Home » 2020 » February » 28

Daily Archives: February 28, 2020

იდლიბში თურქ სამხედროებზე თავდასხმის ფაქტზე საქართველომ თურქეთს სოლიდარობა გამოუცხადა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილისა და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის ონურ სევინის შორის. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სირიის პროვინცია იდლიბში არსებული ვითარება. თურქეთის მხარემ მიაწოდა მინისტრის მოადგილეს ინფორმაცია განვითარებულ მოვლენებზე, რომელთა შედეგად იერიში იქნა მიტანილი რეგიონში განლაგებული თურქეთის შეიარაღებული ძალების სამონიტორინგო პუნქტის მიმართ. ალექსანდრე ხვთისიაშვილმა დაუდასტურა თურქეთის წარმომადგენელს საქართველოს მხარდაჭერა სტრატეგიული პარტნიორის – ...

Read More »

თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველი – რუსეთთან ომისთვის მზად ვართ, ჩვენი შურისძიება საშინელი იქნება

თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველის მესუთ ხაკის განცხადებით, თურქეთი მზად არის რუსეთთან ომისთვის, ხოლო იდლიბში მომხდარისთვის შურისძიება საშინელი იქნება. ამის შესახებ მან ტელეარხ A Haber-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა. ხაკის განცხადებით, თურქეთი არ არის სირიის, ერაყის, ქურთების ან არაბების მტერი. „ჩვენ ძმები ვართ. ჩვენ აქ ვართ, რათა ძმამ ძმა არ მოკლას“, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ მოსკოვი არასწორ გზას დაადგა და ანკარას ნდობა ...

Read More »

საქართველომ, შესაძლოა, პირბადეების წარმოება დაიწყოს

საქართველოში შესაძლოა, პირბადეების წარმოება დაიწყოს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის პროგრამების სამმართველოს უფროსმა, ეკა ადამიამ განუცხადა. როგორც ადამიამ აღნიშნა, ამის სურვილი ზოგიერთ მწარმოებელს უკვე გამოთქმული აქვს და წარმოების ვარიანტებიც განიხილება. „პირბადეების სტრატეგიული მარაგი სამედიცინო დაწესებულებებისთვის, პერსონალისთვის ვისაც ეს აუცილებლად დასჭირდება, სამინისტროს აქვს და დამატებით შესყიდვას კიდევ ახორციელებს. რაც შეეხება თავისუფალ ვაჭრობაში, სააფთიაქო ქსელებში არსებულ მარაგებს, ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს ...

Read More »

კორონავირუსით ინფიცირებული პირი „საქართველოს ბანკის“ თანამშრომელია – ბანკი პრევენციის მიზნით უსაფრთხოების შესაბამის ნორმებს ახორციელებს

საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც იტალიაში მოგზაურობის შემდეგ ახალი კორონავირუსი აღმოაჩნდა, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი ფილიალის თანამშრომელია. ინფორმაციას ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ პრესსამსახური ადასტურებს. „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევებს შორის ერთ-ერთი, რომელმაც იტალიაში იმოგზაურა, ჩვენი თანამშრომელია. ის საქართველოში 26 თებერვალს ჩამოფრინდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მასზე მიმდინარეობს მონიტორინგი. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან აქტიური კომუნიკაციით, ...

Read More »

თორნიკე რიჟვაძე – სოფლად მეწარმეობის განვითარების ახალი პროგრამა იწყება

დღეს აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა იმ სიახლეებზე, რაც ეკოტურიზმის, მთის ტურიზმის და სოფლის ტურიზმის განვითარების ხელშესაწყობად იგეგმება რეგიონში. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, იწყება სოფლად მეწარმეობის განვითარების ახალი პროგრამა, რომლისთვისაც ბიუჯეტში მილიონ ლარამდეა გათვალისწინებული. „პროგრამა მიზნად ისახავს ხელი შევუწყოთ როგორც ახალგაზრდა მეწარმეებს, სტარტაპებს, ასევე, არსებული ბიზნესების გაფართოებას და მოდიფიკაციას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროგრამით შესაძლებელია დაფინანსდეს როგორც ეკოტურიზმის მიმართულების პროექტები, ...

