Home » 2020 » February (page 10)

Monthly Archives: February 2020

მაჭავარიანი – ჩვენი და ეროვნული ბანკის ანალიზით, ლარი მოუახლოვდა წონასწორობის ნიშნულს

ჩვენი და ეროვნული ბანკის ანალიზით, ლარი მოუახლოვდა წონასწორობის ნიშნულს, ეს არის დღევანდელი მოცემულობა, რა იქნება ერთ ან სამ თვეში, ამაზე პროგნოზი არ კეთდება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა. მისი თქმით, სამომავლოდ ლარის გამყარება ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. „როდესაც ლარი გაუფასურდა და ახლაც, როცა მყარდება, ვამბობდით და ვამბობთ, არც ერთი პასუხისმგებლიანი ადამიანი ამ მიმართულებით პროგნოზს არ აკეთებს და ...

Read More »

ბალცეროვიჩი – რეგულაციებთან მიმართებაში უნდა გააკეთოთ მინიმუმი და არა მაქსიმუმი, ნუ გადააჭარბებთ

„ჩვენ ვნახეთ, როგორ მუშაობს საქართველო ამ ფრონტზე. შემდეგ უკვე შევეხოთ რეგულაციებს ევროკავშირთან მიმართებაში, უნდა გააკეთოთ მინიმუმი და არა მაქსიმუმი, ნუ გადააჭარბებთ”, – ამის შესახებ თბილისში მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020” ვარშავის ეკონომიკური სკოლის პროფესორმა, პოლონეთის ყოფილმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა, ლეშეკ ბალცეროვიჩმა განაცხადა. „ჩვენ ვნახეთ, როგორ მუშაობს საქართველო ამ ფრონტზე. შემდეგ უკვე შევეხოთ რეგულაციებს ევროკავშირთან მიმართებაში, უნდა გააკეთოთ მინიმუმი და არა მაქსიმუმი, ...

Read More »

„იტალიელი მგზავრები არა მხოლოდ სამშობლოში მოწმდებიან, არამედ საქართველოშიც“

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის გამო იტალიასთან მიმართებით ამ ეტაპზე დამატებითი რეგულაციების შემოღება არ იგეგმება. როგორც უწყების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან განმარტა, „იტალიელი მგზავრები არა მხოლოდ სამშობლოში მოწმდებიან, არამედ საქართველოშიც“. „ამ ეტაპისთვის იტალიასთან მიმართებით დამატებით რეგულაციებს არ ვგეგმავთ. ჩვენი სალჩო და ელჩი ამ მიმართულებით მუშაობენ. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ყველა იტალიელი მგზავრი მოწმდება, როგორც იტალიაში, ...

Read More »

მაჭავარიანი – ანგარიშვალდებულების კუთხით, ვაკეთებ იმაზე მეტს, ვიდრე ოდესმე რომელიმე მინისტრს გაუკეთებია

ანგარიშვალდებულების კუთხით, ვაკეთებ იმაზე მეტს, ვიდრე ოდესმე რომელიმე მინისტრს გაუკეთებია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა განუცხადა. მაჭავარიანმა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე არმისვლის მიზეზი კიდევ ერთხელ განმარტა და აღნიშნა, რომ პარლამენტში არასდროს არცერთი მინისტრი არ მისულა იმდენჯერ, რამდენჯერაც თავად იმყოფებოდა. “ანგარიშვალდებულების კუთხით, ნახეთ, შეამოწმეთ, საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში ამაზე მეტჯერ თუ ყოფილა მინისტრი მისული, ვიდრე მე ვიყავი ბოლო 6 თვეში ან ...

Read More »

ღვინის მოხმარება მცირდება, ექსპორტი კი – იზრდება

ყველაზე მეტი ქართული ღვინო კვლავ რუსეთში გაიყიდა. ექსპორტი სტაბილურად იზრდება, თუმცა ეს იაფასიანი ნაწარმის ხარჯზე ხდება. გამოიკვეთა კიდევ ერთი საინტერესო ტენდენცია, რომელიც ღვინის ადგილობრივ ბაზარს ეხება. საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე ღვინის მოხმარება წლიდან წლამდე მცირდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ირკვევა, რომ 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს რუსეთში 4 366,2 ათასი ლიტრით მეტი ღვინის ექსპორტირება მოხდა. ჯამში 2019 წელს რუსეთში 133 ...

