბის მშენებლობა. • რიკოთის საუღელტეხილო გზის უბისა-შორაპანის მონაკვეთზე (F3) სამუშაოები მიმდინარეობს 16 ხიდზე და 12 გვირაბზე.აღნიშნულ მონაკვეთზე გათვალისწინებულია სულ 27 ხიდისა და 18 გვირაბის მშენებლობა • რაც შეეხება ჩუმათელეთი-ხევისა (F1) და შორაპანი-არგვეთას(F4) მონაკვეთებს, ხელშეკრულებები გაფორმებულია, სამობილიზაციო სამუშაოები დაწყებულია და ...

Read More »

მცირე სასტუმროების სესხების პროცენტის სუბსიდირებაზე სავარაუდოდ, 3 მილიონ ლარამდე თანხა დაიხარჯება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მცირე სასტუმროების სესხების პროცენტის სუბსიდირებაზე სავარაუდოდ, 3 მილიონ ლარამდე თანხას დახარჯავს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, გასულ წელს, 20 ივნისის შემდგომ 4-დან 20 ნოემბრამდე, მცირე სასტუმროების სესხების პროცენტის სუბსიდირების პროგრამამ კარგად იმუშავა და ამ ეტაპზეც ამ მექანიზმის გამოყენება იგეგმება. „ჩვენ ვაფართოვებთ სასტუმროების ზომას, ანუ მცირე სასტუმროები 4 ნომრიდან 50 ნომრის ჩათვლით, ...

Read More »

ივანე მაჭავარიანი – რაც გადავადდება გადასახადის სახით, მეტად დაიხარჯება ბიუჯეტიდან, დაგენერირდება იმ მაღალი ეკონომიკური ზრდით, რომელიც პოსტკრიზისულ პერიოდში იქნება

საბოლოო ჯამში, ის ყველაფერი, რაც დღეს ან გადავადდება გადასახადის სახით, ან მეტად დაიხარჯება ბიუჯეტიდან,ნებისმიერ შემთხვევაში, დაგენერირდება იმ მაღალი ეკონომიკური ზრდით, რომელიც პოსტკრიზისულ პერიოდში იქნება, – ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტის კითხვას, როგორ შეივსებს სახელმწიფო ბიუჯეტი საშემოსავლო დანაკლისს და ხომ არ იგეგმება დამატებითი ფინანსების მოძიება. მაჭავარიანის თქმით, ეს ძალისხმევა სწორედ იქითკენაა მიმართული, რომ ეკონომიკა განვითარების ორგანულ ნიშნულს დაუბრუნდეს. “საბოლოო ჯამში, რასაკვირველია, ...

Read More »