Home » 2020 » February (page 30)

Monthly Archives: February 2020

გლეიზერებმა „მანჩესტერ იუნაიტედს“ გასაყიდი ფასი დაადეს

გლეიზერებმა „მანჩესტერ იუნაიტედს“ გასაყიდი ფასი დაადეს გაზეთ „დეილი მეილის“ ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მფლობელმა გლეიზერების ოჯახმა დაასახელა თანხა, რომლის სანაცვლოდაც შეელევა კლუბს. პოტენციურმა მყიდველმა 2.8 მილიარდი ევრო უნდა გადაიხადოს, თუ მანჩესტერული გრანდის შეძენის სურვილი გაუჩნდება. ასევე, კლუბის შეძენის შემთხვევაში, ახალ მფლობელს მოუწევს საკუთარ თავზე აიღოს სტადიონ „ოლდ ტრაფორდის“ რეკონსტრუქციის ხარჯები. კლუბის საშინაო არენის რემონტი 240 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

Read More »

უნგრეთი მცირე ბიზნესისა და მუშახელისთვის გადასახადებს შეამცირებს

უნგრეთი მცირე ბიზნესისა და მუშახელისთვის გადასახადებს შეამცირებს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა. უნგრეთის პრემიერი მომდევნო წლებში შიდა ეკონომიკისთვის რთულ პერიოდს პროგნოზირებს. გასულ წელს ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 4.9 პროცენტი შეადგინა, თუმცა 2020 წელს მთავრობა მანამდე ნავარაუდევი 4 პროცენტის 3.5 პროცენტამდე შემცირებას პროგნოზირებს, რაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იქნება. ვიქტორ ორბანის თქმით, ახლა მათ ძალისხმევა 2020 ...

Read More »

კახა კალაძე – „სითი პარკისგან“, ტექნიკასთან ერთად, 50 000 მოქალაქის ჯარიმა გადმოვიბარეთ

დედაქალაქის მერი კახა კალაძე „თბილისის პარკინგთან“ დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს სიცრუეს უწოდებს და განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტის მერიამ კომპანია „სითი პარკისგან“, ტექნიკასთნ ერთად, 50 000 მოქალაქის ჯარიმა გადაიბარა. როგორც კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელმაც 2007 წელს „სითი პარკს“ ხელშეკრულება გაუფორმა, საბიუჯეტო თანხების მითვისების ბრალდებით აარის დაკავებული. „მოვისმინე ოპოზიციის მიერ გაკეთებული განცხადებები. ბრიფინგს მართავდა ზუსტად ის ...

Read More »

ინვესტორი მერიას ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ნაცვლად რესტორნის აღდგენას სთავაზობს

ინვესტორი თბილისის მერიას ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ აშენების ნაცვლად, რესტორან „ბუდაპეშტის“ აღდგენას სთავაზობს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სასტუმრო „ბუდაპეშტის“ წარმომადგენელმა, გოგა ზაქაიძემ განაცხადა, ისინი მზად არიან, უარი თქვან სასტუმროს მშენებლობაზე, სანაცვლოდ კი ვალდებულებას იღებენ, აღადგინონ 1958 წელს აშენებული რესტორანი „ბუდაპეშტი“ ისტორიულად არსებული მოცულობისა და ფასადის შესაბამისად. მისი თქმით, რესტორან „ბუდაპეშტის“ მშენებლობისას არ დაზიანდება არც ერთი ნარგავი და დამატებით გამწვანდება და ...

Read More »

ფაშინიანი ალიევს: ნუ ჩაეძიებით ისტორიას, ვინაიდან როდესაც სომხეთის მეფე ტიგრან დიდი მოლაპარაკებებს აწარმოებდა პომპეუსთან, მსოფლიოში სახელმწიფო აზერბაიჯანი არ არსებობდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული დებატების ფარგლებში, სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ურჩია მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვისას ისტორიას არ ჩაეძიოს. „პრეზიდენტ ალიევს ვთხოვდი, ასე ისტორიას არ ჩაეძიოს, ვინაიდან როდესაც სომხეთის მეფე ტიგრან დიდი მოლაპარაკებებს აწარმოებდა პომპეუსთან, სამხრეთ კავკასიაში და მსოფლიოში არ არსებობდა ისეთი სახელმწიფო, როგორიცაა აზერბაიჯანი. არ ვფიქრობ მართებული იყოს ისტორიაში ასე ჩაძიება, ვინაიდან ქრისტეს შობამდე 400 წლიდან შემიძლია დავიწყო, მაგრამ ...

