Home » 2020 » March » 04

Daily Archives: March 4, 2020

საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები ორ ქვეყანას შორის საზღვრის გადაკვეთას „აიდი“ ბარათებით შეძლებენ

საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები ორ ქვეყანას შორის საზღვრის გადაკვეთას „აიდი“ ბარათებით შეძლებენ. როგორც სომხური სააგენტო „ნიუს ამი“ წერს, ამის შესახებ სომხეთის ეროვნული კრების სხდომაზე დეპუტატების შეკითხვებზე პასუხის გაცემისას პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. მისი თქმით, სომხეთმა და საქართველომ შესაბამისი გეგმის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს. „მისი განხორციელების შედეგად, მოქალაქეებს მიეცემათ შესაძლებლობა, საზღვარი „აიდი“ ბარათებით გადაკვეთონ. ჩვენ შევთანხმდით ამ დოკუმენტის განხორციელებაზე გადავიდეთ“, – ...

Read More »

გოჩა მირცხულავა – იმდენი ცუდი რამ ხდება, არაფრით არ შეიძლება ეს ვაქციოთ მთავარ ნიუსად

“იმდენი ცუდი რამ ხდება, არაფრით არ შეიძლება ეს ვაქციოთ მთავარ ნიუსად, თუნდაც კრიტიკული კონტექსტით. ეს ახალისებს პოტენციურ დამნაშავეებს და მათ მოქმედების გზას უჩვენებს”, – ამის შესახებ ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს. გთავაზობთ პოსტს უცვლელად: “PA Media-ს (PA Media is a multimedia news agency operating in the United Kingdom and Ireland.) გენდირექტორს კლაიფ მარშალს, რომელიც 2012 წლის მაისში ჩემთან იმყოფებოდა ...

Read More »

ამირან გამყრელიძე დამსაქმებლებს მიმართავს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე დამსაქმებლებს მოუწოდებს, მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან ჩამოსული თანამშრომლები, სამსახურში არ დაუშვან, თუ არ იქნება შესაბამისი თვითიზოლაციის რეჟიმი. მისივე თქმით, მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით, თვითიზოლაციის გამო ამ ადამიანებს გაცდენილი დღეები საპატიოდ ეთვლებათ და უნარჩუნდებათ ანაზღაურება. „განსაკუთრებული მადლობა ეკუთვით კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს. ისინი რა თქმა უნდა, ძირითადად ჩვენი მოქალაქეები არიან, მაგრამ ...

Read More »

ქართველი ემიგრანტი: საქართველო უფრო მომზადებული შეხვდა კორონავირუსს, ვიდრე – ბევრი ევროპული ქვეყანა

სოციალურ ქსელში ქართველი ემიგრანტის, მანანა ჯინჭარაძის “ფეისბუქპოსტი” ვრცელდება, სადაც საუბარია იმაზე, რომ საქართველო უფრო მომზადებული შეხვდა ვირუსის პრევენციას, ვიდრე – ბევრი ევროპული ქვეყანა და რომ ქართველი ექიმები თავდაუზოგავად მუშაობენ, 24 საათის განმავლობაში, რაც ევროპელებს ვერც კი წარმოუდგენიათ. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ “პოსტში” ვკითხულობთ, მალე ქართველ ექიმებს ყველა მადლობას გადაუხდის. “ბოლო ორი კვირის განმავლობაში ისე მომიწია, რომ 6 აეროპორტის საბაჟო გავიარე… ...

