Home » 2020 » March » 09

Daily Archives: March 9, 2020

ნიკა გვარამია ამირან გამყრელიძეს ბოდიშს უხდის

ტელეკომპანია “მთავარის” დამფუძნებელი და დირექტორი ნიკა გვარამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ამირან გამყრელიძეს ბოდიშს უხდის. “არასდროს არ გამიგია ბატონი ამირანის ტრაგედიის თაობაზე. ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი, თუ ტკივილი მივაყენე ჩემი დაუფიქრებელი სტატუსით. ნიკას გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ჩემს სამშობლოს ვუსურვებ კორონა ვირუსის უსწრაფესად დამარცხებას და არასდროს იმგვარ პოლარიზებულ პოლიტიკურ სიტუაციას, როცა საერთო საფრთხის წინაშე ისე გაგვიჭირდება გაერთიანება, როგორც დღეს. სიყვარული გვაერთიანებს” ...

Read More »

გენადი არველაძე: ვრჩები თვითიზოლაციაში, ანალიზის პასუხს აუცილებლად გამოვაქვეყნებ

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, მას შეხება ჰქონდა მეგობართან, რომელიც კორონავირუსის მატარებელი აღმოჩნდა, ამიტომ თვითიზოლაცია გადაწყვიტა.  „მეგობრებო,  გაცნობებთ, რომ ვიმყოფები თვითიზოლაციის რეჟიმში, ვინაიდან მქონდა შეხება მეგობართან საქართველოში, რომელიც, სამწუხაროდ, კორონავირუსის მატარებელი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ვირუსთან დაკავშირებული არცერთი სიმპტომი არ მაქვს, დაუყოვნებლივ მივმართე ექიმს და გავიარე კონსულტაცია საჭირო ქმედებებთან დაკავშირებით. ...

Read More »

ამირან გამყრელიძე – კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა ქვეყანაში მოიმატებს, მზადყოფნის რეჟიმი უფრო და უფრო უნდა გაძლიერდეს

კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა ქვეყანაში მოიმატებს, შესაბამისად, მზადყოფნის რეჟიმი უფრო და უფრო უნდა გაძლიერდეს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოებში მოთავსებული 15 პირის მდგომარეობა უმრავლეს შემთხვევაში დამაკმაყოფილებელია, თუმცა 4 პირი არის შედარებით საყურადღებო. დამაკმაყოფილებელია ბოლო 2 პაციენტის მდგომარეობაც. მიმდინარეობს დამატებითი კლინიკური კვლევები და შესაბამისი მონიტორინგი. „რაც შეეხება პროგნოზს, ...

Read More »

საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 7%-ით გაიზარდა

2020 წლის იანვარ-თებერვალში ექსპორტირებული ღვინის ღირებულებამ 31 მლნ $ შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 7%-ით აღემატება. მსოფლიოს 39 ქვეყანაში 12,1 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც გასული წლის ამავე პერიოდის იდენტური მაჩვენებელია. ექსპორტის ზრდის კარგი ტენდენცია დაფიქსირდა ევროპის ქვეყნების,იაპონიისა და კანადის მიმართულებით. წლის დასაწყისში ღვინის, ბრენდი, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტი 140-მა კომპანიამ განახორციელა.  ღვინის, ბრენდი, ...

Read More »

ფოთში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის და ქსელის მშენებლობა მიმდინარეობს

ქალაქ ფოთში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის და ქსელის მშენებლობა მიმდინარეობს. დაგეგმილია 𝟏𝟒𝟓 კმ საკანალიზაციო ქსელის მოწყობა და 𝟐𝟖 ერთეული სატუმბი სადგურის მშენებლობა. პროექტის განხორციელება ქალაქ ფოთს წყალარინების სრულიად ახალი ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფს. გამწმენდი ნაგებობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, მნიშვნელოვნად შემცირდება გარემოს დაბინძურების რისკები რეგიონში. პროექტს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს.