Read More »

8 ქალაქი, სადაც შესაძლოა, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება ქუჩებში, რეალურ მოძრაობაში დაიწყოს

საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, პარლამენტი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს. კანონის პროექტი, მათ შორის მართვის მოწმობის პრაქტიკული ნაწილის ორ ეტაპად გაყოფას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ბიუროს სხდომაზე ინიცირება გასული წლის მარტში მოხდა, თუმცა ამ დრომდე მისი პლენარულ სხდომაზე განხილვა არ მომხდარა. ცვლილებების მიხედვით, გამოცდის პირველი ეტაპი (სპეციალური მანევრები) დახურულ საგამოცდო მოედანზე ჩატარდება, როგორც ეს ამჟამადაც ხორციელდება, ხოლო ...

Read More »

თბილისში 1649 პირი უსახლკაროა, სტატუსის მაძიებელთა რიცხვი – მზარდი, გადაწყვეტილებები – დაგვიანებული – „ახალგაზრდა ადვოკატები“

თბილისში 1649 პირი უსახლკაროა, სტატუსის მაძიებელთა რიცხვი – მზარდი, გადაწყვეტილებები – დაგვიანებული – „ახალგაზრდა ადვოკატები“ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა სოციალური დაცვის საკითხები, სტატუსის მაძიებელთა წინაშე არსებული პრობლემები, თავშესაფრითა და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცესი შეისწავლა, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფინანსური შესაძლებლობის პირობებში, გამოკვეთილია ა. სტატუსის მაძიებელთა განცხადებებზე დროში გახანგრძლივებული პასუხის, ბ. პროცესის ეფექტიანი მართვისა და გ. სათანადო ...

Read More »

ევროპაში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ევროპაში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შემთხვევა საფრანგეთში მოხდა. ახალი კორონავირუსის მსხვერპლი ჩინელი ტურისტია, რომელიც საფრანგეთში სამოგზაუროდ იმყოფებოდა.

Read More »

მაიკ პომპეო – ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წლის შემდეგაც რუსეთს დაკავებული აქვს ყირიმი, აღმოსავლეთ უკრაინისა და საქართველოს ნაწილები

„ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წლის შემდეგაც რუსეთს დაკავებული აქვს ყირიმი, ასევე აღმოსავლეთ უკრაინისა და საქართველოს ნაწილები“ , – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. „დასავლეთი იმარჯვებს, თუმცა ახლა, ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წლის შემდეგაც რიგი ქვეყნების სუვერენიტეტი კვლავ საფრთხის ქვეშაა. მოდით, ვისაუბროთ ტერიტორიულ მთლიანობაზე. რუსეთს დაკავებული აქვს ყირიმი, ასევე აღმოსავლეთ უკრაინის და საქართველოს ნაწილები. ამასთან ერთად, ...

Read More »

წარმოიდგინეთ, რომ აქ თამაშობთ – ბრიტანული გამოცემა ყვარლის სტადიონით აღფრთოვანდა

ბრიტანულმა გამოცემამ, The Sun Dream Team-მა Facebook-ზე ყვარელში მდებარე სტადიონის ფოტო გამოაქვეყნა. “საქართველოს მე-5 ლიგაში მოასპარეზე ყვარლის “დურუჯის” სტადიონი უძველესი ციხესიმაგრის კედლებს შიგნით მდებარეობს. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ აქ თამაშობთ!” – წერს ბრიტანული გამოცემა. FC Kvareli Duruji, who play in the Georgian 5th Division, have their pitch inside the walls of an ancient castle 😱Imagine playing here 😍Gepostet von Dream Team ...

Read More »