Home » 2020 » March » 12 (page 2)

Daily Archives: March 12, 2020

“მითხრეს კარანტინში უნდა წავსულიყავით, ვინაიდან რომის აეროპორტის ჰაერი ჩავისუნთქეთ”

კარანტინში გადაყვანილი მოქალაქე, ამირან მაკარიძე სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს, სადაც ის თავის ისტორიაზე წერს. გთავაზობთ პოსტს უცვლელად: “სამოთხიდან ჯოჯოხეთში(მონოლოგი) სათაური გაზვიადებული არ გეგონოთ..ამჟამად ვიმყოფები საჩხერის ერთ-ერთ სასტუმროში, სრულიად ჯანმრთელი, მაგრამ უკიდურესად გაბრაზებული იმ ტრაგი-კომიკური სიტუაციის გამო, რაშიც აღმოვჩნდი.მოკლედ, 1 მარტს გავემგზავრე კოლეგებთან ერთად ხმელთაშუა ზღვის კრუიზზე. 1-წლიანი უშვებულებო შრომის შემდეგ ჩემთვის ეს იყო საუკეთესო შანსი დასვენებისთვის. თბილისი-კიევი-რომის რეისით ჩავფრინდით ...

Read More »

საქართველოს მთავრობა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავრობის კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღმასრულებელი ხელისუფლება კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში მიღებულ გადაწყვეტილებებსა და გადადმულ ნაბიჯებს განმარტავს. „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა კორონავირუსის პანდემია. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ქვეყანაში არსებული ვითარების და გლობალური სიტუაციის გათვალისწინებით ინტენსიურად მუშაობს და, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოცხადებული პანდემიისთვის მზაობის შესაბამისად, ახორციელებს საკუთარ სამოქმედო გეგმას. მსოფლიოს ...

Read More »

სავალუტო ბაზარზე დიდი სპეკულაცია დაიწყო!

არც ერთი მეზობელი ქვეყნის ვალუტა არ უფასურდება, საქართველოში კი 1 დოლარი უკვე 3 ლარი ღირს ძლივს გამყარებული ეროვნული ვალუტა უფასურდება. სავალუტო ბაზარზე სპეკულაცია დაიწყო. 2 დღეში ლარი-დოლარის გაცვლითი კურსი 2,77-დან 3,0-მდე გაიზარდა. გუშინ “ბლუმბერგის” სავაჭრო სისტემაში, გაცვლითმა კურსმა 2.96-იან ნიშნულ მიაღწია, ხოლო კომერციულ ბანკებში 3,0-ს გადააჭარბა. ეს ხდება მაშინ, როდესაც საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ამ მხრივ სრული სიმშვიდეა, მათი ვალუტები სტაბილურია ...

Read More »

კრიშტიანუ რონალდო კარანტინში გადაიყვანეს

მას შემდეგ რაც პორტუგალიელ ფეხმბურთელს, დანიელე რუგანს კორონავირუსი აღმოაჩნდა, კრიშტიანუ რონალდო კარანტინში გადავიდა. მედიის ინფორმაციით, რონალდო მადეირაში ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა, სადაც დედის მოსანახულებად ჩავიდა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ინსულტი გადაიტანა. აღსანიშნავია, რომ 8 მარტს მატჩის წინ რონალდო და რუგანი ერთად იმყოფებოდნენ და თამაშის შემდეგ საერთო ფოტოც გადაიღეს. ჯერჯერობით დაუდგენელია, დაუდასტურდა თუ არა კორონავირუსი რონალდოს. ipn.ge

Read More »

„საჭიროა მილიარდიანი სტაბილიზაციის ფონდი შეიქმნას, რომელიც ქართულ ეკონომიკას ამ გამოწვევას გადაატანინებს“

ამ მდგომარეობაში სახელმწიფოსა და ეროვნული ბანკის ჩართულობით, საჭიროა შეიქმნას 1-მილიარდიანი სტაბილიზაციის ფონდი, რომელიც გადაატანინებს ქართულ ეკონომიკას ამ გამოწვევას, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ქართულ ეკონომიკაზე კორონავირუსის გავლენებთან დაკავშირებით საუბრისას საბურთალოს რაიონული ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ხაზარაძის თქმით, ისეთ ინდუსტრიებს, რომელთაც საგადასახადო სიმძიმე ყველაზე უფრო ემუქრება, საგადასახადო შეღავათები უნდა დაუწესდეს. „ეროვნულმა ბანკმა, კომერციულმა ბანკებმა სასწრაფოდ უნდა შეადგინონ სპეციალური გეგმა, უნდა ...