Read More »

კორონავირუსის მკურნალობის ხარჯებს, ისევე როგორც ტესტირებას, სახელმწიფო ფარავს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, პაციენტისთვის კორონა ვირუსის დასადგენად ჩასატარებელი ყველა გამოკვლევების ხარჯებს სახელმწიფო ფარავს. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, თუ პაციენტს გამოკვლევების შედეგად კორონავირუსის არსებობა დაუდასტურდა, შემდგომი მკურნალობის ხარჯებსაც სრულად სახელმწიფო გაიღებს. „ყველა ხარჯს თავის თავზე იღებს სახელმწიფო. რა ტესტირებასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ, მოქალაქეებისთვის ყველაფერი უფასოა. რა თქმა უნდა, თუ დასჭირდა ...

Read More »

ამირან გამყრელიძე კომპანიებს ოფისებში გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით რეკომენდაციებით მიმართავს

დაავდებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კომპანიებს, კორონავირუსის პრევენციის მიზნით ოფისებში გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით რეკომენდაციებით მიმართავს. როგორც გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სასურველია, ორგანიზაციებმა ოფისებში ე.წ. დეზინფექტორები იქონიონ და მოახდინონ სამუშაო სივრცის ხშირი, მათ შორის, სველი წესით დასუფთავება. „ჩვენთან ყველა სართულზე დგას ხელების დასაბანი და ხელის დასამუშავებელი სპირტიანი ე.წ დეზინფექტორები და სასურველია გქონდეთ ყველა სართულზე სანიტაიზერები – მათი გამოყენებით ...

Read More »

ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეჩერდა

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ ირანისა და იტალიის მიმართულებით საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ნებართვების გაცემა და გაცემული ნებართვების მოქმედება შეაჩერა. „ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო“ გაცნობებთ: 2020 წლის 28 თებერვლიდან შეჩერებულია საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანისა და საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის გაცემა და გაცემული ნებართვის მოქმედება ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან და იტალიასთან. ასევე, 27 თებერვლიდან, ორი კვირის განმავლობში საკვალიფიკაციო ცენტრში ...

Read More »

Sport Arena – in Kutaisi – წინადადება პარლამენტის ყოფილი შენობის შემდგომი გამოყენების შესახებ

Sport arena – in kutaisi – ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობის შემდგომი გამოყენების შესახებ წინადადება ქუთაისიდან პარლემენტის გადატანის შემდგომ შენობის ფუნქციონალური დატვირთვის საკითხი კვლავ მსჯელობის საგანია. უამრავი წინადადებებია შემოთავაზებული, რომელთა უმეტესობა შენობის დატვირთვის გრძელვადიან პერსპექტივასაა მოკლებული. ჩვენი წინადადება ეყრდნობა საერთაშორისო გამოცდილებას, კერძოდ: მსგავსი ტიპის, „სპორტული არენა“ აშენდა ბაქოში, სადაც ევროპის I ოლიმპიური თამაშები გაიმართა და ვისაც ნანახი აქვს ,,სპორტული არენა“ ბაქოში, ...

Read More »

პენსიონრებს “ფარმსახლი” პირბადეებს უფასოდ სთავაზობს

ფარმაცევტული კომპანია “ფარმსახლი” პენსიონრებს პირბადეებს უფასოდ სთავაზობს. ფარმსახლის ფილიალებში დღის განმავლობაში პირბადეები გაიცემა საჩუქრად საპენსიო ბარათის წარდგენის შემთხვევაში. სამედიცინო პირბადეებზე, მას შემდეგ რაც ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა, დეფიციტია. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის ორი შემთხვევაა გამოვლენილი.

Read More »