Read More »

„ჩვენი ეკონომიკის საფუძველი არის თავისუფალი ბიზნესი, ძლიერი ქართული ბიზნესი, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს“

გიორგი გახარია – ჩვენი ეკონომიკის საფუძველი არის თავისუფალი ბიზნესი, ძლიერი ქართული ბიზნესი, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს ჩვენ არ ვართ დაინტერესებული, ვისაუბროთ მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიღწევებზე. ჩვენი ინტერესი უფრო არის ვისაუბროთ – საქართველოს ბიზნესის მიღწევებზე, რამეთუ ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი ეკონომიკის საფუძველი და ხერხემალი არის თავისუფალი ბიზნესი, ძლიერი ქართული ბიზნესი, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს. მოგეხსენებათ, ჩვენი ეკონომიკის სისტემური გამოწვევა გახლავთ ...

Read More »

რატომ გაიყინა საწვავის ფასი საქართველოში

უკვე ბოლო რამდენიმე თვეა საზოგადოების ნაწილი ამაოდ ელის საწვავზე ფასების შემცირებას. “ბანკები და ფინანსები” ჯერ კიდევ გასულ თვეს წერდა იმ ტენდენციების შესახებ, რომელიც ნამდვილად იძლეოდა ქვეყანაში საწვავზე ფასების შემცირების საშუალებას. მას შემდეგ თვეზე მეტი გავიდა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ყველა ინდიკატორის გაჯანსაღების ფონზე, ქართული საწვავის ფასები ისევ გაყინულია, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე არაბრენდირებულ გასამართ სადგურს, რომლებიც ნამდვილად ფეხდაფეხ ...

Read More »

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთათვის სოფელ დიღომში საცხოვრებლები აშენდება

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირებისთვის საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობის თაობაზე კიდევ ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა. პროექტი სოფელ დიღომში განხორციელდება და მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი 5616 კვ. მეტრს შეადგენს. როგორც თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირებისთვის გადასაცემი ფართის (თეთრი კარკასის მდგომარეობით) მინიმალური ოდენობა 2600 კვ. მეტრია. კახა კალაძის განცხადებით, დაინტერესებულ პირებს განაცხადების წარდგენა შეუძლიათ ...

Read More »

თურნავა – მიხარია, რომ ქართველ სტარტაპერებს შორის ქალბატონების რაოდენობა იზრდება

მთავრობის ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა ავაშენოთ. მე პირადად, როგორც ეკონომიკის მინისტრს და როგორც ქალს, ძალიან მახარებს ქალბატონების რაოდენობა სტარტაპერებს შორის, რადგან ძალიან ბევრი, კრეატიული იდეის სათავეში დგანან ახალგაზრდა, წარმატებული, ქართველი ქალები, რაც ძალიან ლოგიკურია, – ამის შესახებ ნათია თურნავამ ტექნოპარკში 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულთა დაჯილდოების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ...

Read More »

სებასტიან მოლინეუსი – საქართველოს ეკონომიკა ოპტიმისტურ ტრაექტორიაზეა

მსოფლიოს ბანკის რეგიონული დირექტორის, სებასტიან მოლინეუსის განცხადებით, საქართელოს ეკონომიკა ოპტიმისტურ ტრაექტორიაზეა. ამის შესახებ მან ამერიკის ხმის ქართულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა. მისივე განმარტებით, როგორც წინა მთავრობების, ასევე ახლანდელი მთავრობის მიერ ეკონომიკური რეფორმებისადმი ერთგულება ქვეყნისთვის დადებითი ფაქტორია და ფიქრობს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა გაგრძელდება. „მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მიმუშავია. საქართველო ძალიან მომწონს და მის მიმართ დადებითად ვარ განწყობილი. საქართველოში ვხედავ ქვეყანას, რომლსაც კერძო სექტორზე ...

Read More »