Home » 2020 » February (page 4)

Monthly Archives: February 2020

აზერბაიჯანში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აზერბაიჯანში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი რუსეთის მოქალაქეს აღმოაჩნდა, რომელიც ქვეყანაში ირანიდან ჩავიდა.  გავრცელებული ინფორმაციით, პირი ამჟამად სპეციალური რეჟიმის განყოფილებაში, იზოლაციურ პალატაში იმყოფება. ჯანდაცვის სამინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს იმ პირების დადგენა, ვინც დაინფიცირებულთან უშუალო კონტაქტში იმყოფებოდა.

Read More »

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – ალექსანდრე ჭიკაიძის საეჭვო გამდიდრება გამოძიებას საჭიროებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების აუცილებლობას ხედავს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ჭიკაიძემ 2017 წლის ბოლოს საჯარო სამსახურის დატოვების შემდეგ დიდი რაოდენობით უძრავი ქონება საეჭვო გარემოებებში დააგროვა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მიუთითებს, რომ ყოფილმა მაღალჩინოსანმა და მისმა მეუღლემ 5 უძრავი ქონების შეძენა ორ წელზე ნაკლებ დროში შეძლეს, მაშინ, როცა ჭიკაიძეს თანამდებობის დატოვების ...

Read More »

თურქეთი და რუსეთი სამხედრო დაპირისპირების მიჯნაზე

“მოვლენების განვითარება გვაჩვენებს, რომ რუსეთის და თურქეთის სიტუაციური კავშირი შეირყა, მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით ორივე მხარე ერიდება უშუალო სამხედრო დაპირისპირებას სირიის ტერიტორიაზე”, – ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში წერს. “ბანკები და ფინანსები” ირაკლი გოგავას სტატუსს უცვლელად გთავაზოთ” “თურქეთმა ნატო-ს წესდების მე-4 მუხლი გამოიყენა და ნატოს საბჭოს რიგგარეშე სხდომის ჩატარება მოითხოვა. ნატო-ს წესდების მე-4 მუხლი არ გულისხმობს ...

Read More »

საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა განაცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, მოქალაქე იტალიიდან ჩამოვიდა. “ახალი შემთხვევების გაზრდა არ უნდა გაგვიკვირდეს. ერთი საათის წინ დამიდასტურეს, რომ გვაქვს დადებითი შემთხვევა. წყარო იტალიაა, ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა, ის იტალიიიდან ჩამოვიდა, ამ დროისთვის მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მიმდინარეობს მონიტორინგი”, – განაცხადა გამყრელიძემ.

Read More »

მარაგი არის – საქართველოში სურსათის დეფიციტი არ გაჩნდება

დისტრიბუტორები: “საფრთხე იმისა, რომ პროდუქტის გარეშე დავრჩეთ არ არსებობს” როგორც კი საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა საზოგადოება პანიკამ მოიცვა და თბილისში მაღაზიები ადამიანთა რიგებით იყო გადატვირთული. სოციალურ ქსელში უწყვეტად ვრცელდებოდა ფოტოები, სადაც ადამიანები საკვებს იმარაგებდნენ. არის თუ არა რეალურად საკვების დეფიციტის პრობლემა? სპეციალისტები ამბობენ, რომ საქართველო არ იქნება იმ ქვეყნებს შორის, სადაც შესაძლოა, საკვების მარაგი ამოიწუროს. გუშინ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა ...

Read More »

თურქეთი ევროპისკენ მიმავალ სირიელ ლტოლვილებს ღარ შეაჩერებს

როგორც „როიტერსი“ წერს, თურქეთმა გადაწყვიტა აღარ შეაჩეროს ევროპისკენ მიმავალი სირიელი ლტოლვილები. გამოცემის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქმა მაღალჩინოსანმა განაცხადა. მისი თქმით, თურქმა სამართალდამცველებმა, სანაპირო დაცვამ და სასაზღვრო სამსახურმა უკვე მიიღეს შესაბამისი განკარგულება. შეგახსენებთ, რომ იდლიბში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, მიგრანტების ახალი ტალღა წარმოიშვა და მილიონამდე ადამიანს საცხოვრებლის მიტოვება მოუწია.

Read More »

საქართველომ საფოსტო გზავნილებით პირბადის გაგზავნა აკრძალა

„საქართველოს ფოსტა“ მოქალაქეებს აცნობებს, რომ 27 თებერვლიდან ქვეყნის ფარგლებს გარეთ საფოსტო გზავნილით სამედიცინო დანიშნულების ნიღბის გაგზავნა აკრძალულია. ამის შესახებ განცხადება „საქართველოს ფოსტის“ ოფიციალურ ვებგვერდზე და ასევე, „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნდა. „საქართველოს ფოსტა“ გაცნობებთ, რომ 2020 წლის 27 თებერვლიდან იკრძალება საქართველოს ფარგლებს გარეთ საფოსტო გზავნილით (მიუხედავად გზავნილის სახეობისა), ნებისმიერი რაოდენობის სამედიცინო დანიშნულების ნიღბის (პირბადის) გაგზავნა. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აკრძალვის მიუხედავად, გამგზავნის მიერ ...

Read More »

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ორი პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ყვარლის სატყეო უბნის უფროსი გ.ა. და ამავე სატყეო უბნის სპეციალისტი გ.ფ. დააკავეს. სუს-ის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა მოქალაქეს მათ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ტყის ფონდის ექვსი თვით საძოვრად გადაცემის სანაცვლოდ, ქრთამის სახით ფულადი თანხა გამოართვეს. „გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს ...

Read More »

იანვარში საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.1 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები, საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ელექტროენერგიის, ...

Read More »