Home » 2020 » March » 03 (page 2)

Daily Archives: March 3, 2020

ბათუმის სტადიონმა Bleacher Report-ის ყურადღება მიიქცია

ბათუმის სტადიონმა, ამერიკული სპორტული გამოცემა, Bleacher Report-ის ყურადღება მიიქცია. გამოცემამ ახალი სტადიონის ფოტოების საკუთარ გვერდზე განათავსა. Country-GeorgiaCity-BatumiNew stadium 💪Gepostet von Bleacher Report Europe am Montag, 2. März 2020

Read More »

ტაილანდში საწარმო გამოყენებული პირბადეებით ვაჭრობდა

გამოცემა The Nation-ის ინფორმაციით, ტაილანდში საწარმო, რომელიც გამოყენებულ პირბადეებს ყიდდა, დახურეს. როგორც The Nation-ი წერს, პოლიციელებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ საწარმოში არალეგალურ საქმიანობას ჰქონდა ადგილი და ადგილზე მისვლისას სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს, რომ საწარმოში გამოყენებულ პირბადეებს აუთოებდნენ, რის შემდეგაც ყუთებში ათავსებდნენ და როგორც ახალს, ისე ყიდდნენ. საწარმო ამ გზით დღეში ოთხასამდე პირბადეს ამუშავებდა. სანდრო პირველი

Read More »

დიდი არეულობა რაგბის სამყაროში – პრეზიდენტის არჩევნების პარალელურად აუდიტის სკანდალური დასკვნა გასაჯაროვდა

დიდი არეულობა რაგბის სამყაროში – პრეზიდენტის არჩევნების პარალელურად აუდიტის სკანდალური დასკვნა გასაჯაროვდა რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები უკვე ორჯერ  ჩაიშალა. პირველ შემთხვევაში არჩევნები 30 იანვარს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ორმა კანდიდატმა, ბაჩო ხურციძემ და ირაკლი აბუსერიძემ ითხოვეს, რომ თარიღი შეეცვალათ. ხოლო 24 თებერვალს გასამართი არჩევნები კვორუმის არარსებობის გამო ჩავარდა და  ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება არჩევნები. როგორც რაგბის კავშირში აცხადებენ, არჩევნებზე დელეგატთა საჭირო ...

Read More »

პაშინიანი – დემოკრატიის გამარჯვებამ ახალი ჰორიზონტები გაშალა ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობების გასაფართოებლად

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი: მოგესალმებით ბატონო პრემიერო, ქალბატონებო და ბატონებო. მსურს, პირადად ჩემი და სომხური დელეგაციის ყველა წევრის სახელით მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას საქართველოში მოწვევისა და თბილი მიღებისთვის. ბედნიერი ვარ ამ საშუალებით. მე მრავალჯერ აღმინიშნავს, რომ საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. დარწმუნებული ვარ, რომ ამისთვის ყველა წინაპირობა არსებობს. ეჭვგარეშეა, რომ მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, ...

Read More »

საქართველოში მინიმალურ ხელფასად, შესაძლოა, 320 ლარი განისაზღვროს

პარლამენტი მინიმალური ხელფასის შესახებ კანონპროექტზე იმსჯელებს. კანონპროექტის ავტორი საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირებია. პროექტზე შესაბამის კომიტეტს გასულ წელს უნდა ემსჯელა, თუმცა შესაბამისი სხდომა ამ დრომდე არ გამართულა. პროექტის მიხედვით, საქართველოში სრულ სამუშაო განაკვეთზე მინიმუმალური ზღვარი 320 ლარით განისაზღვრება. არასრული სამუშაო განაკვეთის შემთხვევაში კი დამსაქმებელმა დასაქმებულს მინიმუმ 2 ლარი უნდა გადაუხადოს.

Read More »

„ჩვენი რეგიონის კონფლიქტები ერთმანეთისგან განსხვავებულია და საერთოდ არ ჰგავს ერთმანეთს“

მივესალმებით საქართველოს პოზიციას, რომ ყველა კონფლიქტი მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს. ჩვენ გამოვდივართ იმ სინამდვილიდან, რომ ჩვენი რეგიონის კონფლიქტები ერთმანეთისგან ძალზედ განსხვავებულია და საერთოდ არ ჰგავს ერთმანეთს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაფართოებული შეხვედრის დროს განაცხადა. მისი თქმით, ის გარემოება, რომ სომხეთი ევრაზიულ სივრცეში გაერთიანდა, საქართველო კი, ევროკავშირისკენ მიისწრაფვის, განვითარებისთვის კიდევ უფრო დიდ შესაძლებლობებს უქმნის. „მივესალმებით საქართველოს პოზიციას, ...

Read More »

ფაშინიანი – გავიგე, რომ დღეს საქართველოში დედის დღე აღინიშნება, ვულოცავ საქართველოს ყველა დედას

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ქართველ დედებს დედის დღე მიულოცა. „გავიგე, რომ დღეს საქართველოში დედის დღე აღინიშნება და ვულოცავ საქართველოს ყველა დედას“, – განაცხდა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

Read More »

თბილისის სასტუმროებში მარტი-აპრილის ჯავშნების 80-90% გაუქმებულია – ინდუსტრიას დიდი პრობლემა შეექმნა

მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო საქართველოში შექმნილ გამოწვევებზე ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებმა იმსჯელეს. შეხვედრა თბილისში, სასტუმროში – Wyndham Grand Tbilisi მიმდინარეობდა და მასში ძირითადად სასტუმროების ინდუსტრიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. როგორც სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის თავმჯდომარე შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა, ტურიზმის ინდუსტრიას ძალიან დიდი პრობლემა შეექმნა. „პირველი დარტყმა ჩვენ მივიღეთ, რაც ნიშნავს, რომ ბოლო 5-6 დღის განმავლობაში, ჯავშნების 80-90 პროცენტი ყველას გაუუქმდა მარტი-აპრილის თვეზე. ეს ნიშნავს, რომ ინდუსტრია ...

Read More »

მაიკ პენსი – კორონავირუსის სამკურნალო საშუალებები სავარაუდოდ ზაფხულში იქნება მზად

“კორონავირუსის სამკურნალო საშუალებები სავარაუდოდ ზაფხულში იქნება მზად”, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ბევრი ფარმაცევტული კომპანია მუშაობს ვაქცინის უკვე შექმნაზე, რომლის კლინიკური გამოცდა სავარაუდოდ, მომდევნო ექვს კვირაში დაიწყება. „მედიკამენტები, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობას გააუმჯობესებს, შესაძლოა, წელს ზაფხულში ან შემოდგომაზე გახდეს ხელმისაწვდომი“, – ამბობს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი.

Read More »

პუტინს სურს, კონსტიტუციაში ქორწინება კაცისა და ქალის კავშირად განისაზღვროს

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, სურს ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით ქორწინება კაცსა და ქალს შორის კავშირად განისაზღვროს. ცვლილებების შესახებ საუბარია საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებულ შეთავაზებაში, რომელიც პუტინმა პარლამენტს უკვე წარუდგინა. გარდა ამისა, 24-გვერდიანი დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოს სთავაზობს, რომ რუსეთში სახელმწიფო ენად რუსული ენა დაკანონდეს და კონსტიტუციით რუსეთი საბჭოთა კავშირის მემკვიდრედ გამოცხადდეს. გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ტექსტში ასევე ...

Read More »