Home » 2020 » March » 01

Daily Archives: March 1, 2020

როცა მეცნიერება კაცობრიობის ერთადერთი დასაყრდენი ხდება – ბრძოლა COVID-19-თან

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც პირველ დეკემბერს ჩინეთში ამ დრომდე უცნობი კორონავირუსი დაფიქსირდა. დაფიქსირებული შემთხვევების რაოდენობამ დეკემბრის განმავლობაში კიდევ იმატა, იანვრის პირველ რიცხვებში კი ნელ-ნელა ყველამ გაიაზრა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. ვირუსის გამოჩენის შემდეგ მეცნიერებმა, პირველ რიგში, მისი გენომი გაშიფრეს. პარასკევს, 10 იანვარს, ჩინელმა მეცნიერებმა ონლაინ პლატფორმაზე ვირუსის გენომი ატვირთეს — ეს ფასდაუდებელი ინფორმაცია მსოფლიოს გარშემო ნებისმიერი მეცნიერისთვის გახდა ხელმისაწვდომი, რის შედეგადაც ...

Read More »

აშშ-ისგან საქართველო ტანკსაწინააღმდეგო სისტემა ჯაველინის ახალ პარტიას შეიძენს

პენტაგონის ვებსაიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ ხელი მოაწერა კონტრაქტს ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა Javelin-ის შეკვეთაზე რიგი სახელმწიფოების, მათ შორის საქართველოსთვის. კონტრაქტის თანახმად, შეკვეთილი Javelin-ის სისტემების დამზადება მიმდინარე წლის 25 ივნისამდე უნდა დასრულდეს. შეგახსენებთ, რომ საქართველომ ამერიკის შეერთებული შტატებისგან ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა ჯაველინი პირველად 2018 წელს შეიძინა. 72 გამშვებ მოწყობილობასა და 410 რაკეტაში $75 მილიონი დოლარი იქნა გადახდილი.

Read More »

სამხრეთ კორეაში კორონავირუსის გამო ეკლესიებში ღვთისმსახურება ონლაინ ტარდება

როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, სამხრეთ კორეაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ეკლესიები დროებით დაიხურა. მრევლისთვის ონლაინ ღვთისმსახურება ტარდება. „შევიტყვე, რომ ღვთისმსახურება არ იქნება. მაინც მოვედი ტაძარში გადასამოწმებლად და ის დაკეტილია. გონივრული გადაწყვეტილებაა. ხალხმრავალ ადგილებში ვირუსი სწრაფად ვრცელდება და ეკლესია გამონაკლისი ვერ იქნებოდა“, – აცხადებს ერთ-ერთი მორწმუნე, სონ იუნ კო. მორწმუნეები ქადაგების მოსმენას YouTube-ზე შეძლებენ.

Read More »

ზოგი სიცხის დამწევ საშუალებას იღებს, რომ არ დაფიქსირდეს ეს საზღვარზე – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე, მოსახლეობას მოუწოდებს განსაკუთრებული საჭიროების გარეშე საერთოდ თავი შეიკავონ მოგზაურობისგან. „მინდა გავავრცელო რამდენიმე მოწოდება და რეკომენდაცია. ჩვენი რეკომენდაცია იყო ყოველთვის, რომ თავი შეგვეკავებინა თუ აუცილებელი საჭიროება არ არის მაღალ დასენიანებულ ქვეყნებში მოგზაურობას, ესენი იყვნენ: ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ირანი და იტალია ძირითადად. დღეს მე მინდა ვთხოვო მოსახლეობას ზოგადად თავი ავარიდოთ მოგზაურობას, რადგან ევროპაშიც მაღალი გავრცელების მაჩვენებელია. ...

Read More »

ამირან გამყრელიძე – ქვეყანაში მოქალაქეების შემოსვლა ირანიდან და ჩინეთიდან თითქმის შეწყდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ირანიდან და ჩინეთიდან საქართველოში ნაკადის შემოსვლა თითქმის შეწყდა, იტალიიდან კი ყველაზე მეტი მოქალაქის შემოსვლა ფიქსირდება. მისივე ინფორმაციით, მუშაობს სხვადასხვა საკარანტინო და თვითიზოლაციის რეჟიმები. კარანტინში კი 119 ადამიანია. „დიდი მნიშვნელობა აქვს მაღალ დასენიანებული ქვეყნებიდან ქვეყანაში შემოსულ ადამიანთა მონიტორინგს. თითქმის შეწყდა ირანიდან და ჩინეთიდან შემოსვლა ადამიანების, ყველაზე დიდი შემოსვლა ფიქსირდება, რა თქმა უნდა, იტალიიდან. ძირითადად ...

