Home » 2020 » March » 02 (page 3)

Daily Archives: March 2, 2020

Wizz Air Abu Dhabi ოპერირებას 2020 წლის შემოდგომიდან დაიწყებს

Wizz Air-მა, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდმა ეკო მეგობრულმა  ავიაკომპანიამ,  დღეს განაცხადა, რომ  საბოლოო ხელშეკრულება გააფორმა პარტნიორ აბუ-დაბის განვითარების ჰოლდინგ კომპანიასთან PJSC- სთან (ADDH), რათა ერთობლივად ჩამოაყალიბონ Wizz Air Abu Dhabi – დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომელიც აბუ-დაბის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას 2020 წლის შემოდგომიდან დაიწყებს. Wizz Air Abu Dhabi გეგმავს წლის მეორე ნახევრიდან დაიწყოს შესაბამისი ოპერაციები და მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის საჰაერო მოგზაურობა დაბალ ...

Read More »

„სოკარი“ გაძლევთ შანსს, დაესწროთ ევრო 2020-ის გახსნას რომში – კომპანიამ გრანდიოზული გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა. სხვადასხვა კონკურსის პარალელურად, „სოკარმა“ 1-ელ მარტს გრანდიოზული გათამაშება დაიწყო, რომელიც 11 იღბლიან გამარჯვებულს საშუალებას მისცემს, 12 ივნისს რომში, ოლიმპიკოს სტადიონზე ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის გახსნას დაესწროს. „სოკარი“ ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის ოფიციალური სპონსორია. UEFA ამ ჩემპიონატს გრანდიოზულად აღნიშნავს და მატჩებს ევროპის სხვადასხვა ქალაქში ატარებს. ამასთან დაკავშირებით, „სოკარს“ უკვე ...

Read More »

თებერვალში წლიური ინფლაციის დონემ 6.4% შეადგინა

მიმდინარე წლის თებერვლის წლიური ინფლაციის მიხედვით, რომლის შესახებაც მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა, საკვები პროდუქტებიდან ყველაზე მეტად – 25,1 პროცენტით ხილი არის გაძვირებული. მეორე ადგილზე ამ მხრივ რძის ნაწარმია, რძესა და ყველზე ფასებმა 19.2 პროცენტით მოიმატა. ამასთან, მიმდინარე წლის თებერვალში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ხორცი და ხორცის პროდუქტები 15.1 პროცენტით გაძვირდა; შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 11.2 პროცენტით, ბოსტნეული ...

Read More »

მიწისქვეშა გადასასვლელებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

“თბილსერვის ჯგუფმა“, დედაქალაქის მერის დავალებით, კორონავირუსთან დაკავშირებით, პროფილაქტიკის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა. სამუშაოები, კომპანიის მოვლა-პატრონობაში არსებულ 54 მიწისქვეშა გადასასვლელში, ანტისეპტიკური ხსნარებით შესრულდა. „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელის რომეო მიქაუტაძის განცხადებით, საჭიროებისამებრ, მიწისქვეშა გადასასვლელების დეზინფიცირება მომდევნო დღეებშიც განხორციელდება. ცნობისთვის, კორონავირუსთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერის დავალებით, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება მუნიციპალური ტრანსპორტი. დეზინფიცირება ასევე უტარდება თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებს.

Read More »

ახალი ქართული ჯავშანმანქანა „დიდგორი მეომარი“ ექსპორტზე გადის

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო ტექნიკის საერთაშორისო ბაზარზე აქტიური მუშაობის შედეგად სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტასა“ და ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთ ქვეყანას შორის დადებული ხელშეკრულებით ახალი ქართული ჯავშანმანქანა დიდგორი მეომარი 120 მმ მობილური ნაღმმტყორცნის მოდულით ექსპორტზე გავა. რამდენიმე ათეული მილიონის ღირებულების 120 მმ ნაღმმტყორცნის მოდულით აღჭურვილი ჯავშანმანქანა „დიდგორი მეომარის“ პირველი პარტია ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთ ქვეყანის შეიარაღებულ ძალებს მიეწოდება. „თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით 2018 წელს ...

Read More »

1 წლის განმავლობაში ხილი 25%-ით, რძის ნაწარმი 19%-ით, ხორცი კი 15%-ით გაძვირდა

„საქსტატის“ მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში ხილი 25%-ით, რძის ნაწარმი 19%-ით, ხორცი კი 15%-ით გაძვირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახური თებერვლის ინფლაციის მაჩვენებელს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც წლიური ინფლაციის დონემ 6.4 % შეადგინა. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 12.7 პროცენტით. კერძოდ, ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (25.1 პროცენტი), რძე, ყველი ...

Read More »