Read More »

რატომ უფასურდება ლარი – ეროვნული ბანკის განმარტება

ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს, სადაც ეროვნული ვალუტის გაუფასურების რამდენიმე ფაქტორს ასახელებს. ცენტრალური ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ “საქართველოს ეროვნული ბანკი მოვლენათა ნებისმიერი განვითარებისთვის მზად არის”. “კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ბოლო დღეებში მნიშვნელოვნად გაზრდილია გაურკვევლობა როგორც საერთაშორისო, ისე რეგიონული მასშტაბით. ეს გაურკვევლობა მოლოდინების არხით გადაეცემა ფინანსურ ბაზრებს და, მათ შორის, სავალუტო კურსს, რისი შედეგიც, გამყარების ერთთვიანი პერიოდის შემდეგ, ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურებაა. ...

Read More »

კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები შესაძლოა, ქორწილებსა და ქელეხებსაც შეეხოს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით შესაძლოა, დამატებითი შეზღუდვები გახდეს საჭირო. როგორც პაატა იმნაძემ განაცხადა, მოსახლეობაც უნდა მოემზადოს, რომ შეზღუდვები გარკვეულ ეტაპზე მეტი გახდება. „ჩვენი რეკომენდაცია მთავრობისათვის იყო, რომ გარკვეულ ეტაპზე საჭირო გახდება მეტი შეზღუდვა. მაგალითად, ეს არის უპირველესად 100-კაციანი ქორწილები, ქელეხები. ეს ჩვეულებრივი ცხოვრების წესის შეზღუდვაა, მაგრამ დადგება მომენტი, როცა ეს გასაკეთებელი შეიძლება გახდეს. ამისთვის ...

Read More »

გვანცა ჩხეიძის განცხადება კომპანია „მაგთიკომის“ მიერ „მარტივი 25“ პაკეტის გაუქმების თაობაზე

გვანცა ჩხეიძის განცხადება კომპანია „მაგთიკომის“ მიერ „მარტივი 25“ პაკეტის გაუქმების თაობაზე მიმდინარე წლის მარტში, შპს „მაგთიკომმა“ გააკეთა განცხადება, იმის შესახებ, რომ 6 აპრილიდან, პაკეტი „მარტივი 25“-ის გააქტიურება მომხმარებლებისთვის აღარ იქნებოდა შესაძლებელი. აღნიშნული განცხადებისა და საკითხთან დაკავშირებით სამსახურში გაზრდილი მომართვიანობის საფუძველზე, მომხმარებელთა დაცვის მიზნიდან გამომდინარე, კომუნიკაციების ომბუდსმენმა გვანცა ჩხეიძემ მიმართა შპს „მაგთიკომს“ რეკომენდაციით, გაეთვალისწინებინა იმ მომხმარებელთა ინტერესები, რომლებიც არ არიან მობილური ...

Read More »

ფინანსთა მინისტრი – ლარზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი – ფაქტია, რომ შოკია მსოფლიოში და ჩვეულებრივი რეაქციაა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, როდესაც მსოფლიოში შოკია, ლარის კურსზე საუბარი სწორი არ იქნება. როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, სიტუაციის დასტაბილურებამდე ლარის კურსს დააკვირდებიან, რა წონასწორულ ნიშნულს მიაღწევს. „ლარზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი. ფაქტია, რომ შოკია მსოფლიოში და ჩვეულებრივი რეაქციაა. იცით რა ხდებოდა რუსეთში, იცით რა ხდება ზოგადად მსოფლიოში, ამიტომ დღეების მიხედვით ლარის კურსზე საუბარი არ იქნება სწორი. ცოტა უნდა დასტაბილურდეს სიტუაცია როგორც მსოფლიოში, ...

Read More »

13 მარტიდან ეკონომიკის სამინისტრო დისტანციური შრომის რეჟიმზე გადადის

13 მარტიდან ეკონომიკის სამინისტრო დისტანციური შრომის რეჟიმზე გადადის. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. ამასთან, მინისტრსა და მის მოადგილეებს აღნიშნული გადაწყვეტილება არ შეეხებათ. ისინი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ. „საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გადაწყვეტილებით, 13 მარტიდან სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ ორგანიზაციებში დასაქმებული პირები დისტანციური შრომის რეჟიმზე გადადიან, რაც განპირობებულია კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით. დისტანციური ...

Read More »