Home » 2020 » March » 09 (page 3)

Daily Archives: March 9, 2020

სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულმა ჩინეთის მოქალაქეებმა კარანტინი გაიარეს და კორონავირუსის სიმპტომები არ გამოუვლინდათ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გზების სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული ჩინური კომპანიის იმ თანამშრომლებმა, რომლებიც ჩინეთის მოქალაქეები არიან და იანვრის თვეში ჩინეთში იმყოფებოდნენ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილი საკარანტინო პერიოდი გაიარეს. უწყების ცნობით, არც ერთ მათგანს კორონავირუსის სიმპტომი კარანტინის სრული პერიოდის განმავლობაში არ გამოუვლინდა. ჩინეთის მოქალაქეებმა შესაბამისი შემოწმების შემდეგ, საკარანტინო პერიოდი გაიარეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და ...

Read More »

„ევექსი ჰოსპიტლები“ განცხადებას ავრცელებს

მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ხშირად ვრცელდება დაუზუსტებელი ინფორმაცია, რასაც საზოგადოება შეცდომაში შეყავს, – ამის შესახებ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც „ევექსი ჰოსპიტლები“ ავრცელებს. „ჩვენს სათაო ოფისის შენობაში, სადაც საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის რამდენიმე კომპანია: ევექსი ჰოსპიტლები, ევექსი კლინიკები და გეფაა განთავსებული, 5 მარტს გეფას ერთ თანამშრომელში დაფიქსირდა კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა. აღნიშნული პირი პირადი ვიზიტით იმყოფებოდა იტალიაში. საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ, მან გაიარა პროტოკოლით გაწერილი პროცედურა ...

Read More »

მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასი 1991 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა

მსოფლიო ბაზრებზე ბარელი ნავთობის ფასი 31 დოლარამდე დაეცა. ნავთობის ფასის მსგავსი ვარდნა 1991 წლის სპარსეთის ყურის ომის შემდეგ პირველად მოხდა. ამერიკული ფინანსური გიგანტის, „გოლდმან საქს გრუფის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბარელი ნავთობის ფასი შესაძლოა, 20 დოლარამდე შემცირდეს. ნავთობის ბაზრებზე ფასები 31 პროცენტით მას შემდეგ შემცირდა, რაც ოპეკ პლუსის ალიანსში უთანხმოებას საუდის არაბეთსა და რუსეთს შორის ფასებზე დაპირისპირება მოჰყვა, რასაც სავარაუდოდ პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები ...

Read More »

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევაა დადასტურებული

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ორი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე გავრცელდა. ამავე საიტზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევაა დადასტურებული, კარანტინის რეჟიმშია 141 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 51.

Read More »