Home » 2020 » March » 05 (page 3)

Daily Archives: March 5, 2020

მაჭავარიანი – საქართველოს მთავრობა იტალიასთან ფრენების შეწყვეტის საკითხს განიხილავს

საქართველოს მთავრობა იტალიასთან ფრენების შეწყვეტის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განუცხადა. მისი თქმით, საკითხი განიხილება, თუმცა ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. „არ დაგიმალავთ, რომ ეს განხილვის საგანია, გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. პრაქტიკულად, ყოველდღიურ თათბირებზე განიხილება, სხვა მიმდინარე საკითხებთან ერთად, მათ შორის ფრენების შეწყვეტის საკითხი, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. იტალიის მიმართულება ...

Read More »

ინდონეზია კორონავირუსით დაავადებულებს დაუსახლებელ კუნძულზე გახიზნავს

ინდონეზია კორონავირუსით დაავადებულებს დაუსახლებელ კუნძულზე გაგზავნის. ამის შესახებ Jakarta.post-ი წერს. ინდონეზიის ხელისუფლება აპირებს საავადმყოფო ააშენოს კუნძულ გალანგზე (Galang Island), სადაც ადრე ვიეტნამელი ლტოვილები ცხოვრობდნენ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესწავლითი სამუშაოები არსებული შენობის შესაძლო რეკონსტრუქციის თაობაზე. ინდონეზიის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ახალ საავადმყოფში 1000 ადამიანის მიღება იქნება შესაძლებელი. მათ ასევე სურთ კუნძულზე საკარანტინო ცენტრის განთავსება. ამ ეტაპზე კუნძული დაუსახლებელია და იქ ძირითადად ტურისტული ...

Read More »

თიბისი ბიზნესისთვის ინტერნეტ ბანკში ანალიტიკას ამატებს

თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს – ბიზნეს ანალიტიკას ამატებს. ბიზნეს ანალიტიკის საშუალებით მომხმარებლები ყოველთვიურ ან ყოველდღიურ ჭრილში ხარჯებს და შემოსავლებს უკეთ გააკონტროლებენ, რაც მათ დაეხმარებათ ფინანსური ანალიზის გაკეთებაში. მათ, ვისაც თიბისი ბანკის პოს-ტერმინალი ან იკომერსი (ელექტრონული კომერცია) აქვს, შეეძლებათ გაიგონ თავიანთი მომხმარებლის ქცევა და დააკვირდნენ ბიზნესის განვითარებას, ასევე გააკეთონ ისეთი მნიშვნელოვანი დაკვირვებები, როგორიცაა: კვირის რომელ ...

Read More »

ჯანდაცვის სამინისტრო ჟურნალისტებს ურჩევს, რესპონდენტებთან 1-1.5 მეტრზე ახლოს არ მივიდნენ

ჯანდაცვის სამინისტრო მედიასაშუალებებსა და ჟურნალისტებს ახალი კორონავირუსის გამო, მუშაობის პროცესში გასათვალისწინებელი რეკომენდაციებით მიმართავს. რეკომენდაციებს უწყება საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს და ის რამდენიმე კომპონენტისგან შედგება, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტრო ჟურნალისტებს ურჩევს, რესპონდენტებთან 1-1.5 მეტრზე ახლოს არ მივიდნენ, ინტერვიუების წარმოება კი მიკროფონის დამჭერი გრძელი ჯოხით მოხდეს. „1. ახალ კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებული მიმდინარე მოვლენების და/ან შესაძლო დაინფიცირებული შემთხვევის გაშუქების დროს ჟურნალისტებმა/მედიის წარმომადგენლებმა უნდა გაითავლისწინონ და ...

Read More »

კარანტინში მოთავსებულ 1 ადამიანზე სახელმწიფო დღეში 70 ლარამდე თანხას ხარჯავს

კარანტინში მოთავსებულ 1 ადამიანზე სახელმწიფო დღეში 70 ლარამდე თანხას ხარჯავს. შესაბამისი ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ ჯანდაცვის სამინისტროსგან გამოითხოვა. „საკარანტინო ზონების მიხედვით ყოველდღიური ხარჯი, იქ მყოფ თითოეულ მოქალაქეზე, 50-70 ლარის ფარგლებშია“, – განუცხადეს სააგენტოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. ამასთან, უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ქვეყანაში 6 საკარანტინო სივრცეა, რომელშიც, გუშინდელი დღის მდგომარეობით, 144 მოქალაქეა მოთავსებული. კერძოდ: აბასთუმნის ფილტვის ცენტრში ...

Read More »

„იბერიის“ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის საქმეზე, ზურაბ ადეიშვილს 1,6 წლით პატიმრობა განესაზღვრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „იბერიის“ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის საქმეზე,ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს დაუსწრებლად 1,6 წლით პატიმრობა განუსაზღვრა. ამასთან, თანამდებობის დაკავების უფლება 2 წლით აეკრძალა. აღსანიშნავია, რომ ადეიშვილს სასამართლომ 2 წლით პატიმრობა შეუფარდა და 3 წლის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოართვა, თუმცა „ამნისტიის შესახებ კანონით” მას სასჯელი 1/4-ით შეუმცირდა და 1,6 წლით პატიმრობა განესაზღვრა, ხოლო თანამდებობის დაკავება ...

Read More »

კორონავირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც ქვეყანაში იტალიიდან დაბრუნდა

პირი, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდგინდა, საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ქვეყანაში იტალიიდან დაბრუნდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის სამშობლოში კვირას ჩამოვიდა, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები კი მოგვიანებით განუვითარდა. „გუშინ, გვიან, ლუგარის ლაბორატორიაში დადასტურდა კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა. ისიც თავისი მოგზაურობის ისტორიით დაკავშირებულია იტალიასთან, არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში კვირას შემოვიდა, თითქოს სიმპტომების გარეშე. შემდგომ განუვითარდა მაღალი ...

Read More »

საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი – მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ რამდენიმე წუთის წინ, პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა, სამშობლოში კი კვირას დაბრუნდა. “ბოლო შემთხვევა თავისი მოგზაურობის ისტორიით დაკავშირებულია იტალიასთან. არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვიდა კვირას თითქოს სიმპტომების გარეშე, შემდეგ განუვითარდა ტემპერატურა და თავად მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს”, – ...

Read More »