Home » 2020 » March » 09 (page 2)

Daily Archives: March 9, 2020

თბილისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის საქმეზე გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიება გაუუქმდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა თბილისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის საქმეზე დაცვის მხარის შუამდგომლობა, გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების გაუქმების თაობაზე, დააკმაყოფილა. გარდა ამისა, მოსამართლემ გააუქმა უგულავას მიერ საგამოძიებო უწყებისთვის პასპორტის ჩაბარების ვალდებულება. მოსამარათლე დაცვის მხარის დასაბუთებას დაეთანხმა. ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა პროცესზე განმარტა, რომ “ფონდების საქმეზე” უზენაესი სასამართლოს განაჩენის შემდეგ, ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიებისა და უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევის საფუძველი აღარ არსებობს. ბრალდების ...

Read More »

რითი განსხვავდება ერთმანეთისგან COVID-19 და გრიპი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს ინფორმაციას, რით განსხვავდება ერთმანეთისგან ახალი კორონავირუსი (COVID-19) და გრიპი. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ტრანსმისიის სისწრაფე ერთერთი განმასხვავებელი ნიშანია მოცემულ ორ ვირუსულ დაავადებას შორის. „გრიპს, COVID-19-თან შედარებით, აქვს შედარებით ხანმოკლე მედიანური ინკუბაციური პერიოდი (დრო ინფიცირებიდან სიმპტომების გაჩენამდე) და სერიული ინტერვალი (დრო ძირითადი შემთხვევის სიმპტომების დაწყებიდან შემდეგი შემთხვევის სიმპტომების დაწყებამდე). მიჩნეულია, რომ COVID-19-ის სერიული ინტერვალი 5-6 ...

Read More »

ბარათაშვილის ქუჩაზე ხვალიდან ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება

თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე ხვალიდან ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. აღნიშნულ ქუჩაზე 65 საპარკინგე ადგილით ხუთი ლოკაციაა გამოყოფილი, სადაც ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირება ფასიანი იქნება (ერთი საათი – ერთი ლარი), – ინფორმაციას დედაქალაქის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ზონალური პარკინგის ადგილებზე ავტომობილის მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ, სატრანსპორტო საშუალება 15 წუთით უფასოდ (სხვადასხვა ლოკაციაზე დღეში ოთხჯერ) გააჩერონ. ასევე, გამოყოფილია უფასო ადგილები ტაქსის მძღოლებისთვის და შშმ პირთათვის. ის პირები ...

Read More »

საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ ქრთამის აღების ბრალდებით პროკურორი დააკავეს

საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურორი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა. ამის შესახებ უწყებაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. მათი ინფორმაციით, პროკურორმა ბრალდებულისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ ქრთამის სახით 50 ათასი ლარი მოითხოვა. მათივე ინფორმაციით, დაკავებულმა პროკურორმა ადვოკატს განუმარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრალდებულს არ გაუფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება. ბრალდებულის ოჯახის წევრი დათანხმდა პროკურორის მოთხოვნას და პროკურორმა საპროცესო შეთანხმების გაფორმების ...

Read More »

“Abrisi • აბრისი დეველოპმენტმა” სპეციალურად მოტეხა ფიჭვი”

“Abrisi • აბრისი დეველოპმენტმა” სპეციალურად მოტეხა ფიჭვი”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოქალაქე ირაკლი მიქიანი წერს. “მიახლოებით 1 კვირის წინ, Abrisi • აბრისი დეველოპმენტმა სპეციალურად მოტეხა ფიჭვი. მოტეხა იმიტომ, რომ მოჭრის უფლება არ ჰქონდათ, და მოაწყვეს ისე, თითქოს ეს ჯანმრთელი ფიჭვი თავისით მოტყდა. ამ ხესთან ჩვენი მეზობლები მანქანებს აპარკინგებენ ხოლმე. ამ მავნებლობამდე ერთი დღით ადრე აბრისმა დააწყო დიდი საბურავები, რათა მანქანები ხის ...

