Home » 2020 » March » 06 (page 3)

Daily Archives: March 6, 2020

„საქართველოში, ბავშვი, რომელიც 12 წელი სწავლობს, მე-9 კლასელის დონეზეა“

სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სებასტიან მოლინეუსი აცხადებს, რომ საქართველოში განათლების სისტემის ერთ-ერთი პრობლემა სწავლის ხარისხია და ბავშვი რომელიც სკოლაში 12 წელს ატარებს, შედეგებით მე-8, მე-9 კლასელის დონეზეა. ამის შესახებ მან განათლების ხარისხის ამაღლების კუთხით, მსოფლიო ბანკის ახალი პროექტის პრეზენტაციის დაწყებამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა. პროექტი „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი” 102,7 მილიონის დოლარის ღირებულებისაა და მიზნად ისახავს საქართველოში ადამიანური კაპიტალის ...

Read More »

მთის კურორტებზე ფასდაკლების კვირეული გამოცხადდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით საქართველოს მთის კურორტებზე ფასდაკლების კვირეული (Discount Week-Ski Resorts) გამოცხადდება. ადმინისტრაციის ინფორმაციით, კვირეულში სამთო-სათხილამურო კურორტებზე არსებული სასტუმროები მიიღებენ მონაწილეობას. განთავსების ობიექტები ვიზიტორებს სულ მცირე, 20 პროცენტიან ფასდაკლებას შესთავაზებენ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტში ჩართულია მთის კურორტების განვითარების კომპანია, რომელიც დამსვენებლებს სათხილამურო აბონიმენტებზე განსაკუთრებულ ფასდაკლებას შესთავაზებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პროექტში ჩართვის მსურველი სასტუმროებისთვის 6 მარტს ინტერესთა გამოხატვის შესახებ ...

Read More »

სებასტიან მოლინეუსი – წელს ეკონომიკის გამძლეობის შემოწმების წელი იქნება

წელს ეკონომიკის გამძლეობის შემოწმების წელი იქნება და სავარაუდოდ რთულ წელს უნდა ელოდოს საქართველოც, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა. გადაცემაში მსოფლიო ბანკისა და საქართველოს თანამშრომლობის საკითხი და მსოფლიო ბანკის ახალი 102.7 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის პროექტი განიხილეს, რომელიც საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებასა და განათლების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. გადაცემის მსვლელობისას აღინიშნა, რომ ...

Read More »

„მთავრობების კოორდინირებული მუშაობით კორონავირუსის ეპიდემიის შეჩერება შესაძლებელია“

„კორონავირუსის ეპიდემიის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ მთავრობების კორდინირებული მუშაობით“ , – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ განაცხადა. „ვეთანხმები, რომ სიტუაცია შესაძლოა იმაზე მეტად ცუდი გახდეს, ვიდრე ახლაა და პანდემიის სახე მიიღოს, მაგრამ ამავე დროს ჩვენ ვამბობთ იმასაც, რომ არიან ქვეყნები, რომლებსაც მისი შეკავება შეუძლიათ, ამიტომ არ უნდა დავნებდეთ“, – აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს. ...

Read More »

უსასრულო გარანტია და 25%-იან CashBack აქცია „თეგეტა მოტორსისგან“

„თეგეტა მოტორსი“ 25%-იან CashBack აქციას გთავაზობთ პრემიუმ ხარისხის პროდუქციის შეძენისას, რომლის ფარგლებშიც შეგიძლიათ, შეიძინოთ Bridgestone-ის საბურავები, ATE-ს ბრენდის სამუხრუჭე ხუნდები ან Varta-ს აკუმულატორები და დაიბრუნოთ გადახდილი თანხის 25% თეგეტა ქარდზე. სასურველი პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ როგორც თეგეტას ქსელში, ისე ონლაინ მაღაზიაში shop.tegetamotors.ge-ზე, სადაც წარმოდგენილია მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული ავტოსათადარიგო ნაწილების სრული სპექტრი როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო მიმართულებით, ავტომობილის აქსესუარები და ...

