Home » 2020 » March » 04 (page 2)

Daily Archives: March 4, 2020

ბათუმში, თიბისის მხარდაჭერით, Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო – Le Méridien გაიხსნა

შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო – Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა. 205 მეტრის სიმაღლის „ბათუმი თაუერი“ ყველაზე მაღალი შენობაა კავკასიაში. პროექტის ერთი ნაწილი შედგება 35 სართულისგან და მოიცავს როგორც რეზიდენციებს, ასევე სამორინეს. ბათუმი თაუერის 26-ე სართულზე დამონტაჟებულია პანორამული ბორბალი, ამავე სართულზე განთავსდება ლაუნჯ-რესტორანიც. კომპლექსი ბათუმის ცენტრში, ...

Read More »

აბრამოვიჩმა კაზინოში დოსტოევსკის ვალი გადაიხადა

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსმა ოლიგარქმა რომან აბრამოჩმა გერმანულ კაზინოში ცნობილი რუსი მწერლის, ფილოსოფოსისა და მოაზროვნის, თეოდორე დოსტოევსკის ვალი  240 000 ევროს ოდენობით, გადაიხადა. ისტორიულად ცნობილია, რომ დოსტოევსკი აზარტული მოთამაშე იყო და ხშირად სტუმრობდა სათამაშო სახლებს. განსაკუთრებით უყვარდა ვისბადენის კაზინო. ეს არც არის გასაკვირი, რადგან გერმანიის ამ უძველესი კაზინოთი, რომელიც 1872 წლიდან ფუნქციობს, სხვადასხვა დროს მოხიბლულნი იყვნენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც ...

Read More »

კალაძე სოციალურად დაუცველ სტუდენტებს – გააკეთეთ განაცხადი, დაგეხმარებით სწავლის დაფინანსებაში

კახა კალაძის თქმით დედაქალაქის მერია სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სწავლის დაფინანსებაში დაეხმარება. “გვაქვს ძალიან კარგი ინიციატივა სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის, სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი სტუდენტები დაფინანსდებიან, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში სამოცდაათი ათასი ან ნაკლები სახელმწიფოს მიერ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე სწავლობენ. ამ სტუდენტებს ექნებათ ...

Read More »

ტრამპმა ხელფასის ნაწილი კორონავირუსთან ბრძოლისთვის გადარიცხა

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, თავისი ხელფასის ნაწილს კორონავირუსთან ბრძოლისთვის დახარჯავს. ინფორმაცია ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სტეფანი გრიშემა “ტვიტერის” საშუალებით გაავრცელა და თვალსაჩინოებისთვის ჩეკიც დაურთო. President @realDonaldTrump made a commitment to donate his salary while in office. Honoring that promise and to further protect the American people, he is donating his 2019 Q4 salary to @HHSGov to support the efforts ...

Read More »

ჯანმო-ს მიერ დანიშნული პენსია და ქველმოქმედებაზე დახარჯული 20 000 ლარი – რა ქონება ფლობს ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ქონებრივი დეკლარაცია 2019 წლის მაისში შეავსო. დოკუმენტის მიხედვით, ამირან გამყრელიძემ აღნიშნულ პოსტზე მუშაობის სანაცვლოდ, ერთ წელში ხელფასის სახით 58 927 ლარი მიიღო. ქველმოქმედებაზე კი 20 000 ლარი დახარჯა. ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ამირან გამყრელძის სახელზეა მხოლოდ ერთი ბინა თბილისში. კერძოდ, 1973 წელს მემკვიდრეობით გადაცემული სახლი, რომლის ფართობი 40 კვ.მ-ია. რაც შეეხება მისი ოჯახის ...

Read More »

სადაზღვევო ინდუსტრია უცხოელი ტურისტებისთვის სავალდებულო დაზღვევის შემოღებას ითხოვს

სადაზღვევო ინდუსტრია უცხოელი ტურისტებისთვის სავალდებულო დაზღვევის შემოღებას ითხოვს. ინდუსტრიის წარმომადგნლები ითხოვენ საქართველოში შემოსული ტურისტებისათვის შეიქმნას სტანდარტული სადაზღვევო პროდუქტი, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას მნიშვნელოვან ფინანსურ რესურს გამოუთავისუფლებს. სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელის, დევი ხეჩინაშვილის ინფორმაციით, წლის განმავლობაში უცხოელ ტურისტებზე ჯანდაცვის სისტემიდან სახელმწიფო დაახლოებით 20 მილიონ ლარს ხარჯავს. „რატომ უნდა იხადოს ჩვენმა საყოველთაომ ჩვენი გადასახადებიდან მოკრეფილმა უცხოელის მომსახურების ფული, რომელმაც უბრალოდ არ იზრუნა იმაზე, ...

Read More »

თბილისში ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის IV ეტაპი იწყება

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის მეოთხე ეტაპი იწყება 7 მარტიდან ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის მეოთხე ეტაპი იწყება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მესამე ეტაპის სამუშაოები, რომელიც კავსაძის ქუჩიდან ყიფშიძის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე მიმდინარეობდა, უახლოეს დღეებში დასრულდება და მოძრაობა აღდგება. ამის შემდეგ კი, მომდევნო ეტაპი დაიწყება. „ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია. სამუშაოების ...

Read More »

საპენსიო სააგენტომ 560 მილიონი ლარის სადეპოზიტო სერთიფიკატები შეიძინა

საპენსიო სააგენტომ, საინვესტიციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე თვის განმავლობაში შეიძინა 560 მილიონი ლარის ღირებულების სადეპოზიტო სერთიფიკატები. როგორც სააგენტოში განმარტავენ, აღნიშნული ინვესტიციები განახორციელა უფროსი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით წიკლაურმა, რომელიც საინვესტიციო საბჭომ ერთი თვის ვადით დანიშნა. „მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება უზრუნველყოფს მონაწილეთა ინტერესების დაცვას და დღევანდელი საბაზრო მონაცემების გათვალისწინებით, გვთავაზობს მოსალოდნელ რისკებსა და მოსალოდნელ უკუგებას შორის საუკეთესო ბალანსს (დაახლოებით 4%-იანი განსხვავება ...

Read More »

პოლონეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, პოლონეთში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და თავს კარგად გრძნობს.

Read More »

კარანტინში ან თვითიზოლაციაში მყოფ პირებს გაცდენილი სამუშაო დღეები სრულად აუნაზღაურდებათ

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კარანტინში ან თვითიზოლაციაში მყოფ პირებს გაცდენილი სამუშაო დღეები სრულად აუნაზღაურდებათ. შესაბამისი ცვლილებები ჯანდაცვის მინისტრის N281/ნ ბრძანებაში განხორციელდება. „კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ეფექტური ღონისძიებების განსახორციელებლად, ეპიდემიის გავრცელების აღკვეთის მიზნით, ჯანდაცვის მინისტრის N281/ნ ბრძანებაში ცვლილებები განხორციელდება. კერძოდ, კარანტინში ან თვითიზოლაციაში მყოფ პირებთან დაკავშირებით, სამინისტრო გასცემს საავადმყოფო ფურცლის (ბიულეტინის) ტოლფას ცნობას, რომლის საფუძველზეც დასაქმებულ ადამიანებს ლეგიტიმურად ჩაეთვლებათ და სრულად აუნაზღაურდებათ კარანტინისა ...

Read More »