Home » 2020 » March » 10

Daily Archives: March 10, 2020

„რატომ არ მეშინია კორონავირუსის“ – ცნობილი ინფექციონისტის პოსტი მილიონზე მეტი გაზიარებით

კანადელმა ინფექციონისტმა სოციალურ ქსელში კორონავირუსის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა და საზოგადოებას მოუწოდა ვირუსის არ შეეშინდეთ. ამის შესახებ ინფორმაციას „Mirror“ ავრცელებს. კორონავირუსის ეპიდემიამ გლობალური პანიკის შექმნა გამოიწვია. ადამიანებმა სასწრაფოდ სუპერმარკეტებს მიაშურეს იმისთვის, რომ ყველა საჭირო პროდუქტი – ტუალეტის ქაღალდიდან დაწყებული სადეზინფექციო საშუალებებით დამთავრებული, რაც შეიძლება სწრაფად მოემარაგებინათ. ვირუსის გამო ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიება გაუქმდა ან დროებით გადაიდო. მაგრამ, რეალურად რამდენად უნდა გვეშინოდეს ავადმყოფობის? მიუხედავად იმისა, რომ COVID-19 ბოლო პერიოდში ...

Read More »

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 126 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 46 პაციენტი რჩება. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

Read More »

საქართველოს მოქალაქეები იტალიიდან სპეციალური რეისით დაბრუნდნენ

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ Georgian Airways-ის ორი თვითმფრინავი დაფრინდა, რომლებმაც რომი-თბილისის სპეციალური რეისი შეასრულეს და სამშობლოში საქართველოს მოქალაქეები ჩამოიყვანეს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, თვითმფირინავში უსაფრთხოების შესაბამისი ზომები იყო დაცული.მისივე თქმით, სამშობლოში დღეს 156 ადამიანი დაბრუნდა. „156 ადამიანი გამოცხადდა აეროპორტში. მანამდე პროცედურა იყო შემდეგი: ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ჰქონდა ბილეთი ან ჯავშანი, უნდა გაეგზავნა ეს ბილეთი, ჯავშანი და საპასპორტო ...

Read More »

კორონავირუსის გაგრძელების შემთხვევაში, იტალიაში იპოთეკური სესხების გადახდა შეჩერდება

BBC-ის ინფორმაციით, კორონავირუსის გაგრძელების შემთხვევაში, იტალიაში იპოთეკურ სესხებზე გადახდა შეჩერდება. ამის შესახებ იტალიის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ლაურა კასტელი აცხადებს. მინისტრის მოადგილემ ამის შესახებ რადიო Anch’io-ს განუცხადა. მისივე თქმით, ეს იქნება ერთ-ერთი ღონისძიება კორონავირუსისგან გამოწვეული ზარალის შესამსუბუქებლად ოჯახებისთვის. იტალიური საბანკო ლობისტური ფირმის, ABI ჯგუფის განცხადებით, ისინი “საგადასახადო არდადეგებს” შესთავაზებენ როგორც ფირმებს, ასევე ოჯახებს. შეგახსენებთ, რომ იტალიამ კორონავირუსის გავრცელების გამო, თავი წითელ ...

Read More »

თამარ გაბუნია: კორონავირუსის შემთხვევების 80%-ზე მეტი არის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ კორონავირუსის ევროპის ქვეყნებში გავრცელებასთან დაკავშირებით და საქართველოში მიმდინარე პროცესებზე „დღის ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ ჩინეთის მაგალითი მოიყვანა და აღნიშნა, რომ ჩინეთის ძალიან წარმატებული გამოცდილება, რომელიც კოორდინირებული მუშაობის შედეგია, ჩვენც შეგვიძლია გავიზიაროთ. „ჩინეთში რამდენიმემილიონიანი ქალაქი ძალიან მალე მოექცა კარანტინში და დღემდე გრძელდება ეს ღონისძიება. ჩინეთმა თავიდან გამოიყენა სიმპტომური მკურნალობა დაავადების მიმართ, თუმცა, შემდეგ, ეტაპობრივად, ...