Read More »

„რიცხვებით ჟონგლირება“ გრძელდება – უმუშევრობის დონე კლების პარალელურად, დასაქმებული ადამიანების რიცხვი კლებულობს

ბოლო 9 წლის განმავლობაში, საქართველოში უმუშევრობის დონის წლიური მაჩვენებლის შემცირების ტენდენცია ფიქსირდება. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წელს უმუშევრობის დონემ ქვეყანაში 11.6 პროცენტი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2018 წელთან შედარებით 1.1 პროცენტითაა შემცირებული. აღსანიშნავია, რომ უმუშევრობის დონის მაჩვენებელმა, უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში ყველაზე მცირე ნიშნულს 2018 წელს მიაღწია, როცა მისი დონე 12.7 პროცენტს შეადგენდა. თუმცა, დღევანდელი მონაცემებით, ის კიდევ უფრო ...

Read More »

უფასო სასადილოები სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და ბენეფიციართა უსაფრთხოების მიზნით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის განკუთვნილი უფასო სასადილოები სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება. ყოველდღიური დასუფთავების გარდა, სადეზინფექციო სამუშაოები დედაქალაქის ათივე რაიონში მდებარე სასადილოებში ტარდება. პარალელურად, დეზინფექცია უტარდება თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მფლობელობაში არსებულ ყველა ტიპის საზოგადოებრივ ტრანსპორტს. „თბილისის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური ობიექტებისა და ტრანსპორტის დეზინფიცირების რეკომენდაცია კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს მხრიდან გაიცა. ბოლო დღეების ...

Read More »

რა შემთხვევაში ითვლება ადამიანი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულად

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ადამიანი გამოჯანმრთელებულად ითვლება, თუ მას 24 საათში, ზედიზედ ორჯერ კორონავირუსზე უარყოფითი რეაქცია ექნება. „მსუბუქი შემთხვევების დროს, დაახლოებით ორი კვირიდან 20 დღემდე საჭიროა სტაციონარული იზოლირება, დაკვირვება და მკურნალობა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდარტით, გამოჯანმრთელებულად ითვლება ადამიანი, თუ ორჯერ ზედიზედ 24 საათში, მას კორონავირუსზე უარყოფითი რეაქცია ექნება“,-განმარტა გამყრელიძემ.

Read More »

„ევექსის“ ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირებული ერთ-ერთი პირი მათი სათაო ოფისის თანამშრომელია

5 პირიდან ერთ-ერთი, რომელსაც კორონავირუსი წუხელ დაუდგინდა, „ევექსის“ სათაო ოფისში მუშაობს. ამის შესახებ „ევექსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი ნიორაძე აცხადებს. “ევექსი ჰოსპიტლების” არცერთ თანამშრომელს კორონავირუსი არ აქვს დადასტურებული! ჩვენს სათავო ოფისში, სადაც რამდენიმე სხვა კომპანიაც ფუნქციონირებს, დადასტურდა 1 შემთხვევა, რომლის დაინფიცირებაც იტალიაში მოხდა. მთლიან ოფისს, რომელიც 4-სართულიანია, ყოველდღიურ რეჟიმში უტარდება დეზინფექცია, იდენტიფიცირებულია დაინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი და ისინი ...

Read More »

Ryanair-ი იტალიიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების რაოდენობას ამცირებს, ნაწილს კი აუქმებს

კორონავირუსის გავრცელების გამო, Ryanair-ი იტალიიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების რაოდენობას ამცირებს, ნაწილს კი აუქმებს. ამის შესახებ ინფორმაცია ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. კომპანიაში განმარტავენ, რომ ყველა მგზავრს, რომელსაც აღნიშნული ცვლილება შეეხო, შესაბამისი შეტყობინება გაეგზავნა. „COVID-19-ის გავრცელებისა და საქართველოს აეროპორტების თხოვნით, ჩვენ ვწყვეტთ იტალიიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების ნაწილს. ყველა მომხმარებელს, ვისაც აღნიშნული ცვლილება შეეხება, შესაბამისი შეტყობინება გაეგზავნა შეთავაზებით მგზავრობის თანხის სრულად ანაზღაურების ან მგზავროვის ...

Read More »