Read More »

საქართველოს საგარეო უწყება – თავი შეიკავეთ იტალიაში, განსაკუთრებით მის ჩრდილოეთ რეგიონებში მგზავრობისგან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იტალიაში კორონავირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის გათვალისწინებით საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს გადაუდებელი აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში თავი შეიკავონ იტალიაში, განსაკუთრებით მის ჩრდილოეთ რეგიონებში მოგზაურობისგან. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ ადგილობრივი მთავრობის მითითებებს და რეკომენდაციებს, ასევე საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს ქ. რომში ცხელი ხაზის ნომერზე +333 8879123. “იტალიის რესპუბლიკის ცალკეულ რეგიონებში კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების მაღალი ...

Read More »

გიორგი ცუცქირიძე – მორიგი მტკნარი ტყუილი და სიცრუე ფადის სტილში

“მორიგი მტკნარი ტყუილი და სიცრუე ფადის სტილში, რომლის მიზანიც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობაა, და პირადად ვპირდები, რომ არცერთ ამგვარ სიცრუეზე აგებულ დემაგოგიას არ გავუტარებ!”, – ამის შესახებ ეკონომიკის დოქტორი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელსში წერს. პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “მორიგი მტკნარი ტყუილი და სიცრუე ფადის სტილში, რომლის მიზანიც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობაა, და პირადად ვპირდები, რომ არცერთ ამგვარ სიცრუეზე აგებულ დემაგოგიას არ ...

Read More »

თბილისის ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტი სპეციალური ხსნარებით მუშავდება

თბილისის მერის დავალებით, მუნიციპალური ტრანსპორტი სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება. რეკომენდაცია დედაქალაქის მერიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოსგან მიიღო. თბილისის მერიის ინფორმაციით, მიკრობაკფორტე, ლიზოფორმინი, სტერისეპტფორტე, ბაქტიციდი – აღნიშნული სადეზინფექციო საშუალებებით მუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი არასამუშაო საათებში. მათივე ცნობით, დეზინფიცირება ასევე უტარდება თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებს, სადაც 10-მდე დასახელების სადეზინფექციო საშუალება გამოიყენება. სპეციალური ხსნარებით იწმინდება ყოველდღიურად მუნიციპალიტეტის სერვის ცენტრები და სახელოვნებო სკოლები. დედაქალაქის მთავრობის ...

Read More »

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებული 42 334 პაციენტი გამოჯანმრთელდა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების 86 992 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა კი 42 334-ია. „სი-ენ-ენის“ ინფორმაციით, ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2 976-ს აღწევს, აქედან უმეტესობა, 2 870, ჩინეთშია დაფიქსირებული, 106 – კი მის ფარგლებს გარეთ.

Read More »

„თბილისის მიკროავტობუსი“ სატრანსპორტო საშუალებების დეზინფექციას იწყებს

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“, თბილისის მერიის დავალებით, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით დამატებით უსაფრთხოების ზომების გატარებას იწყებს. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში დაფიქსირდა კორონავირუსის რამდენიმე ფაქტი, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ უსაფრთხოების დასაცავად დამატებითი ზომების გატარებას გეგმავს და სატრანსპორტო საშუალებების დეზინფექციას იწყებს. „იქიდან გამომდინარე, რომ დღის განმავლობაში სამარშუტო ტაქსებით გადაადგილება უწევს 300 000-ზე მეტ მომხმარებელს, მგზავრებს ექნებათ შესაძლებლობა გაითვალისწინონ ჯანდაცვის სამინისტროს რჩევები და გადაადგილდნენ დეზინფექცირებული ტრანსპორტით. კომპანია ...

Read More »