Home » 2020 » February (page 5)

Monthly Archives: February 2020

საქართველოში ყველაზე ნაკლები დასაქმებული რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ფიქსირდება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2019 წლის კვარტლური ბიულეტენი გამოაქვეყნა. ბიულეტენში ასახულია ქვეყნის სოციალური, დემოგრაფიული და ეკონომიკური მაჩვენებლები. მონაცემები წარმოდგენილია წლის, კვარტალის და ზოგიერთ შემთხვევაში, თვის პერიოდულობით. “საქსტატის” გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2019 წლის III კვარტლის მიხედვით, საქართველოს რეგიონებიდან ყველაზე ნაკლები დასაქმებული რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ფიქსირდება, 2016 ადამინის ოდენობით. რეგიონების მიხედვით დასაქმების ჭრილში საქართველოს დედაქალაქი, თბილისი ლიდერობს 446 453 დასაქმებულით, ხოლო ...

Read More »

ნიკოლოზ მჭედლიშვილი – საარჩევნო წელს მშპ-ს მაღალი ზრდით დაწყება არის კარგი სტარტი

“საარჩევნო წელს მაღალი მშპ-ს მაღალი ზრდით დაწყება არის კარგი სტარტი”, – ამის შესახებ ექსპერტის ეკონომიკურ საკითხებში, ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს. “იანვარში, წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა 5.1 პროცენტი იყო, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი 2019 წლის იანვარში 3.5 პროცენტს არ აღემატებოდა. თუ გავითავალისწინებთ, რომ იანვარი ტრადიციულად არააქტიურ თვეთ ითვლება, ეს ზრდა არის ძალზედ კარგი, და არც მინახავს უწინ ასეთი ციფრი იანვარში. ...

Read More »

ოლიგოპოლია ინტერნეტბაზარზე და ოფშორში რეგისტრირებული ”მაგთიკომი” და ”სილქნეტი” ჩრდილოვანი მფლობელებით

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” შეისწავლა 2018 წელს ფიქსირებული და მობილური ინტერნეტის ბაზარზე არსებული მსხვილი ოპერატორების მფლობელობა და მათი ბიზნესკავშირები და ამ საკითხთან დაკავშირებით კვლევა გამოაქვეყნა. კვლევაში, ასევე, მიმოხილულია მოსახლეობაში ინტერნეტის გავრცელების და მოხმარების საკითხები. გთავაზობთ იმ ყველა მნიშვნელოვან მიგნებას, რომელიც აღნიშნულ კვლევაშია გამოქვეყნებული. კვლევის მიხედვით, საქართველოში ყველაზე დიდი ინტერნეტ პროვაიდერები “მაგთიკომი” და “სილქნეტია”, რომლებსაც აბონენტების მხრივ ბაზრის 79%-მდე უჭირავთ, ხოლო შემოსავლის მხრივ ...

Read More »

2019 წელს, „თიბისიმ“ $531 მილიონი მოიზიდა, რამაც ირიბად ლარის კურსის სტაბილურობას შეუწყო ხელი – ბუცხრიკიძე

„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე აცხადებს, რომ მიმდინარე წელს „თიბისი“ საქართველოს ფარგლებს გარეთ განვითარების კუთხით, აქცენტს უზბეკეთის ბაზარზე გააკეთებს, წლის ბოლოს კი სხვა ბაზრებზეც გავა. „თიბისი ბანკმა“ ბიზნეს სექტორს წლიური ანგარიში გააცნო. ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, 2019 წლის მიღწევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ განუცხადა, 2019 წელს თიბისიმ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან 531 მილიონი დოლარი მოიზიდა, რამაც ირიბად ლარის კურსის სტაბილურობას შეუწყო ხელი. ...

Read More »

მარტიდან ფიზიკური პირებისთვის საბანკო რეგულაციების გამარტივება იგეგმება

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა აცხადებს, რომ ფიზიკური პირებისთვის საბანკო რეგულაციების გამარტივება მარტიდან იგეგმება. როგორც სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, საუბარია გამარტივებაზე, რომელიც ძირითადად ბიუროკრატიული ტვირთის მოხსნსა ეხება და რეგულაციების ფუნდამენტურ შერბილებაზე საუბარი არ არის. „ამ ცვლილებების ძირითადი მიზანია, რომ ბიუროკრატიული ბარიერები მოვხსნათ. ცვლილებების მიზანი ნამდვილად არაა, რომ რაღაც მასშტაბური მაკროეკონომიკური ეფექტი ჰქონდეს და დაკრედიტება საგრძნობლად გაიზარდოს. 2019 წელს ჯამურად, ...

