Home » 2020 » March » 10 (page 2)

Daily Archives: March 10, 2020

1 დღეში ლარი 5 თეთრით გაუფასურდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8463 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8463 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7963 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0500 შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2274 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1931 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0343 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის ...

Read More »

თურქეთში კორონავირუსზე ყალბი ახალი ამბების გავრცელებისთვის სამართლებრივი დევნა დაწესდება

თურქეთში კორონავირუსის შესახებ სოციალურ ქსელებში ყალბი ახალი ამბებისა და ჭორების გავრცელების ფაქტზე სამართლებრივი დევნა დაწესდება. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული გამოცემა „დეილი საბაჰი“ ავრცელებს. როგორც თურქეთის უსაფრთხოების გენერალურ დირექტორატში განაცხადეს, სამართალდამცველები შეამოწმებენ სოციალური მედიის პლატფორმებს და ისეთი ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, რომელმაც შეიძლება, მოსახლეობაში პანიკა გამოიწვიოს, მის წაშლას მოითხოვენ. დარღვევის გამეორება ბრალის წაყენებას ითვალისწინებს. „დეილი საბაჰი“ წერს, რომ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების ...

Read More »

ამირან გამყრელიძე – ქვეყანაში სიტუაცია კონტროლირებადია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში სიტუაცია კონტროლირებადია. როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 15:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 15 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. “ჯამში 466 შესაძლო შემთხვევა იყო, რომელიც საჭიროებდა კვლევას. აქედან კი კორონავირუსის დადასტურებული ოდენობა არის კვლავ 15. მათგან 2 უკავშირდება ირანში მოგზაურობას, 1 ესპანეთს, 7 იტალიას, ხოლო 5 იტალიაში მოგზაურებთან კონტაქტს“ , – ...

Read More »

თიბისი მომხმარებელს დისტანციური მომსახურებით სარგებლობას ურჩევს

თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, დისტანციურად შეასრულონ საბანკო ოპერაციები. თიბისის ტრანზაქციების 95% ფილიალში მისვლის გარეშე ხორციელდება.  შესაბამისად, ბანკს აქვს რესურსი მომხმარებელს ონლაინარხების საშუალებით სრულყოფილი მომსახურება გაუწიოს. თიბისის დისტანციური არხების – მობაილ და ინტერნეტბანკის დახმარებით შესაძლებელია  სწრაფად და მარტივად შემდეგი ტრანზაქციების განხორციელება: -თანხის გადარიცხვა ანგარიშის ან მობილურის ნომრით; –  კომუნალური გადასახადების გადახდა სახლიდან გაუსვლელად; – საბანკო ბარათის შეკვეთა ან განახლება  და ნაღდი ფულის ...

Read More »

ოზურგეთში იტალიიდან ჩასულმა ქალმა თვითიზოლაციის წესი დაარღვია და ქუჩაში სეირნობდა

ოზურგეთში იტალიიდან ჩასულმა მოქალაქემ თვითიზოლაციის წესი დაარღვია. მის საცხოვრებელ სახლთან მობილიზებილი არიან პოლიცია და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები. როგორც ცენტრში განმარტეს, შევიდა შეტყობინება, რომ თვითიზოლაციაში მყოფი ქალი ქუჩაში სეირნობდა. „არც ქალი უარყოფს ფაქტის. ის გვიან ღამით ქუჩაში სასეირნოდ გასულა. არ ყოფილა თავშეყრის ადგილებში. ეს ქალბატონი იტალიიდან მარტში ჩამოვიდა. ამ ეტაპზე ჯანმრთელია. სავარაუდოდ კარანტინში გადავიყვანთ“, – განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ...

Read More »

კორონავირუსით დაინფიცირებული 100 წლის კაცი გამოჯანმრთელდა

CNN-ის ინფორმაციით, ჩინეთში, კერძოდ კი უხანში, 100 წლის კაცი, რომელსაც ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების დიაგნოზი ჰქონდა დასმული, განიკურნა და საავადმყოფოდან გაწერეს. აღსანიშნავია, რომ ის ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირებული ყველაზე ასაკოვანი პაციენტი იყო. ვირუსის გარდა, მას ალცჰაიმერი, ჰიპერტენზია და გულის შეტევაც ჰქონდა.

