Home » 2020 » March » 02

Daily Archives: March 2, 2020

ირანისა და თურქეთის საზღვარზე სარაკეტო თავდასხმა მოხდა, გარდაიცვალა თურქი მესაზღვრე

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ის ინფორმაციით, ირანისა და თურქეთის საზღვარზე სარაკეტო დარტყმის შედეგად ერთი თურქი მესაზღვრე დაიღუპა. ამის შესახებ მან ტვიტერში დაწერა. თავდასხმა 2 მარტს გამთენიისას მოხდა. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ „ტვიტერით“ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რაკეტა თურქეთის სასაზღვრო სამსახურის კუთვნილ დაჯავშნულ მანქანას მოხვდა. შედეგად ერთი ადმიანი დაიღუპა.

Read More »

აზერბაიჯანის მოქალაქეს საქართველოში შემოსვლის უფლება არ მისცეს

საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვები პუნქტზე დღეს აზერბაიჯანის ერთ მოქალაქეს ქვეყანაში შემოსვლის უფლება არ მისცეს. ამის მიზეზი მაღალი ტემპერატურა გახდა, რის გამოც საზღვრის გადმოკვეთაზე სპეციალისტებმა მას უარი უთხრეს. ,,ქალს, რომელიც ზაქათალიდან მოდიოდა მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა, ამიტომ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის უფლება არ მივეცით. შევთავაზეთ კარანტინში მოთავსება, თუმცა უარი განაცხადა და აზერბაიჯანში დარჩენა ამჯობინა“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ლაგოდეხის სამსახურის უფროსმა ...

Read More »

ჯანმო კორონავირუსის პრევენციის კუთხით ქართული მხარის, მათ შორის ამირან გამყრელიძის ძალისხმევას მაღალ შეფასებას აძლევს

დანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიგი გიგიაძე კოპენჰაგენში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონალური ოფისის ღონისძიებას დაესწრო, სადაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ტიპის გავრცელება იყო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების დასრულების შემდეგ, საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა რეგიონალური ოფისის დირექტორთან, ჰანს კლუგესთან და განსაკუთრებული სიტუაციების განყოფილების დირექტორთან, ნედრეტ ემიროღლუსთან. „შეხვედრაზე იმსჯელეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხებზე. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მაღალი შეფასება მისცეს ...

Read More »

ყაზახეთში ქართული მანდარინის პარტია გაანადგურეს

ყაზახეთში, კერძოდ, ქალაქ ნურ-სულთანში საქართველოდან ექსპორტირებული, ათას 210 კილოგრამი ინფიცირებული მანდარინი გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. განცხადების მიხედვით, ნურ-სულთანში ფიტოსანიტარული კონტროლის დროს, კარანტინის ინსპექციამ საქართველოდან იმპორტირებული მანდარინის დიდი ტვირთი გამოავლინა, რომელიც ჭიით იყო დაავადებული. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე ადმინისტრაციული საქმე აღიძრა, შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებით, პროდუქტის მფლობელ ბიზნეს-სუბიექტს ჯარიმა დაეკისრება. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს საქართველოში მანდარინის მოსავალმა ...

Read More »

“მარტივი 25”-ის ნაცვლად “მარტივი 30” – “მაგთი” მომსახურებას აძვირებს

6 აპრილიდან, მაგთიკომი “მარტივი 25”-ის პაკეტს აუქმებს. ამის შესახებ კომპანიამ მომხმარებლებს შეტყობინებით აცნობა. “სიახლე! 06.04.2020-დან პაკეტი “მარტივი 25”-ის გაუქმებასთან დაკავშირებით, მაგთიკომი გთავაზობთ ახალ პაკეტს “მარტივი 30″ 3 000 მეგაბაიტი უსწრაფესი ინტერნეტით, ულიმიტო ზარებითა და ულიმიტო sms-ებით, თვეში 30 ლარად”, – ნათქვამია კომპანიის მიერ გაგზავნილ შეტყობინებაში.