Read More »

თამარ გაბუნია კორონავირუსზე: უსაფრთხოების ზომად რჩება აქტიური პრევენციული ღონისძიებები საზღვრებზე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ კორონავირუსის ევროპის ქვეყნებში გავრცელებასთან დაკავშირებით და საქართველოში მიმდინარე პროცესებზე „დღის ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა. „ზოგადად, ბოლო პერიოდში, ვირუსის გავრცელების არეალი კიდევ უფრო ფართოვდება, ვიდრე ეს იყო მისი გამოჩენისთანავე. ბევრი ქვეყანა უკვე მიმართავს თავისი მოქალაქეების სხვა ქვეყნებში მოგზაურობების შეზღუდვას. ჩვენც მოვუწოდებთ ყველა მოქალაქეს, თუ არ არის უკიდურესი აუცილებლობა, თავი შეიკავონ მოგზაურობისგან. რაც შეეხება ფრენების შეზღუდვას, ჩვენი ...

Read More »

პაატა იმნაძე განმარტავს, რა შემთხვევაშია საჭირო კორონავირუსზე ტესტის ჩატარება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსზე ლაბორატორიული ანალიზი მხოლოდ მაშინ უნდა გაკეთდეს, თუ პაციენტს ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები გამოუვლინდება. „ძალიან დიდ ჯგუფს რატომღაც ჰგონია, რომ ლაბორატორიული კვლევა ეს არის პანაცეა, განსაკუთრებით ჩამოსულებს, განსაკუთრებით ვინც არიან დაკვირვებაზე, კარანტინში, თვითიზოლაციაში და ა.შ. ძალიან კარგად დავიმახსოვროთ, ანალიზი სანამ ადამიანი ავად არ გახდება, არის უარყოფითი ანუ კიდევ ერთხელ ვამბობ, ...

Read More »

კორონავირუსის პრევენციის გამო, ბათუმში მძღოლები დაჯარიმდებიან, თუ ფეხზე მდგომი მგზავრები ეყოლებათ

ბათუმში მძღოლებს დააჯარიმებენ, თუ ისინი სამარშრუტო ტაქსებში იმაზე მეტ მგზავრს დაუშვებენ, ვიდრე შესაბამისი სავარძლები აქვთ, ან მოქალაქეებს ფეხზე დააყენებენ – ამის შესახებ ინფორმაცია ბათუმის მერიამ გაავრცელა. თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება კორონავირუსის პრევენციის გამო მიიღეს.  მძღოლებს დღეს ოფიციალურად გააფრთხილებენ. რეგულაციების დარღვევის გამო კი მძღოლებს 100 ლარით დააჯარიმებენ. 

Read More »

საპატრიარქო დავით გარეჯთან დაკავშირებით გიორგი გახარიასადმი ილია II-ის წერილს აქვეყნებს

საქართველოს საპატრიარქო დავით გარეჯთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასადმი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის წერილს აქვეყნებს. „მოგესალმებით პატივისცემით და მოგმართავთ ჩვენი აზრით მეტად მნიშვნელოვანი საკითხის გამო. საქმე ეხება ორ მნიშვნელოვან მონასტერს- უდაბნოს და ჩიჩხიტურს . იურიდიულად და კარტოგრაფიულად ყველაფერი ნათელია. საქართველოს ხელისუფლებას აზერბაიჯანის მხარესთან 1938 წლის 5-7 მარტს და 1996 წლის 13 ივნისს ორმხრივად მიღწეული აქვს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო საზღვარი უნდა გაივლოს ...

Read More »

საქართველოს რამდენიმე დღეში კორონავირუსის სწრაფი ტესტი ექნება

“ჩინეთმა გააკეთა სწრაფი ტესტები, რომელსაც ჩინეთის ერთ-ერთი პროვინცია გადმოგვცემს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, რამდენიმე დღეში საქართველოს კორონავირუსის სწრაფი ტესტები ექნება. “ჩინეთმა გააკეთა სწრაფი ტესტები, რომელსაც ჩინეთის ერთ-ერთი პროვინცია გადმოგვცემს. დაახლოებით, 1000 ტესტს, მაგრამ ესენი ჯერჯერობით არ არის ვალიდირებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ. ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად მიდის და არ ...

Read More »