Home » 2020 » March » 12 (page 3)

Daily Archives: March 12, 2020

საქართველო – ბელარუსი უმაყურებლოდ გაიმართება

უეფას ერთა ლიგის პლეიოფის მატჩი საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის 26 მარტს უმაყურებლოდ გაიმართება. ამის შესახებ ინფორამცია adjarasport.com-მა მოიპოვა. ევროპული ფეხბურთის ასოციაციებმა უეფასგან შესაბამისი მოთხოვნა მიიღეს. უეფა კორონავირუსის საფრთხის თავიდან ასაცილებლად, მარტში დაგეგმილ ყველა სანაკრებო მატჩს უმაყურებლოდ ჩაატარებს.

Read More »

იტალიაში ყველა დაწესებულება დაიხურა, სურსათის მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა

BBC-ის ინფორმაციით, იტალიაში სურსათის მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა, ყველა დაწესებულება დაიხურა. იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯუზეპე კონტეს განცხადებით, დაიკეტება ყველა ბარი და რესტორანი. მანამდე იტალიაში დროებით დაიკეტა სკოლები, ბაღები, მუზეუმები, ღამის კლუბები, სპორტული დარბაზები და სხვა ადგილები ქვეყნის მასშტაბით. პრემიერ-მინისტრმა სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ შეზღუდვები 25 მარტამდე იქნება ძალაში. ამ დროისთვის იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 12 000-ზე მეტია, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი კი 827-ს ...

Read More »

კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე საავადმყოფოდან გაწერეს

საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე, რომელიც იტალიაში იმყოფება, საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. „როგორც თქვენთვის ცნობილია, იტალიაში იყო საქართველოს მოქალაქე, რომელიც იყო დაინფიცირებული და გადიოდა შესაბამის პროცედურებს საავადმყოფოში. ჩვენი მოქალაქე უკვე გაწერეს საავადმყოფოდან. საბოლოო გამოჯანმრთელებამდე მან მაინც აუცილებლად უნდა გაიაროს საკარანტინო პროცედურები და დარწმუნებული ვარ ჯანმრთელი დაუბრუნდება თავის ოჯახს“, – აღნიშნა ...

Read More »

14-დღიან საკარანტინო რეჟიმს გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ავსტრიიდან და ესპანეთიდან დაბრუნებული მოქალაქეებიც გაივლიან

საქართველოს საზღვარზე შემოსვლის შეზღუდულ რეჟიმს გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია და ესპანეთი ემატება. ამასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ყველა მოქალაქე, ვინც ამ ქვეყნებიდან დაბრუნდება, 14 დღიან საკარანტინო რეჟიმს გაივლის, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა კი საზღვარზე კორონავირუსზე კვლევის ცნობა უნდა წარადგინონ ან მათაც საკარანტო რეჟიმი გაიარონ. „მკაცრდება საქართველოს საზღვარზე შემოსვლის, როგორც ჩვენი მოქალაქეების, ასევე უცხო ქვეყნის რეზიდენტების რეჟიმი. მოგეხსენებათ, რომ ...

Read More »

გახარია – ეკონომიკურ გუნდს ევალება, დღის ბოლომდე შეიმუშაოს ეკონომიკური სტიმულირების კონკრეტული გეგმა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული ვითარების გამო, ეკონომიკურ გუნდს დაავალა, დღის ბოლომდე ეკონომიკური სტიმულირების კონკრეტული გეგმა წარმოადგინონ. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეფექტიანად უპასუხოს იმ გამოწვევებს, რაც კორონავირუსის გავრცელებით შესაძლოა, ქვეყნის ეკონომიკას მიადგეს. „პირველ რიგში, ჩვენი გამოწვევა და ვალდებულებაა, ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, თუმცა ამასთან ერთად, ყველას კარგად გვესმის, რომ ასევე პრიორიტეტია ვიზრუნოთ ...

