Home » 2020 » March » 06

Daily Archives: March 6, 2020

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ მომხმარებლებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ სერვის ცენტრებში ვიზიტისგან და სადაზღვევო სერვისები დისტანციურად მიიღონ

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხეების გათვალისწინებით, „ჯიპიაი ჰოლდინგი“ მომხმარებლებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ სერვის ცენტრებში ვიზიტისგან და სადაზღვევო სერვისები დისტანციურად მიიღონ COVID-19 ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის რეკომენდაციების მიხედვით, უმჯობესია, თავი ავარიდოთ თავშეყრის ადგილებს. ამ რეკონმენდაციის გათვალსიწინებით, „ჯიპიაი ჰოლდინგი“ მოუწოდებს თავის მომხმარებლებს, მაქსიმალურად მოერიდონ სერვის ცენტრებში მისვლას და სრული მომსახურება ონლაინ, დისტანციურად მიიღონ. თინათინ სტამბოლიშვილი, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ...

Read More »

შსს მოძალადე პირებზე ელექტრონულ ზედამხედველობას სამაჯურით განახორციელებს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ცაციაშვილის ინფორმაციით, ძალადობის მსხვერპლს და მოძალადე პირს სპეციალურ ელექტრო სამაჯურს დაუმაგრებენ, რომელიც გარკვეულ რადიუსზე მიახლოებისას უწყებას სიგნალს გადასცემს, რის შემდეგაც სამართალდამცველებს მყისიერი მოქმედების შესაძლებლობა ექნებათ. „იმ შემთხვევაში როდესაც იარსებებს რეალური საფრთხე ქალთა მიმართ ძალადობის შესაძლებლობა გვექნება ელექტრონული ზედამხედველობა განვახორციელოთ მოძალადეზე. პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განვიხილეთ საკანონმდებლო ცვლილების პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს შემაკვებელი ორდერის გაცემის პარალელურად, მისი ...

Read More »

რისკ ქვეყნებიდან ჩამოსულ ყველა მგზავრს სავალდებულო კარანტინში გადაიყვანენ

საქართველოს საზღვრის კვეთისას, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდვები დაწესდა. შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო, რომელმაც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მორიგი სხდომა დღეს გამართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიღებული გადაწყვეტილებით, მათ შორის პირებმა საზღვარზევე უნდა წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID -19) შემოწმების PCR ცნობა. „საქართველოს საზღვრის კვეთისას გარკვეული შეზღუდვები დაწესდა როგორც საქართველოს ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, კერძოდ: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ...

Read More »

აზერბაიჯანში მეზობელი ქვეყნებიდან შესულ სატრანზიტო ავტოტრანსპორტს პოლიციის ესკორტი გააცილებს

აზერბაიჯანის გავლით სატრანზიტო ტვირთის გადამზიდავი ავტოტრანსპორტი პოლიციის მანქანების თანხლებით იმოძრავებს. ინფორმაციას აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანის მეზობელ ქვეყნებში კორონავირუსის გამო არსებული სიტუაციის გათვალიწინებით, ქვეყნის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ ამ ქვეყნებიდან მომავალი გადამზიდავი ავტომობილები პოლიციის თანხლებით იმოძრავებენ. პოლიციის ესკორტი ასევე უზრუნველყოფს იმას, რომ მძღოლებმა დაისვენონ მხოლოდ მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში. ესკორტი მანქანებს მთელი ქვეყნის მანძილზე ...

Read More »

ღამის მერიისთვის გამოყოფილი 215 ათასიდან 121 ათასი ღამის მერმა აიღო

ფლანგვის დეტექტორის ცნობით, 2018-2019 წლებში ღამის მერიისთვის თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 215 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, საიდანაც 121 140 ლარი ღამის მერმა, სერგი გვარჯალაძემ მიიღო. გვარჯალაძის ხელფასი თვეში დაახლოებით 5 200 ლარია. 2018 წელს გვარჯალაძემ ბიუჯეტიდან 51 460 ლარი აიღო, ხოლო 2019 წელს 69 680 ლარი. სერგი გვარჯალაძის ანაზღაურების გარდა, ღამის მერიის თანამშრომლების ანაზღაურება გასული ორი წლის მანძილზე 94 ათასი ლარი დაჯდა. ...

