Home » 2020 » March » 07

Daily Archives: March 7, 2020

კელი დეგნანი – ჟურნალისტი არ უნდა იქცეს ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის სპიკერად

ჟურნალისტი არ უნდა იქცეს ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის სპიკერად, არამედ რეალურად წარუდგენდეს საზოგადოებას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების დაბალანსებულ სურათს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. ელჩთან ინტერვიუს „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს. როგორც ელჩმა აღნიშნა, საქართველოში ერთ-ერთი პირველი შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან ჰქონდა, რადგან თვლის, რომ ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. „ჩვენ ყოველთვის განვიხილავთ დემოკრატიის სამ საყრდენს: აღმასრულებელ შტოს, კონგრესის – საკანონმდებლო ...

Read More »

ეკატერინე ტიკარაძე: თუკი მოქალაქეები მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას გამოიჩენენ და ჯანდაცვის სამინისტროსთან ითანამშრომლებენ, კორონავირუსის გავრცელების რისკები შემცირდება

„თუკი მოქალაქეები მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას გამოიჩენენ და ჯანდაცვის სამინისტროსთან ითანამშრომლებენ, კორონავირუსის გავრცელების რისკები შემცირდება და უფრო კონტროლირებადი გახდება“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან კონტროლირებულია ყველა ის ადამიანი, რომელიც იმყოფებოდა კონტაქტში ინფექციის მატარებელთან: „ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ მოქალაქეებს ჰქონდეთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და ითანამშრომლონ ჩვენთან. თუ ისინი ამას გააკეთებენ, გავრცელება, რა ...

Read More »

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება

თბილისის მერიის ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის მეოთხე ეტაპის ფარგლებში, საავტომობილო მოძრაობა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სქემა შეიცვლება. დროებითი სქემის თანახმად, ნ. ყიფშიძის ქუჩიდან გ. წერეთლის ქუჩისკენ საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება; ბაგებიდან მოძრაობის გაგრძელება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მარცხნივ, გ. წერეთლის ქუჩის გავლით თამარაშვილის ქუჩისკენ; თამარაშვილის ქუჩიდან მოძრაობის გაგრძელება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მარჯვნივ, გ. წერეთლის ქუჩის გავლით ბაგებისკენ (თამარაშვილის N11-დან N1-მდე ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის მოძრაობა ...

Read More »

„ტურისტულ ინდუსტრიას დავპირდი, რომ ეკონომიკურ გუნდში მათ სატკივარს ძალიან დეტალურად განვიხილავთ“

მადლობა ოპოზიციას შემოთავაზებისთვის, თუმცა ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს – ნებისმიერი ოპოზიცია, პასუხს აგებს მხოლოდ თავის განცხადებებზე, ხოლო ხელისუფლების პასუხისმგებლობა გაცილებით დიდია და ბევრ რამეზეა დამოკიდებული, – ასეთი კომენტარი გააკეთა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „პალიტრა ნიუსის“ ეთერში ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლების განცხადებებზე, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს შეეხებოდა. მინისტრის განცხადებით, როდესაც ვსაუბრობთ ბიუჯეტიდან რომელიმე ერთი ინდუსტრიის დახმარებაზე, აუცილებლად ...

Read More »

ირაკლი გოგავა – საქართველოს და ქართველების გაღარიბების შეჩერება შეიძლება მხოლოდ მრეწველობის განვითარებით

“საქართველოს და ქართველების გაღარიბების შეჩერება შეიძლება მხოლოდ მრეწველობის განვითარებით”, – ამის შესახებ პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში წერს.“ბანკები და ფინანსები” გოგავას პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “საქართველოს და ქართველების გაღარიბების შეჩერება შეიძლება მხოლოდ მრეწველობის განვითარებით! ყველა განვითარებული ქვეყანა მხოლოდ მრეწველობის განვითარებით გახდა განვითარებული. ეს აქსიომაა და მას ალტერნატივა არ აქვს. დღეს საქართველო უცხოეთიდან ნასესხებ ფულს მილიარდობით ხარჯავს გზების პროექტებზე და მრეწველობის განვითარებას ...

Read More »

ამირან გამყრელიძე – ინფექციამ არ იცის, ვინ ვისი შვილია, ყველას თანაბრად ეხება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მისი შვილი, რომელსაც კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა, კონტაქტში იყო იმ კლასტერთან, რომელიც რამდენიმე დღის წინ იტალიიდან დაბრუნდა. მისივე თქმით, ნიკოლოზ გამყრელიძე ბოლო ორი დღე იყო თვითიზოლაციაში. „დასამალი არაფერი არ არის, ჩემმა შვილმა გაავრცელა ინფორმაცია, ეს მისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და უფლებაა. ინფექციამ არ იცის, ვინ ვისი შვილია, ყველას თანაბრად ეხება. ჩემი შვილი კონტაქტური იყო იმ კლასტერთან, რომელიც იტალიიდან ...

Read More »

კორონავირუსით 3 497 ადამიანია დაღუპული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი – 57 624-ია

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 3 497 -მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი კი – 57 624-ია. ფატალური შემთხვევების უმეტესობა ჩინეთშია დაფიქსირებული. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსს 28 ადამიანი ემსხვერპლა და დაინფიცირების 99 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 3 070-ს შეადგენს. ჩინეთის ფარგლებს გარეთ კი ვირუსს ყველაზე მეტი ადამიანი იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაში ემსხვერპლა. ბოლო მონაცემებით, ...

Read More »

გახარია – 2 თვეში გვყავს ოჯახის წევრის მიერ მოკლული 8 ქალი, ეს ძალიან მძიმე სურათია

ფემიციდის ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა რელევანტური უწყებების წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გამართა. ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა უფრო კომპლექსური გახდება, – ბოლო ორი თვის განმავლობაში მომხდარი ფემიციდის ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რელევანტური უწყებების წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გამართა. საუბრისას აღინიშნა, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში არაერთხელ გამკაცრდა კანონი და ახლა გენდერული მოტივით ჩადენილი დანაშაული დამამძიმებელ გარემოებად ითვლება. ასევე დამკვიდრდა მოძალადეთა მონიტორინგის, რისკების ...

Read More »

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მე-12 შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 12 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გევრდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამასთან, ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ კარანტინის რეჟიმში 140 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 42 ადამიანი გადის.

Read More »

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების რაოდენობა 10-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების რაოდენობა 10-მდე გაიზარდა. „ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევაა. როგორც იცით, დადასტურებული იყო 9 პაციენტი, რომელსაც დაემატა 1 პაციენტი. მეოთხე დადასტურებული შემთხვევის ჯგუფიდან არის ერთ-ერთი კონტაქტი. გრძელდება ამ ჯგუფთან კონტაქტში მყოფი ადამიანების კვლევა“, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

Read More »