Read More »

5 რჩევა თიბისისგან, როგორ შევამციროთ ნაღდი ფულის გამოყენება

ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო შესაძლოა ნაღდი ფული იყოს, ამიტომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, უმჯობესია მის გამოყენებას მოვერიდოთ. დღესდღეობით ნაღდი ფულის მრავალი ალტერნატივა არსებობს. თიბისი 5 მათგანის შესახებ უზიარებს მომხმარებელს ინფორმაციას: · დისტანციური არხები ნებისმიერი ტრანზაქციისთვის თიბისის მობაილ ან ინტერნეტბანკით შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად სასურველი ტრანზაქციის შესრულება: მობილურის ბალანსის შევსება, კომუნალურების გადახდა, თანხის გადარიცხვა. · Apple Wallet მომხმარებლებს, რომლებსაც Apple-ის სმარტფონი აქვთ, შეუძლიათ ...

Read More »

„დელტას“ ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „დელტას“ თანამშრომლებს ზურაბ აზარაშვილი პირადად წარუდგინა. მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება „დელტას“ პოტენციალზე გაამახვილა. ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ახალი მენეჯმენტისთვის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი თანამშრომლებისთვის შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნა იქნება. „ჩვენი მთავარი მიზანია „დელტაში“ მომუშავე თითოეული თანამშრომელი იყოს კმაყოფილი. ჩვენ უზრუნველვყოფთ ...

Read More »

რატომ არ დაფიქსირებულა კორონავირუსი ამ დრომდე თურქეთში – ექსპერტები საუბრობენ, თუ რა არის ამის მიზეზი

მსოფლიო  კორონავირუსს უკვე მესამე თვეა ვერ ამარცხებს. ახალ ვირუსთან მედიცინა, ჯერჯერობით, უძლურია. არსებული ინფორმაციით, დაავადების გავრცელების დინამიკამ  ჩინეთში იკლო, რასაც ვერ ვიტყვით მსოფლიოს სხვა ქვეყნებზე. ევროპაში ტურისტებისთვის საყვარელი ქალაქები დაცარიელდა. ყველაზე ნათლად კორონავირუსის კვალი იტალიას დაეტყო. იტა­ლი­ა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით ევ­რო­პის ქვეყ­ნებს შო­რის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ვი­თა­რე­ბაა. ქვეყნის ხელისუფლებამ ლომ­ბარ­დი­ის რე­გი­ო­ნი­სა და კი­დევ 14 პრო­ვინ­ცი­ის ჩა­კეტვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. სა­ვალ­დე­ბუ­ლო კა­რან­ტინ­ში და­ახ­ლო­ე­ბით ...

Read More »

იაპონიის ხელისუფლება ჩინელი ტურისტების უკმარისობის გამო კომპანიებს $4,7 მილიარდით დაეხმარება

იაპონიის ხელისუფლება გეგმავს 500 მილიარდი იენის ანუ 4 მილიარდი 700 მილიონი დოლარის გამოყოფას კომპანიებისთვის, რომლებიც ჩინელი ტურისტების არყოლის გამო ყველაზე მეტად ზარალდებიან – ამის შესახებ იაპონიის მმართველი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის გენერალურმა მდივანმა განაცხადა. როგორც მანამდე გახდა ცნობილი, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე იაპონიასა და კონტინენტურ ჩინეთს შორის ფრენები 80%-ით შემცირდა. თავად იაპონიაში კი კორონავირუსით დაინფიცირების ათას 056 შემთხვევაა გამოვლენილი. 60 მათგანი მძიმე მდგომარეობაშია. ...

Read More »

კორონავირუსის გამო, ირანში 70 000 პატიმარი ციხეებიდან დროებით გაათავისუფლეს

„როიტერსის“ ინფორმაციით, ირანში 70 000 პატიმარი ციხეებიდან დროებით გაათავისუფლეს. ქვეყნის სასამართლო სისტემის უფროსის, იბრაჰიმ რაისის თქმით, პატიმრების დროებითი გათავისუფლება კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში მოხდა. იბრაჰიმ რაისს არ დაუკონკრეტებია, როდის უნდა დაუბრუნდნენ აღნიშნული პირები ციხეებს. ბოლო ინფორმაციით, ირანში სულ კორონავირუსის 7 161 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობამ 235-ს გადააჭარბა.

Read More »