Read More »

პაატა იმნაძე: ახალგაზრდები ადვილად გადაიტანთ კორონავირუსს, მაგრამ თქვენ უფროს თაობას სასიკვდილო რისკის ქვეშ აყენებთ

საქართველო არის დედამიწაზე, დედამიწაზე რაც ხდება, საქართველოშიც რა თქმა უნდა ეს მოხდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის დილის” ეთერში განაცხადა. მან ასევე საზღვარგარეთიდან ჩამოსულ ახალგაზრდებს მიმართა და სთხოვა, რომ ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოსვლის შემთხვევაში, დარჩნენ თვითიზოლაციაში და საფრთხე არ შეუქმნან უფროს თაობას. „მინდა გაითვალისწინოთ, რომ კორონავირუსს ახალგაზრდები ადვილად გადაიტანთ, მაგრამ ...

Read More »

გერმანიაში ლენინის ძეგლის დადგმას აპირებენ

გამოცემა Deutsche Welle-ს ინფორმაციით, გერმანიაში, შესაძლოა, ვლადიმერ ლენინის ძეგლი გაჩნდეს. როგორც გამოცემა წერს, 6 მარტს გერმანიის ქალაქ გელზენკირხენის სასამართლომ გააუქმა დადგენილება ლენინის ძეგლის დადგმის აკრძალვის თაობაზე, რომელიც ქალაქის მმართველობამ მიიღო. ქალაქის მმართველობაში აცხადებდნენ, რომ ძეგლის დადგმა იმ ისტორიული შენობის წინ იგეგმებოდა, რომელსაც არქიტექტურული ძეგლის სტატუსი აქვს. სასამართლომ ეს არგუმენტი არ გაითვალისწინა. გელზენკირხენის ადმინისტრაცია ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. რაც შეეხება ძეგლის ...

Read More »

ამირან გამყრელიძე – კარგია, რომ სოლიდარობა გაჩნდა ქვეყანაში და ძალიან ბევრმა ბიზნესმენმა გამოთქვა ქვეყნის დახმარების სურვილი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კარგია სოლიდარობა, რომელსაც კორონავირუსთან დაკავშირებით ბიზნესმენები იჩენენ. „კარგია, რომ სოლიდარობა გაჩნდა ქვეყანაში და ძალიან ბევრმა ბიზნესმენმა გამოთქვა ქვეყნის დახმარების სურვილი. მაგალითად, ერთ-ერთი სტამბა დაგვიკავშირდა და სრულიად უსასყიდლოდ დაგიბეჭდავს საპრომოციო მასალას. კიდევ ერთი დაგვიკავშირდა, რაში შეგვიძლია, რომ დაგეხმაროთო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ბოლო მონაცემებით, საქართველოში დაფიქსირებულია კორონავირუსის 15 დადასტურებული შემთხვევა, კარანტინის რეჟიმშია 178 ადამიანი, ...

Read More »

ჰაკერების მიერ ინტერნეტ ტოტალიზატორების საშუალებით ათეულობით მოქალაქის პირადი ანგარიშიდან თანხების მოხსნის მასშტაბური საქმე გაიხსნა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასშტაბური კიბერთაღლითობის საქმე გახსნა. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, დაზარალებული ათეულობით მოქალაქეა, ზარალი კი 35 ათას ლარს აჭარბებს. სამართალდამცავებმა მოქალაქეების კუთვნილი თანხების დაუფლებისთვის 4 პირი დააკავეს. სააგენტოს ინფორმაციით, ბრალდებულები დაზარალებულების პირად მონაცემებს იპარავდნენ და ინტერნეტ ტოტალიზატორების საშუალებით მათ სოლიდურ თანხებს საკუთარ ანგარიშზე ირიცხავდნენ.

Read More »