Read More »

პუტინი – უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ორეულით სარგებლობა შემომთავაზეს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღიარა, რომ მას უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, საჯაროდ გამოჩენისას ორეულით სარგებლობის შესაძლებლობა შესთავაზეს, თუმცა ამაზე უარი თქვა და ორეული არასდროს ჰყოლია. „მე უარი ვთქვი ამ ორეულებზე. ეს შემოთავაზება იყო ტერორიზმთან ბრძოლის ყველაზე რთულ პერიოდში“, – განაცხადა პუტინმა TASS-თან ინტერვიუში და დასძინა, რომ 2000-იანი წლების დასაწყისს გულისხმობდა. როგორც „როიტერი“ წერს, პუტინთან დაკავშირებით არსებობს შეთქმულების თეორიები, რომ ის ორეულს ან ...

Read More »

ფიზიკური პირებისთვის საბანკო რეგულაციების გამარტივების შესახებ პრინციპული შეთანხმება არსებობს – ვახტანგ ბუცხრიკიძე

„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე აცხადებს, რომ ფიზიკური პირებისთვის საბანკო რეგულაციების გამარტივების შესახებ პრინციპული შეთანხმება არსებობს. კითხვაზე, რა გამოწვევების წინაშე იდგა ზოგადად საბანკო სექტორი და „თიბისი ბანკი“ 2019 წელს, ბუცხრიკიძე აცხადებს, რომ გასულ წელს, რეგულაციების გამო, ყველაზე ნაკლები ზრდა ფიზიკური პირების დაკრედიტებაში იყო და რეგულაციების შერბილებას მარტი-აპრილში პროგნოზირებს. „2019 წელს ძირითადი ზრდა გვქონდა კორპორატიულ ბიზნესში, საშუალო და მცირე ბიზნესში. ზრდა ...

Read More »

„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

„თიბისი ბანკმა“ წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი ბანკის“ პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრას ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრას „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე, მისი მოადგილეები გიორგი თხელიძე, ნიკოლოზ ქურდიანი და ასევე ბანკის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია უძღვებოდნენ. ...

Read More »

„ლარი წონასწორულ ნიშნულს უბრუნდება, გაუფასურებული რომ იყო ამდენ ხანს, გასაკვირი ეს იყო“

მოლოდინი მართლდება და ლარი წონასწორულ ნიშნულს უბრუნდება, – ასე აფასებს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა ბოლო პერიოდში ლარის კურსის გამყარებას. როგორც სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა „ინტერპრესნიუსს“ საკითხის კომენტირებისას განუცხადა, ეროვნული ვალუტის გამყარება გასაკვირი არაა და ის უფრო გასაკვირია, ლარი ამდენი ხნის განმავლობაში გაუფასურებული რომ იყო. „ბოლო 5-6 თვის განმავლობაში ჩვენ ყოველთვის ვიძახდით, რომ ლარი ზედმეტად იყო გაუფასურებული. ჩვენი და არა მარტო ჩვენი, ...

Read More »

მარტიდან სათამაშო ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს იტყვის

კომერსანტის ექსკლუზიური ინფორმაციით სათამაშო ბიზნესი მარტის პირველი რიცხვებიდან გარე რეკლამის შეზღუდვას იწყებს.ინფორმაციას ადასტურებს  სათამაშო ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ ბერუაშვილი. როგორც ბერუაშვილი განმარტავს მიღებული გადაწყვეტილება საზოგადეობის მაღალი ინტერსითაა განპირობებული: „შემიძლია გითხრათ ის, რომ პირველი მარტიდან მინიმუმ თბილისში, მოსახლეობა დაინახავს, რომ სათამაშო ბიზნესის გარე რეკლამა აღარ იქნება. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ბიზნესმა თვითონ მიიღო გადაწყვეტილება ასოციაციის ფორმატში გარე სარეკლამო სივრციდან გავიდნენ. ეს ეხება ...

Read More »