Home » 2020 » March » 11 (page 2)

Daily Archives: March 11, 2020

ჩინეთმა საქართველოს 420 000 დოლარის ღირებულების კორონავირუსის სწრაფი ტესტი აჩუქა

ჩინურმა მხარემ საქართველოს კორონავირუსის გამოსავლენი სწრაფი ტესტი აჩუქა. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს გადაეცემა დაახლოებით 420 000 დოლარის ღირებულების 1000 ცალი სწრაფი ტესტი შესაბამისი აღჭურვილობით. ტესტი, ასევე, გამოიყენება სხვა რესპირატორული ვირუსების გამოსავლენადაც. საქართველოს საელჩო მადლობას უხდის სიჩუანის პროვინციის მთავრობას მხარდაჭერისთვის.

Read More »

25%-იანი Cashback აქცია Mobil-ის ძრავის ზეთებზე „თეგეტა მოტორსისგან“

„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებლებს პრემიუმ ხარისხის Mobil-ის ძრავის ზეთებზე 25%-იან Cashback აქციას სთავაზობს. შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელი, რომელიც პრემიუმ ხარისხის ძრავის ზეთს შეიძენს, დახარჯული თანხის 25%-ს „თეგეტა ქარდზე“ დაიბრუნებს. დაგროვებული ქულების დახარჯვა შეგიძლიათ „თეგეტას“ ფილიალებში ყველა პროდუქტსა და სერვისზე. აღნიშნული შეთავაზებით 31 მარტის ჩათვლით ისარგებლებთ. სასურველი პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ როგორც „თეგეტას“ სერვისცენტრებში, ისე ონლაინ მაღაზიაში shop.tegetamotors.ge, სადაც წარმოდგენილია მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ ...

Read More »

ხვალ, შესაძლოა, საქართველოში კორონავირუსისგან განკურნების პირველი შემთხვევა დადასტურდეს

„შესაძლოა პაციენტი, რომელსაც საქართველოში კორონავირუსი პირველს დაუდასტურდა, ინფექციური საავადმყოფოდან ხვალ გაწეროს“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, პაციენტი იმ შემთხვევაში ჩაითვლება ჯანმრთელად, თუ 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი არ გამოუვლინდება. „პირველ ავადმყოფს ძალიან მსუბუქი მიმდინარეობა ჰქონდა. გავიდა 14 დღე მისი ავადმყოფობის. ავადმყოფობა მსუბუქ შემთხვევაში, ისევე როგორც ინკუბაციური პერიოდი, 14 ...

Read More »

კოვზანაძე – საპენსიო თანხების ინვესტირებაზე საჭიროა უფრო მეტი კომუნიკაცია და საზოგადოების ინფორმირება

„საპენსიო თანხების ინვესტირებაზე საჭიროა უფრო  მეტი კომუნიკაცია და საზოგადოების ინფორმირება, როგორც საინვესტიციო საბჭოს, ასევე  სააგენტოს მხრიდან, მოგიწოდებთ იყავით უფრო გახსნილი“ , – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საპენსიო თანხების ტრანზაქციების კანონიერებასთან დაკავშირებით დეპუტატების მხრიდან კითხვები დაისვა. როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, დაგროვებითი პენსია სიახლეა, თემა ჯერ კიდევ სენსიტიურია და საზოგადოების ნდობას დიდი მნიშვნელობა აქვს. „კარგად მახსოვს ცხარე დებატები ...

Read More »

გვენეტაძე – კორონავირუსის თანმდევმა მოვლენებმა ნავთობის ფასების რეკორდული შემცირება მოიტანა, ეს მოლოდინები გაცვლით კურსზე აისახა

საქართველოს ეროვნული ბანკი ვითარებას აკვირდება, აანალიზებს და სიტუაციიდან გამომდინარე სხვადასხვა ბერკეტის საშუალებით ადეკვატურ ზომებს მიიღებს, – ამის შესახებ ლარის კურსთან დაკავშირებით საქართველოს პირველ არხს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, კურსზე გავლენას ახდენს ახალი კორონავირუსის გავრცელების თანმდევი მოვლენების გამო შექმნილი მოლოდინები. „ლარის ნომინალური ეფექტიანი კურსი მყარდებოდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში და დაახლოებით 18 თეთრით გამყარდა, თუმცა კორონავირუსის გავრცელების თანმდევმა მოვლენებმა მოიტანა ნავთობის ფასების რეკორდული ...

