Home » 2020 » March » 06 (page 2)

Daily Archives: March 6, 2020

იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფო თავისი ხარჯით ჩამოიყვანს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანაზე, რომლებიც ქვეყანაში დაბრუნებას პირდაპირი რეისებით აპირებდნენ, სახელმწიფო იზრუნებს. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს იტალიასთან პირდაპირი ფრენების შეჩერების საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა, ასეთი მოქალაქეების დაბრუნების ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს. “მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც იტალიიდან პირდაპირი რეისებით საქართველოში გამომგზავრებას აპირებდნენ. ჩვენ უკვე ვმუშაობთ, რომ ორგანიზებულად მოხდეს მათი ჩამოყვანა. ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. დეტალური ...

Read More »

თებერვალში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 4%-ით გაიზარდა

საქართველოში მიმდინარე წლის თებერვალში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 257 547 შეადგინა, რაც 9 842-ით მეტია 2019 წლის თებერვლის მაჩვენებელზე. ზრდა 4 პროცენტს შეადგენს. ვიზიტორების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებულ სტატისტიკურ მონაცემებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის მეორე თვეში საქართველოში 466 409 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ამ შემთხვევაში კლება წინა წლის ანალოგიურ ...

Read More »

“ორიოდე სიტყვა კაცზე, რომელსაც ბედმა ადამიანებზე სიცოცხლის ჩუქება არგუნა”

საქართველოს მწერალთა ეროვნული კავშირის წევრი, პოეტი ფრიდონ დავითაძე, სოციალურ ქსელში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრზე, ზაალ მიქალაძეზე საკმაოდ საინტერესო პოსტს აქვეყნებს, სადაც დავითაძე მიქელაძეზე შემდგომ ისტორიას წერს: “გულწრფელი მადლობა რომ არ დაგვიგვიანდეს!——————————————————————–ორიოდე სიტყვა კაცზე რომელსაც ბედმა ადამიანებზე სიცოცხლის ჩუქება არგუნა…—————————————————————————–კარები ღია დამხვდა(ცოტა კი გამიკვირდა…) მისაღებში რომ შევედი.(“ტრადიციულად” ჩაკეტილ და მიხურულ კარებს მიღმა ზიან მინისტრები)-.მიღების დღეები და საათები როდის აქვს ბატონ ...

Read More »

იტალიასთან პირდაპირი ფრენები დროებით შეჩერდა

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „საბჭოს სხდომაზე საქართველოს მთავრობის მეთაურმა მოისმინა ინფორმაცია საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 9 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მსოფლიოში არსებული ზოგადი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესახებ. სხდომაზე აღინიშნა, რომ ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საკოორდინაციო საბჭოს მიეწოდა ინფორმაცია, რომ ამ ეტაპზე კარანტინში რჩება 162 ადამიანი. დღეს საბჭოს წევრებმა ქვეყანაში კორონავირუსის ...

Read More »

ფაროსანასთან ბრძოლის ქართული გამოცდილება სიდნეიში სამაგალითოდ აღიარეს

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საქართველოს გამოცდილება სიდნეის საერთაშორისო კონფერენციაზე სამაგალითოდ აღიარეს. მავნე ორგანიზმების გავრცელების რისკი და პრევენცია, სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელ-დაავადებები, ველური ბუნებისა და გარემოს გამოწვევები განიხილეს ავსტრალიაში, ქალაქ სიდნეიში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელსაც საქართველოდან სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ მესხი დაესწრო.

Read More »

ბაზისბანკი მომხმარებელს დისტანციური არხებიდან კომუნალური გადასახადების უფასოდ გადახდას სთავაზობს

ისარგებლეთ ბაზისბანკის ინტერნეტ და მობაილ ბანკით და სახლიდან, ან ოფისიდან გაუსვლელად აწარმოეთ თქვენთვის სასურველი ოპერაციები. გადაიხადეთ კომუნალური გადასახადები უფასოდ, როგორც თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დროს, ისე, ავტომატური გადახდების სერვისის გააქტიურების შემდეგ. ბაზისბანკის ინტერნეტ და მობაილ ბანკი არის თქვენი საბანკო ანგარიშების მართვის თანამედროვე, მოხერხებელი და უსაფრთხო სისტემა. ელექტრონული მომსახურება, რომლის საშუალებითაც თქვენ შეძლებთ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, 24 საათის განმავლობაში, აკონტროლოთ თქვენი ანგარიშები, ...

