Home » 2020 » February (page 2)

Monthly Archives: February 2020

„უსაფრთხოება და არა შიში“ – სალომე ზურაბიშვილი ავტობუსში გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს

#SafetynotFear! (უსაფრთხოება და არა შიში) – კორონავირუსთან დაკავშირებული კამპანია საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაიწყო. სალომე ზურაბიშვილის გვერდზე „ინსტაგრამში“ გამოქვეყნებულია ფოტოები, რომლებშიც ის ავტობუსით მგზავრობის დროს არის დაფიქსირებული. მას სამედიცინო ნიღაბი უკეთია. „მოდით, გავავრცელოთ #SafetynotFear! ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ადამიანებს, რომ უსაფრთხოება ნიშნავს სიმშვიდის შენარჩუნებას და პასუხისმგებლიანობას“, – აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილის გვერდზე „ინსტაგრამში“.

Read More »

„ტანაპისა და ტაპის პროექტებამდე საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია მხოლოდ რეგიონალური დონის იყო, ახლა საერთაშორისო მოთამაშეები ვართ“

მისასალმებელია, რომ სამხრეთ გაზის კორიდორი დღესდღეობით საერთაშორისოდ აღიარებულია არა მხოლოდ მონაწილე ქვეყნების, არამედ ევროკავშირის ქვეყნების მიერ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ბაქოში, სამხრეთ გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მინისტერიალი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გახსნა. როგორც თავის გამოსვლაში ნათია თურნავამ აღნიშნა, მინისტერიალის ბოლო შეკრების შემდეგ, დღეს უკვე რეალობაა, რომ სამხრეთ გაზის კორიდორის ...

Read More »

„საქართველო სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს მსოფლიოში ალტერნატიული გაზის მარშრუტების განვითარებაში“

საქართველო ძალიან მნიშვნელოვან, გეოპოლიტიკურ როლს ასრულებს სამხრეთ გაზის დერეფნის განვითარებაში, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ბაქოში, სამხრეთ გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალის დასრულების შემდეგ განაცხადა. მინისტრმა მონაწილეობა მიიღო სესიაში „სამხრეთ გაზის კორიდორი: მიღწევები და გამოწვევები“. „მოგეხსნებათ, რომ გასული წლის ნოემბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესწრებოდა ტრანსანატოლიური გაზსადენის ინაუგურაციას, რომელიც, ფაქტობრივად, ჩვენი შაჰდენიზის გაგრძელებაა. მანამდე, BP-ის მიერ დასრულდა შაჰდენიზის განვითარების მეორე ...

Read More »

სუს-მა ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მოქალაქე გ.უ. დააკავეს. ამის შესახებ სუს-ში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ განაშენიანების რეგულირების გეგმის საკრებულოს სხდომაზე გატანისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის სანაცვლოდ, მეწარმეს ქრთამის სახით მოსთხოვა 200 000 ...

Read More »

ლუქსემბურგში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდა

ლუქსემბურგში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდა. ამ გზით ქვეყნის მთავრობა გზებზე ავტომობილების რაოდენობის შემცირებას გეგმავს. როგორც ცნობილია, ლუქსემბურგში ყოველწლიურად 200 ათასი ადამიანი მიემგზავრება სამუშაოდ. მათ შორის გერმანიის, საფრანგეთისა და ბელგიის მოქალაქეები. მათი უმრავლესობა ავტომობილით მგზავრობს. დღეიდან ლუქსემბურგში მატარებლით (პირველი კლასის გარდა), ავტობუსით (ღამის რეისების გარდა) და ტრამვაით მგზავრობა უფასოდაა შესაძლებელი. მთავრობის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხარჯებს, რაც წელიწადში 41 მილიონ ევროს შეადგენს, ...