Read More »

თიბისი მომხმარებლებს დისტანციური არხებით სარგებლობას ურჩევს

თიბისი მომხმარებელს ნაღდ ანგარიშსსწორებასთან დაკავშირებული რისკების თავიდან ასაცილებლად უნაღდო გადახდების საშუალებების გამოყენებას ურჩევს: Wallet – თიბისი ვოლეტი / Apple Payსამაჯურით გადახდაფეი სტიკერით გადახდაბარათით გადახდაQR კოდითგადახდა ან დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელად მიიღოთ საბანკო მომსახურებები: შეგიძლიათ გადაიხადოთ კომუნალური გადასახადები  დისტანდიურად მობაილ ან ინტერნეტბანკის დახმარებით, დამატებით, გაიაქტიუროთ ავტომატური გადარიცხვა მობაილ ან ინტერნეტბანკიდან და გადაიხადოთ კომუნალურები საკომისიოს გარეშე;ფილიალში ვიზიტის გარეშე, ინტერნეტ ან მობაილბანკიდან შეგიძლიათ გადარიცხოთ თანხა მობილურის ან ...

Read More »

ბიძინა ივანიშვილი საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს, ჯასთინ მაქენზი სმითს შეხვდა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს, ჯასთინ მაქენზი სმითს შეხვდა. „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

Read More »

ზურაბიშვილი – ქართული ჯარი სახელმწიფოს მთავარი დამცველი და საყრდენია

ქართული ჯარი სახელმწიფოს მთავარი დამცველი და მისი მთავარი საყრდენია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, საზღვრების დაცვა იწყება ერისა და სახელმწიფოს ღირსების დაცვით. „მიღწეული გზის შეფასება არ იქნება საკმარისი, თუ არ ვიქნებით თავდაჯერებულები და არ გვექნება საკუთარი თავის რწმენა, ანუ ეროვნული იდეოლოგია – სიტყვა, რომელიც დაგვავიწყეს და რომელიც მყარ ნიადაგზე, წარსულის საფუძველზე ...

Read More »

სალომე ზურაბიშვილი – აფხაზებსა და ოსებს უნდა დავანახოთ მომავლის პერსპექტივა

თუ სწორად შევაფასებთ განვლილ გზასა და ჩვენს შესაძლებლობებს, საქართველოს აქვს ჯერაც გამოუყენებელი პოტენციალი საერთაშორისო არენაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველომ ევროკავშირსა და ნატო-ში წვლილი უნდა შეიტანოს არა მხოლოდ არსებულ პროგრამებში მონაწილეობით, არამედ ინიციატივებისა და ახალი იდეების წარდგენით. „თუ სწორად შევაფასებთ განვლილ გზასა და ჩვენს შესაძლებლობებს, საქართველოს აქვს ჯერაც გამოუყენებელი ...

Read More »

„ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ რუსთავი-თბილისის მეტროს პროექტის განხორციელება შესაძლებელია“

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ჩატარდა კვლევები და არის დასკვნა, რომ რუსთავი-თბილისის მეტროს პროექტის განხორციელება შესაძლებელია. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „როგორც ასეთი, პროექტი ჯერ არ არსებობს. პირველადი კვლევები ჩატარებულია და დადებულია დასკვნა, რომ შესაძლებელია პროექტის განხორციელება. არის გარკვეულ თანხებთან დაკავშირებული და მთავრობასთან ერთად იქნება მიღებული გადაწყვეტილება, განხორციელდება თუ არა რუსთავი-თბილისის მეტროს პროექტი“, – აღნიშნა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან ...

Read More »

ზემო და ქვემო ფონიჭალის დამაკავშირებელი მიწისქვეშა სარკინიგზო გზაგამტარი გაიხსნა

კრწანისის რაიონში, ზემო და ქვემო ფონიჭალის დამაკავშირებელი მიწისქვეშა სარკინიგზო გზაგამტარი გაიხსნა. დასრულებულ პროექტს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. დედაქალაქის მერის განცხადებით, ახალი გზაგამტარი ზემო და ქვემო ფონიჭალის ერთმანეთთან დამაკავშირებელ აქამდე არსებულ 5-კილომეტრიან მონაკვეთს 100 მეტრამდე ამცირებს. „განხორციელდა როგორც ქალაქისთვის, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროექტი. ეს არის ზემო და ქვემო ფონიჭალის დამაკავშირებელი გზაგამტარი. ზემო და ქვემო ...

Read More »