Home » 2020 » March » 12

Daily Archives: March 12, 2020

ბრაზილიის პრეზიდენტის პრესმდივანს, რომელიც გასულ კვირაში დონალდ ტრამპს შეხვდა, ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა

ბრაზილიის პრეზიდენტის პრესმდივანს, რომელიც გასულ კვირაში აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდა, „კოვიდ 19“ დაუდასტურდა. „როიტერის“ ინფორმაციით, ფაბიო ვეინგარტენის ტესტმა კორონავირუსზე დადებითი შედეგი აჩვენა და საბოლოო დადასტურების მიზნით, ახლა მეორე ტესტის შედეგს ელოდება. ჟაირ ბოლსონარუს კომუნიკაციების მდივანი აშშ-ის პრეზიდენტს ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს კურორტზე შეხვდა. 1tv.ge

Read More »

ამირან გამყრელიძე – მივმართავ კერძო ჰოსპიტალურ და ფარმაცევტულ სექტორს, ნუ ისარგებლებენ შექმნილი მდგომარეობით

მივმართავ ძლიერ კერძო სექტორს საქართველოში, როგორც ჰოსპიტალურს და ამბულატორიულს, ასევე ფარმაცევტულს, ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სექტორს, რომ არ ვისარგებლოთ ამ მდგომარეობით, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, მთელ მსოფლიოში დეფიციტია გარკვეული სახარჯი მასალების, დამცველი საშუალებების და ა.შ. „შეიძლება, იყოს გარკვეული წამლების დეფიციტი. არ ვისარგებლოთ ამით და ვიყოთ სოლიდარული, ხელი შევუწყოთ, რომ მოსახლეობას მეტი ფინანსური ხელმისაწვდომობა ჰქონდეს ...

Read More »

წინასწარი შეფასებით, „მაგთიკომის“ მიერ 25-ლარიანი პაკეტის 30-ლარიანით ჩანაცვლება ტარიფის გაძვირებაა – კახა ბექაური

კომუნიკაციების კომისია შეისწავლის, არის თუ არა გაძვირება „მაგთიკომის“ მიერ 25-ლარიანი პაკეტის 30-ლარიანი პაკეტით ჩანაცვლება და რამდენად აქვს კომპანიას არსებული პაკეტის გაუქმების უფლება, – ამის შესახებ განცხადება კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა კომისიის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. მისივე თქმით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საკითხის შესწავლის დასრულებამდე კომისია აბონენტებს შუალედურ ინფორმაციას აწვდის. ამასთან, კახა ბექაურმა დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ წინასწარი შეფასებით, ეს არის ...

Read More »

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საქართველოში აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს შეხვდა

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ოფიციალური შეხვედრა გამართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, კელი დეგნანთან, რომელზედაც მხარეებმა მიმოიხილეს ორ  სახელმწიფოს შორის პარტნიორობის  საკითხები. მხარეებმა, ასევე, ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და აშშ-ის შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე და აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით ქვეყანაში მიმდინარე პროექტებზე. ფინანსთა მინისტრმა ელჩს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც აშშ-ის მთავრობა უწევს ფინანსთა სამინისტროს ფისკალური სამსახურების შესაძლებლობების ...

Read More »

აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა

აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, დაღუპულია 1969 წელს დაბადებული ქალი, რომელიც ირანში იმყოფებოდა და კარანტინი გაიარა. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ქალმა ირანში მკურნალობის კურსი გაიარა და საავადმყოფოს ქრონიკული პრობლემის გაგრძელების გამო მიმართა.

Read More »

თიბისი მზადაა დისტანციური მუშაობისთვის – ბანკის განცხადება

თიბისი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია რეგიონში, ითვალისწინებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და მზადაა უახლოეს დღეებში მაქსიმალურად და ეტაპობრივად გადავიდეს დისტანციურ მუშაობაზე. თიბისი ზრუნავს თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე და ამასთან ერთად იაზრებს პასუხისმგებლობას, რაც კომპანიის შეუფერხებლად ფუნქციონირებას უკავშირდება. თიბისის  სტრატეგია ბოლო წლების განმავლობაში დისტანციური არხების განვითარება და გაციფრულებაა, ტრანზაქციების 93% ონლაინ ხორციელდება.  განვითარებული ციფრული და დისტანციური არხები დაგვეხმარება, მაქსიმალურად ...

Read More »

ამირან გამყრელიძე – მოსახლეობის შეშინებას არ ვცდილობ, თუმცა ვერ უარვყოფ, რომ მოსალოდნელია შემთხვევების ზრდა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის შემთხვევების ზრდა არის მოსალოდნელი. მისი თქმით, შემუშავებულია პროცესების განვითარების სამი სცენარი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას, ასევე აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინსტრუმენტებს ეყრდნობა. „არ ვცდილობ, შევაშინო მოსახლეობა, პირიქით, ყოველთვის ვცდილობ, დავამშვიდო, თუმცა იმასაც ვერ უარვყოფ, რომ ქვეყანაში მოსალოდნელია შემთხვევების ზრდა, მათ შორის სერიოზული ზრდა. ჩვენ შემუშავებული გვაქვს პროცესების განვითარების სამი სცენარი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ...

Read More »

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 25-ე შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 25-ე შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გევრდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. ამასთან, ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ კარანტინის რეჟიმში 295 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 49 ადამიანი გადის.

Read More »

JPMorgan-ს თანამშრომლები დისტანციურ მუშაობაზე გადაჰყავს

JPMorgan-ს თანამშრომლები დისტანციურ მუშაობაზე გადაჰყავს. ამის შესახებ ინფორმაციას “ბლუმბერგი” ავრცელებს. გადაწყვეტილება მას შემდგომ იქნა მიღებული, რაც შტატების ხელისუფლებმა მოუწოდა ბიზნესს, მიეღოთ გადაწყვეტილიბები, რომელიც ეკონომიკური ვარდნის შესაძლებლობებს შეამცირებდა აშშ-ში. კვალიფიკაციისა და საჭიროების მიხედვით, ბანკი თანამშრომლებს ორ ნაწილად დაჰყოფს, საიდანაც ნაწილი სახლიდან იმუშავებს, ხოლო ნაწილი ოფისებიდან. JPMorgan-ის დასაქმებულთა რაოდენობა 37 000 ადამიანს შეადგენს ნიუ-იორკში. სანდრო პირველი

Read More »

“კავკასუს ონლაინი” ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, 270 000 ლარით დაჯარიმდა

კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინი“ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, კვლავ დააჯარიმა და 270 000 ლარი დააკისრა. საქმე კომპანიის წილის კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისებას ეხება. კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“  წილის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნების ვალდებულება 17 ოქტომბერს დააკისრა, თუმცა კომპანიას აღნიშნული ვალდებულება ამ დრომდე არ შეუსრულებია, რის გამოც, „კავკასუს ონლაინი“ უკვე მეოთხედ დაჯარიმდა. იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირი 1 მაისამდე აღნიშნულ ვალდებულებას კვლავ არ ...

Read More »