Read More »

ანგელა მერკელი – ვვარაუდობთ, რომ გერმანიის მოსახლეობის 70% ვირუსით დაინფიცირდება

BBC-ის ინფორმაციით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ მოსახლეობის 60-70% შესაძლოა კორონავირუსით დაინფიცირდეს. კანცლერი ამის თაობაზე ქვეყნის ჯანდაცვის უწყებისა და სამედიცინო ექსპერტების მოსაზრებაზე დაყრდნობით აცხადებს. “ვინაიდან გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულის განკურნება ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა, სამთავრობო უწყებებმა განსაკუთრებული ყურადღება ვირუსის გავრცელების პრევენციისკენ უნდა მიმართონ. იმის გათვალისწინებით, რომ ვირუსი ვრცელდება, მოსახლეობას მის მიმართ არ აქვს იმუნიტეტი გამომუშავებული და არც ვაქცინა არ ...

Read More »

სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტებს რეკომენდაციებით მიმართავს

კორონავირუსის საფრთხის გამო, სურსათის ეროვნული სააგენტო ბიზესოპერატორებს რეკომენდაციებს აძლევს. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტების სახელმწიფო კონტროლს აქტიურად ახორციელებს და ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკის თავიდან აცილების მიზნით, ბიზნესოპერატორებს შესაბამის რეკომენდაციებს აძლევს. სააგენტო მოუწოდებს საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, გაზარდონ აღჭურვილობის/ინვენტარის ზედაპირების რეცხვა-დეზინფიცირების სიხშირე, ხოლო საჯარო სივრცეში, სადაც მომხმარებლის ნაკადი მაღალია, დაიცვან შესაბამისი ჰიგიენური ნორმები და ინტენსიურად ჩაატარონ ...

Read More »

„ლარის დევალვაციაზე კორონავირუსთან დაკავშირებული ეკონომიკური გაურკვევლობები და ნავთობის ფასის ვარდნა ახდენს გავლენას“

ლარის კურსსა და მის დევალვაციაზე ამჟამად ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული ეკონომიკური გაურკვევლობები ახდენს გავლენას, ასევე ბოლო ორი დღის განმავლობაში ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ირაკლი კოვზანაძემ განუცხადა. მისი თქმით, კურსზე გავლენა სწორედ ამ პროცესებსა და მასთან დაკავშირებულ მოლოდინებს აქვს. „აღნიშნული ორი პროცესი იწვევს ლარის დღევანდელ დევალვაციას. 15 თებერვლის შემდეგ გვქონდა ლარის გამყარება, რომელზეც გავლენას ახდენდა ეროვნული ბანკის ძვირი ფულის პოლიტიკა, მაგრამ პროცესები, ...

Read More »

ბუცხრიკიძე – პრემიერთან ერთად განვიხილეთ, რა ინიციატივების წარდგენა შეუძლია საბანკო სექტორს გამოწვევების დასაძლევად

დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ გამოწვევებს, რაც არსებობს ქართულ ეკონომიკაში. შეხვედრაზე მთლიანად ქართული საბანკო სექტორი ვიყავით წარმოდგენილი, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საბანკო სექტორთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. შეხვედრას ეკონომიკური ბლოკის მინისტრები და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ. ვახტანგ ბუცხრიკიძის თქმით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს იმის შესახებ, თუ რა ინიციატივები შეუძლია წარმოადგინოს ...

Read More »

უჰანში ბოლო დროებითი ჰოსპიტალი საზეიმოდ დაიხურა

ახალი კორონავირუსის აფეთქების ეპიცენტრში, ჩინეთის ქალაქ უჰანში, ბოლო დროებითი ჰოსპიტალი საზეიმოდ დაიხურა. საავადმყოფო COVID-19-ით დაავადებულების მისაღებად იყო მოწყობილი სტადიონებსა და საგამოფენო ცენტრებში. 

Read More »