Read More »

თსუ-ის დიპლომი 800 დოლარად – ეჭვმიტანილები დაკავებულები არიან

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა, თბლისში მოქმედ ერთ-ერთ ტურისტულ ოფისში ყალბი დიპლომების და სხვადასხვა დოკუმენტების დასამზადებელი მოწყობილობები ამოიღეს და სავარაუდო დამნაშავეებიც დააკავეს. ისინი ყალბ დოკუმენტებს 800 დოლარად ყიდდნენ. საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის თუ რომელი საგანმანათლებლო დაწესებულების დიპლომი გააყალბეს ეჭვმიტანილებმა, თუმცა მათ მიერვე გავრცელებულ ფოტო და ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ეს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ...

Read More »

გერმანიის მთავრობა შიდა ქართლის რეგიონში, დევნილი ოჯახებისთვის 122 სახლის აშენებას დააფინანსებს

გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლის რეგიონში, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 122 სახლი აშენდება. ოჯახებს, მშენებლობის დასრულების შემდგომ, შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, გრანტებიც გადაეცემათ. პროექტში მონაწილეობა იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეუძლიათ, რომლებიც საკუთრებაში 2020 წლის 1 თებერვლამდე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფლობენ. განაცხადების მიღება 16 მარტის ჩათვლით მიმდინარეობს. დევნილთა განსახლების საჭიროებებიდან გამომდინარე, 100 სახლი ...

Read More »

საზღვარგარეთ სამუშაო მივლინებები და სასწავლო ვიზიტები დროებით იზღუდება

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, საზღვარგარეთ სამუშაო მივლინებები და სასწავლო ვიზიტები დროებით იზღუდება. შესაბამის ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა. საბჭოს სხდომაზე საქართველოს მთავრობის მეთაურმა მოისმინა ინფორმაცია საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 15 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მსოფლიოში არსებული ზოგადი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესახებ. სხდომაზე აღინიშნა, რომ ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ძირითადად ...

Read More »

როგორ მოკლეს ადგილობრივი წარმოების თამბაქო იმპორტიორების სასარგებლოდ

მსოფლიოში ყველა ქვეყანა ცდილობს დაიცვას ადგილობრივი წარმოება და თავისუფალი ბაზრისა და კაპიტალიზმის სამშობლოდ მიჩნეული ქვეყნებიც კი ატარებენ პროტექციონისტულ პოლიტიკას ამა თუ იმ ფორმით. ჩვენს რეალობაში ეს პირიქით ხდება და გააზრებულად თუ გაუაზრებელი რეგულაციებით ადგილობრივ წარმოებას, იმპორტის სასარგებლოდ ვკლავთ. სწორედ ასეთია ადგილობრივი წარმოების თამბაქოს საქმეც. სადაც, ადგილობრივი წარმოება გაკოტრებისთვის გაიწირა. სამაგიეროდ, ამავე პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა, იმავე სახის იმპორტირებული პროდუქტის შემოდინება ქვეყანაში. ...

Read More »

”მაგთიკომი” მოსახლეობის ძარცვას აგრძელებს – ტარიფი ”მარტივი 25” ძვირდება

”მაგთიკომი” 6 აპრილიდან, “მარტივი 25”-ის პაკეტს აუქმებს და მის ნაცვლად გაძვირებული პაკეტი ”მარტივი 30” ამოქმედდება, ამის შესახებ კომპანიამ მომხმარებლებს შეტყობინებით უკვე აცნობა. “სიახლე! 06.04.2020-დან პაკეტი “მარტივი 25”-ის გაუქმებასთან დაკავშირებით, მაგთიკომი გთავაზობთ ახალ პაკეტს “მარტივი 30″ 3 000 მეგაბაიტი უსწრაფესი ინტერნეტით, ულიმიტო ზარებითა და ულიმიტო სმს-ებით, თვეში 30 ლარად”, – ნათქვამია კომპანიის მიერ მომხმარებლებისთვის დაგზავნილ შეტყობინებაში. აღსანიშნავია, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება ...

Read More »