Read More »

„კარფური“ ზუგდიდსა და ფოთში ფილიალის გახსნას გეგმავს

ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელი „კარფური“ ზუგდიდსა და ფოთში ფილიალის გახსნას გეგმავს. კომპანია ამჯერად ადგილს არჩევს, სადაც ,,კარფური” განთავსდება. კომპანიის გენერალური დირექტორი კრისტოფ ორსე დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს ალექსანდრე მოწერელიას, მის პირველ მოადგილეს დავით ფარცვანიას და ზუგდიდის მერს გიორგი შენგელიას შეხვდა. ხელისუფლების და კომპანიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე რამდენიმე ადგილი განიხილეს, რაზეც საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულმა ...

Read More »

საქართველოში ფარმაცევტული პროდუქციის წარმოებაზე საგადასახადო შეღავათები წესდება

მთავრობის გადაწვეტილება საქართველოში ფარმაცევტული პროდუქციის წარმოების განვითარებისთვის: ფარმაცევტული საწარმოს სტატუსი პირველ 6 საწარმოს მიენიჭა – სტატუსის მქონე საწარმო ისარგებლებს საგადასახადო შეღავათით დღგ-ის ნაწილში, კერძოდ, ფარმაცევტული საწარმოს მიერ საქართველოში წარმოებული ფარმაცევტული პროდუქციის მიწოდება დღგ-სგან გათავისუფლდება ჩათვლის უფლებით; აღნიშნული გადაწყვეტილება დამატებით რესურს გაუჩენს მწარმოებლებს და სტიმულს მისცემსფარმაცევტული პროდუქციის საქართველოში წარმოებას, ხელს შეუწყობს იმპორტულ საქონელთან მიმართებაში თანაბარი კონკურენციის პირობების და ახალ სამუშაო ადგილების ...

Read More »

არ ვაპირებთ იტალიასთან ფრენების შეჩერებას, ეს ჩვენთვის საზღვრის მონიტორინგს გაართულებს – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო ამ ეტაპზე იტალიასთან ფრენების შეჩერებას არ აპირებს. მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას არ აქვს რეკომენდაცია ფრენების შეწყვეტასთან დაკავშირებით. „თუმცა, ავიაკომპანიები თვითონ აჩერებენ ფრენებს, რაც ძალიან გონივრულია მათი მხრიდან. ჩვენ არ ვაპირებთ იტალიასთან ამ ეტაპზე ფრენების შეჩერებას, ვინაიდან იქ იმყოფებიან საქართველოს მოქალაქეები და ჩვენ ამით მათ შევუქმნით კიდევ დამატებით პრობლემებს. ამ შემთხვევაში მათ მოუწევთ გადაადგილება ...

Read More »

IMF კორონავირუსის წინააღმდეგ $50 მილიარდს გამოყოფს

BBC-ის ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა კორონავირუსთან წინააღმდეგ საბრძოლველად 50 მილიარდი (39 მილიარდი ევრო) აშშ დოლარი გამოყო. ფონდში უკვე აცხადებენ, რომ გლობალური ეკონომიკური ზრდა წინა წლის ზრდის მაჩვენებელზე დაბალი იქნება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა კრისტალინა გეორგიევას განცხადებით, ძნელი არ არის იმის პროგნოზირება, თუ რამდენად დიდი შედეგი ექნება ვირუსს გლობალურ ეკონომიკაზე. “2020 წლის გლობალური ეკონომიკური ზრდა შარშანდელ დონეზე დაბლა დაიხურება, მაგრამ ...

Read More »