Read More »

ეროვნულმა ბანკმა ფიზიკური პირების დაკრედიტების რეგულაციები გაამარტივა

ეროვნულმა ბანკმა ფიზიკური პირების დაკრედიტების რეგულაციის გამარტივებისა და მისი პრინციპებზე დაფუძნებული მიდგომის განმტკიცების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული გულისხმობს, რომ სესხის გამცემ სუბიექტებს მომხმარებლების დაკრედიტებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ტვირთი შეუმცირდებათ და რისკების მართვაში მეტი მოქნილობა მიეცემათ. შემცირდება, მათ შორის, სესხის მომსახურების კოეფიციენტისთვის განსაზღვრული შემოსავლის ზღვრების რაოდენობა. აღსანიშნავია, რომ რეგულაციის ძირითადი პრინციპი უცვლელია და სესხის გამცემმა ორგანიზაციამ მსესხებელს ისეთი ფინანსური ვალდებულება არ უნდა დააკისროს, ...

Read More »

კუს ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ვაკის რაიონში, კუს ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოები თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა აწარმოა. დასრულებულ პროექტს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. „კუს ტბასთან მისასვლელი გზის სრული რეაბილიტაცია გასულ წელს დავიწყეთ. პროექტის ფარგლებში, მოეწყო სანიაღვრე და სადრენაჟე სისტემები. განათების სისტემა მთლიანად შეიცვალა და ახალი, ლედ სანათები დამონტაჟდა. ასევე, ყველგან, სადაც ამის საჭიროება იყო, მოეწყო ...

Read More »

პუტინთან მოლაპარაკებების შემდგომ, ერდოღანი აშშ-ს სამხედრო დახმარებას სთხოვს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან საუბრის შემდგომ, აშშ-სგან სამხედრო დახმარებას ითხოვს. ინფორმაციას ამის შეშახებ Reuters-ი ავრცელებს. ერდოღანმა დასძინა, რომ მას ვაშინგოტონისთვის აქამდეც შეეძლო დახმარების მოთხოვნა, რომ არ ყოფილიყო მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება. ამასთან, თურქული მხარე კვლავ მოელის, რომ ამერიკული მხარე მათ სარაკეტო საზენიტო სისტემებს მიაწვდის. საუბარია “პატრიოტზე”. ერდოღანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი კვლავ გამოიყენებს რუსულ C-400-ის ...

Read More »

ამირან გამყრელიძის შვილი თვითიზოლაციაში იმყოფება

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილიგახდა, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ვაჟი, ნიკოლოზ გამყრელიძე თვითიზოლაციაში იმყოფება.  ნიკოლოზ გამყრელიძე „ევექსის“ სამედიცინო ქსელის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. სავარაუდოდ, თვითიზოლაციის მიზეზი იტალიიდან ჩამოსულ ჯგუფთან კონტაქტი გახდა. ამ ჯგუფიდან ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელიც ექიმი გახლავთ, კორონავირუსი დაუდგინდა. ნიკოლოზ გამყრელიძის თვითიზოლაციის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ პირადად ამირან გამყრელიძემაც დაუდასტურა.  შეგახსენებთ, ამ დრომდე, საქართველოში კორონავირუსის 9 შემთხვევა დაფიქსირდა.  primetime.ge

Read More »

„ფორბსი“ – რატომ გაუჩნდა მოულოდნელად ყველას სურვილი, საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმოს

„რატომ გაუჩნდა მოულოდნელად ყველას სურვილი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააფორმოს შავიზღვისპირა პატარა ქვეყანა საქართველოსთან“ – ამის საკითხზე ამერიკული ფინანსურ-ეკონომიკური გამოცემა „ფორბსი“ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. სტატიის თანახმად, იდეა  შემდეგშია, რომ შედარებით პატარა ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამერიკის სამუშაო ძალას დიდ ზიანს ვერ მიაყენებს, რადგან ასეთ ქვეყნები კორპორაციული რესურსების გადასატანად იდეალურ ადგილს არ წარმოადგენენ. იგულისხმება, მაგალითად, ახალი ქარხნების მშენებლობა. „საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი ...

Read More »