Read More »

პაციენტების გამოჯანმრთელების გამო უხანში კორონავირუსის სპეციალიზირებული საავადმყოფო დაიხურა

ჩინეთში, უჰანში – კორონავირუსის ეპიდემიის ცენტრში, დაიხურა საავადმყოფო, რომელიც კორონავირუსისგან განკურნებისთვის იქნა გახსნილი. აღნიშნული საავადმყოფო, 16-დან ერთ-ერთია, რომელიც ეპიდემიის წინააღმდეგ სამკურნალოდ იქნა გახსნილი. საავადმყოფოს დახურვის მიზეზი გამოჯანმრთელებული პაციენტებია. საავადმყოფოდან პირველ მარტს საავადმყოფოდან 34 პაციენტი გაწერეს, ხოლო დანარჩენი 74 ადამიანი სხვა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. საავადმყოფო გადავიდა შესვენების რეჟიმში და პაციენტებს აღარ მიიღებს. სანდრო პირველი

Read More »

NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა თორნტონი თანამდებობას ტოვებს

„ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტის“ (ენდიაი) საქართველოს წარმომადგენლეობის დირექტორი ლორა თორნტონი თანამდებობას ტოვებს. ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს „ენდიაის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს და განმარტეს, რომ სხვა ორგანიზაციების მსგავსად, „ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტის“ საქართველოს წარმომადგენლობაში ხელმძღვანელის შეცვლა გეგმური პროცესი და რიგითი როტაციაა. ლორა თორნტონი „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ ქართულ ოფისს 2014 წლის შემოდგომიდან ხელმძღვანელობს. ვინ შეცვლის მას და კონკრეტულად როდის ეყოლება „ენდიაის“ საქართველოს ოფისს ახალი ხელმძღვანელი, კვლევითი ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობაში ...

Read More »

მთავრობამ კორონავირუსთან საბრძოლველად 1 მილიონი ლარი გამოყო

ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ჯანდაცვის სამინისტროს 1 მილიონი ლარი გამოეყო. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადებების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის“ შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 1 მილიონი ლარი გამოუყო. აღნიშნული განკარგულება, რომელსაც ...

Read More »

ირაკლი გოგავა – თუ ვინმეს სურს “ოცნების” დამარცხება, “ნაციონალური მოძრაობა” უნდა ჩამოაშორონ პოლიტიკას

“ტრამპმა საქართველოში რევოლუციურ სცენარს ამერიკული დაფინანსება გამოაცალა” ირაკლი გოგავა საერთაშორისო ურთიერთობების მცოდნე, გამორჩეული პოლიტოლოგია. ყოფილი პარლამენტარი და საპარლამენტო ფრაქცია “ალიანსი ახალი საქართველოსთვის” თავმჯდომარე სხვადასხვა წლებში მუშაობდა ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დირექტორად ერაყში, სადაც ერაყის პრეზიდენტის და პარლამენტის რეფორმებს უძღვებოდა, იყო უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იუშჩენკოს მრჩეველი. ის მუშაობდა პოლიტიკური კონსალტინგის ისეთ ამერიკულ კომპანიებში, როგორიცაა Burson-Marsteller, Penn, Shoen, Berland, Wooden Horse ...

Read More »

აფბა პარლამენტს მოუწოდებს არ დაამტკიცოს კანონპროექტი მომსახურების სააგენტოს ქონების სააგენტოსთან შერწყმის შესახებ

მნიშვნელოვანია, დეტალურად იქნას გააზრებული მოსალოდნელი რისკები „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – აფბამ შეისწავლა ის რისკები, რაც არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გაუქმებასა და მისი ფუნქციების სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში გადატანასთან დაკავშირებით. „აფბა“ მიიჩნევს, რომ ეს გაერთიანება არაფრის მომცემ მექანიკურ შერწყმასთან ერთად, აჩენს დამატებით რისკებს. მათ შორის, ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიც არის ფულის გათეთრების რისკები, რაც იმავდროულად ევროასოცირების ხელშეკრულების ...

Read More »