Read More »

აუდიტის სამსახური – ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა საკუთარი თავი ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე დანიშნა და ანაზღაურების სახით 27 405 ლარი მიიღო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა საკუთარი თავი ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე დანიშნა და შედეგად დამატებით შრომის ანაზღაურების სახით 27 405 ლარი მიიღო. აჭარის ა/რ და ბათუმის მუნიციპალიტეტის წილობრივად მოქმედ საწარმოებში საწესდებო კაპიტალის ფორმირებისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის ანგარიშიდან ირკვევა, რომ შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“ პარტნიორთა კრების მიერ დირექტორის შრომის ანაზღაურება თვეში განისაზღვრა 2,500 ლარით თუმცა საავადმყოფოს დირექტორმა ...

Read More »

საქართველოში ირანის საელჩო, ირანში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო, ირანში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და ირანის ისლამურ რესპუბლიკაში კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო, გამოხატავს პატივისცემას საქართველოს მოსახლეობის მიმართ და საზოგადოების ინფორმირების მიზნით, ავრცელებს შემდეგ განცხადებას: 1. ირანის ისლამური რესპუბლიკის სხვადასხვა ქალაქებში კორონავირუსის გავრცელებისთანავე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით, ქვეყანაში დაიწყო ეფექტური და საგანგებო ღონისძიებების გატარება, ვირუსის გავრცელების აღსაკვეთად. ...

Read More »

კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 85 207-მდე, გამოჯანმრთელებულთა კი 39 495 გაიზარდა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 85 207-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა კი 39 495-ს აღწევს. „სი-ენ-ენის“ ინფორმაციით, ვირუსით დღემდე 2 922 ადამიანია დაღუპული, აქედან 2 835 – ჩინეთში, 87 კი – მის ფარგლებს გარეთ, კერძოდ : ირანში -34 ადამიანი, იტალიაში -21, სამხრეთ კორეაში -16, იაპონიაში -10, ჰონგ-კონგში -2, საფრანგეთში -2, ფილიპინებსა და ტაივანში კი ვირუსით თითო ადამიანი გარდაიცვალა.

Read More »

აუდიტის სამსახური – სარაგბო კლუბ „ბათუმში” 1 ადამიანი 3 თანამდებობაზე – მასაჟისტად, დაცვის უფროსად და ბავშვთა მწვრთნელად არის დასაქმებული

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის თანახმად, შპს „სარაგბო კლუბ ბათუმში” ერთი ადამიანი სამ თანამდებობაზე-მასაჟისტად, დაცვის უფროსად და ბავშვთა მწვრთნელად არის დანიშნული. აჭარის ა/რ და ბათუმის მუნიციპალიტეტის წილობრივად მოქმედ საწარმოებში საწესდებო კაპიტალის ფორმირებისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის ანგარიშიდან ირკვევა, რომ შპს „სარაგბო კლუბ ბათუმის“ საშტატო ერთეულით გათვალისწინებულ სხვადასხვა თანამდებობაზე დასაქმებული არიან შესაბამისი კვალიფიკაციის არმქონე პირები, მათ მიერ განხორციელებულ მომსახურებაზე არ არის წარმოდგენილი მომსახურების ფაქტობრივად ...

Read More »

იდლიბში თურქ სამხედროებზე თავდასხმის ფაქტზე საქართველომ თურქეთს სოლიდარობა გამოუცხადა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილისა და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის ონურ სევინის შორის. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სირიის პროვინცია იდლიბში არსებული ვითარება. თურქეთის მხარემ მიაწოდა მინისტრის მოადგილეს ინფორმაცია განვითარებულ მოვლენებზე, რომელთა შედეგად იერიში იქნა მიტანილი რეგიონში განლაგებული თურქეთის შეიარაღებული ძალების სამონიტორინგო პუნქტის მიმართ. ალექსანდრე ხვთისიაშვილმა დაუდასტურა თურქეთის წარმომადგენელს საქართველოს მხარდაჭერა სტრატეგიული პარტნიორის – ...

Read More »