Home » 2020 » March » 04 (page 3)

Daily Archives: March 4, 2020

სამხრეთ კორეა კორონავირუსთან გასამკლავებლად $9,8 მილიარდის გამოყოფას აპირებს

„სი-ენ-ენის“ ინფორმაციით, სამხრეთ კორეა კორონავირუსისგან გამოწვეული ეკონომიკური ზარალის შესამცირებლად 9,8 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას აპირებს.  დამატებითი ბიუჯეტის გამოყოფის საკითხს მთავრობა ეროვნულ ასამბლეას ხუთშაბათს წარუდგენს დასამტკიცებლად.

Read More »

კორონავირუსით დაინფიცირებული 3 202 ადამიანი დაიღუპა, 50 949 კი – გამოჯანმრთელდა

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 3 202-მდე გაიზარდა, დაინფიცირებულთა რაოდენობა 93 158, გამოჯანმრთელებულთა კი – 50 949-ია. ჩინეთის შემდეგ, ყველაზე მეტი შემთხვევა სამხრეთ კორეაშია დაფიქსირებული, სადაც ვირუსით 5 300 ადამიანია დაინფიცირებული, დაღუპულთა რაოდენობა კი – 32-ია. ჩინეთის ფარგლებს გარეთ ყველაზე მეტი ფატალური შემთხვევა იტალიაშია დადასტურებული. ქვეყანაში ვირუსს 79 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

Read More »

„ავერსის კლინიკაში“ ტვინის ღრმა სტიმულაციის (DBS) ოპერაციები ჩატარდება

4 მარტს 11:00-ზე „ავერსის კლინიკის“ ცენტრალური ფილიალის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება პრესკონფერენცია, სადაც მოხდება  „ავერსის კლინიკის“ ნეიროქირურგ ლაშა ბაქრაძის მიერ პირველად საქართველოში განხორციელებულ  ტვინის ღრმა სტიმულაციის ქირურგიული ოპერაციის შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდება  და ამ ოპერაციის ამსახველი ვიდეო მასალის  ჩვენება. ტვინის ღრმა სტიმულაცია (DBS) გულისხმობს მცირე ზომის მოწყობილობის განთავსებასგულმკერდის მიდამოებში, კანის ქვეშ, რომელიც ელექტრონული იმპულსების ტვინში გაგზავნით ბლოკავს ტვინის იმ ბრძანებებს, რომლებიც ...

Read More »

კონტრაბანდული საწვავის იმპორტის სქემა გაიშიფრა

ბოლო პერიოდია აქტიურად მიმდინარეობს საუბარი ქვეყანაში კონტრაბანდული საწვავით ვაჭრობასთან დაკავშირებით. აღნიშნულ მოსაზრებას ხელს უწყობს ბოლო პერიოდში გამოვლენილი “ფრეგოს” ქეისიც. საქმე ეხება კომპანია “ფრეგოს” საქმეს, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის 27 ივლისს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, დღგ-ს ყალბი აქტივების შექმნასა და გამოყენებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე დააკავეს კომპანიის დამფუძნებელი და დააყადაღეს “ფრეგოს” აქტივები. სქემა კი ...

Read More »

მსოფლიო ბანკი კორონავირუსთან საბრძოლველად 12 მილიარდ დოლარს გამოყოფს

მსოფლიო ბანკი კორონავირუსთან გასამკლავებლად 12 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას გეგმავს. დახმარების მიზანია ქვეყნებს ვირუსის შედეგად ჯანდაცვისა და ეკონომიკის სფეროებში წარმოქმნილი პრობლემების დაძლევაში დაეხმაროს და ხელი შეუწყოს ამ მიმართულებით კერძო სექტორთან მუშაობის გაძლიერებას. მსოფლიო ბანკში აცხადებენ, რომ პრიორიტეტი განვითარებად ქვეყნებს მიენიჭება. მათივე განმარტებით, პრიორიტეტული იქნება ის ქვეყნებიც, სადაც ვირუსის გავრცელების რისკი მაღალია. ფინანსური პაკეტი მოიცავს დაბალპროცენტიან სესხებს, გრანტებსა და ტექნიკურ დახმარებას.

Read More »