Read More »

პედიატრი – ბავშვებს ხელები სპირტის შემცველი ხსნარით არ დაუმუშაოთ, ქუჩიდან შესულები ნუ აკოცებთ და მიეცით დიდი რაოდენობით სითხე

პედიატრი ინგა მამუჩაშვილი ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის თვალსაზრისით მშობლებს რეკომენდაციით მიმართავს. როგორც პედიატრმა “პალიტრანიუსის” გადაცემაში “დღის თემა” აღნიშნა, რომ პირველ რიგში აუცილებელია, სახლში მისვლის შემდეგ მშობლებმა ბავშვებთან მიახლოვებამდე ყველა ჰიგიენური წესი დაიცვან. მისი თქმით, მნიშვნელოვანია მშობლებმა პატარები ხშირად გაიყვანონ სუფთა ჰაერზე, თუმცა ასეთ შემთხვევაში აუცილებელია დაცული იყოს გარკვეული დისტანცია. „ზოგადად, რეკომენდაციები ამ ვირუსთან დაკავშირებით არის საერთო. მე მინდა მოვუწოდო მშობლებს, ...

Read More »

თბილისის მერია 13 მარტიდან გარკვეული სერვისების მიწოდებას ზღუდავს

კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო, თბილისის მერია 13 მარტიდან გარკვეული სერვისების მიწოდებას ზღუდავს. შესაბამისი განცხადება ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ გააკეთა. „მოგეხსენებათ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი კორონა ვირუსი პანდემიად გამოაცხადა, რაც მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში შესაბამისი ღონისძიებების გატარებას მოითხოვს. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საქართველოს მთავრობა, შესაბამისი სამსახურები სრულად აკონტროლებენ ვითარებას; მთავარია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა გამოვიჩინოთ მაქსიმალური პასუხისმგებლობა, როგორც ...

Read More »

სახელმწიფო უწყებებს და კერძო სტრუქტურებს ეძლევა რეკომენდაცია, გადავიდნენ დისტანციური შრომის პირობებზე – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია სახელმწიფო უწყებებსა და კერძო ორგანიზაციებს რეკომენდაციით მიმართავს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შესაძლებლობების ფარგლებში, დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ. როგორც გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მნიშვნელოვანია, ამ ნაბიჯმა მთავრობის ეფექტურ მუშაობას ხელი არ შეუშალოს. „საქართველოს მთავრობას და ყველა სახელმწიფო უწყებას ეძლევა რეკომენდაცია, მაქსიმალურად, შესაძლებლობების ფარგლებში, გადავიდნენ დისტანციური შრომის პირობებზე და თითოეული თანამშრომელი, რომლის ადგილზე ყოფნა არ არის აუცილებელი, იყოს დისტანციურ რეჟიმში გადაყვანილი. ...

Read More »

გიორგი გახარია – მთავრობა 24 საათის განმავლობაში მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის

პირველ რიგში მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ახლა არ არის პანიკის დრო. ახლა ერთიანობის და ეფექტური მოქმედების დროა,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, მთავრობის ყველა ორგანო 24 საათის განმავლობაში მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. „მოგეხსენებათ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გუშინ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში საკოორდინაციო საბჭო ბოლო კვირების განმავლობაში აქტიურად მუშაობს და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული კორონავირუსის პანდემიასთან მზაობის ...

Read More »

დონალდ ტრამპმა ევროპიდან აშშ-ში შესვლა 1 თვით აკრძალა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპიდან აშშ-ის მიმართულებით ავიარეისებზე შეზღუდვები დააწესა. ამის შესახებ პრეზიდენტმა განცხადება „ტვიტერის“ მეშვეობით გაავრცელა. „გთხოვთ, გაითვალისწინოთ, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისა და ბიზნესისთვის, იცოდნენ, რომ ევროპიდან მგზავრობაზე დაწესებული 30-დღიანი შეზღუდვა არანაირად არ შეეხება ვაჭრობას. შეზღუდვები აჩერებს ხალხს და არა ტვირთებს”, – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა.

Read More »