Home » 2020 » February » 27

Daily Archives: February 27, 2020

მარტიდან სათამაშო ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს იტყვის

კომერსანტის ექსკლუზიური ინფორმაციით სათამაშო ბიზნესი მარტის პირველი რიცხვებიდან გარე რეკლამის შეზღუდვას იწყებს.ინფორმაციას ადასტურებს  სათამაშო ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ ბერუაშვილი. როგორც ბერუაშვილი განმარტავს მიღებული გადაწყვეტილება საზოგადეობის მაღალი ინტერსითაა განპირობებული: „შემიძლია გითხრათ ის, რომ პირველი მარტიდან მინიმუმ თბილისში, მოსახლეობა დაინახავს, რომ სათამაშო ბიზნესის გარე რეკლამა აღარ იქნება. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ბიზნესმა თვითონ მიიღო გადაწყვეტილება ასოციაციის ფორმატში გარე სარეკლამო სივრციდან გავიდნენ. ეს ეხება ...

Read More »

„თიბისი“ სისტემური ბანკია და ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობაში ძალიან მნიშნელოვანი როლი აქვს – გახარია

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ საბანკო სექტორი, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ფუნდამენტი, ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო იყოს ძლიერი და განვითარებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „თიბისი ბანკის“ წლიურ ანგარიშზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა საბანკო სისტემის როლზე ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობაში. „თიბისი“ სისტემური ბანკია. ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობაში „თიბისის“ აქვს ძალიან მნიშნელოვანი როლი, ისევე ...

Read More »

ირანის ვიცე-პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინდა

ირანის ვიცე-პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო იუწყება. როგორც ცნობილია, ოჯახისა და ქალთა საკითხებში ვიცე-პრეზიდენტმა, მასუმ ებტეკარმა ტესტის ჩატარება გარკვეული სიმპტომების გამოვლენის შემდეგ გადაწყვიტა. პასუხი კი,  დადებითი იყო. ბოლო მონაცემებით, ირანში ახალი კორონავირუსით 245 ადამიანია ინფიცირებული. დაიღუპა 26 პირი. 1tv.ge

Read More »

ემანუელ მაკრონი – საფრანგეთი ეპიდემიის წინაშეა

საფრანგეთი კორონავირუსის ეპიდემიის წინაშეა და ექიმების ამოცანაა დაავადების წინააღმდეგ ეფექტურად იბრძოლონ, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა. „ჩვენ კრიზისის წინაშე ვდგავართ, ეპიდემია მოდის. ჩვენი მოვალეობაა, მას  დავუპირისპირდეთ”, – თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა საავადმყოფოს თანამშრომლებთან შეხვედრის დროს. საფრანგეთში კორონავირუსის 18 შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა ორი პაციენტი, მათ შორის, ერთ-ერთი ჩინელი ტურისტი.

Read More »

ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისიდან იტალიის მიმართულებით ფრენების სიხშირეს ამცირებს

ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისიდან იტალიის მიმართულებით ფრენების სიხშირეს ამცირებს,- ამის შესახებ ინფორმაციას „აეროპორტების გაერთიანება“ ავრცელბს. მათივე ცნობით, კომპანია Wizz Air-ი ქუთაისიდან მილანის მიმართულებით კვირაში 4 სიხშირით დაფრინავდა, თუმცა სიხშირეების შემცირების შემდეგ, ავიაკომპანია ქუთაისი-მილანი-ქუთაისის საჰაერო ხაზზე ოპერირებას კვირაში 1 სიხშირით (პარასკევი) მოახდენს. სიხშირეების შემცირება ეხება 12 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით პერიოდს. ქუთაისი-რომის მიმართულებაზე სიხშირეები შემცირდება 18 მარტიდან 25 მარტამდე პერიოდში. ქუთაისი-რომი-ქუთაისის მიმარულებაზე Wizz ...

Read More »

მსგავსი მღელვარება, რაც კორონავირუსის გამოა, 2008 წლის ომის დროსაც არ იყო – სააკაშვილი

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, კორონავირუსის გამო საქართველოში შექმნილი მღელვარების მსგავსი 2008 წლის ომის დროსაც არ იყო. მისი თქმით, მაშინ იყო ნდობა და ახლა არ არის ნდობა. “მშვენივრად მესმის იმ ხალხის, ვინც ახლა ძალიან შეშფოთებულია. მათ შორის ის, ვინც იმარაგებს პროდუქტებს. ხალხი არ ენდობა სისტემას, იმიტომ რომ სულ სხვა რეაქცია ჰქონდა ხალხს, მაგალითად, 2008 წლის ომის დროს. ომის ცხელი ხაზის ...

Read More »

შსს-ს განცხადება კორონავირუსთან დაკავშირებით

შსს-ს განცხადება კორონავირუსთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით ღონისძიებების შესახებ განცხადებას. მასში ნათქვამია, რომ მაღალი რისკის ქვეყნებად განსაზღვრულია 4 სახელმწიფო: ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ირანი და იტალია. საზღვრების მართვისა და კოორდინირების მთავარ სამმართველოს თანამშრომლები 24 საათიან რეჟიმში ამოწმებენ აღნიშნული ქვეყნებიდან შემომავალ მგზავრებს. „შინაგან საქმეთა სამინიტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვისა და კოორდინირების მთავარ სამმართველო, საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო ...

Read More »

11 მთავარ კითხვაზე პასუხი კორონავირუსის თაობაზე – რა არის მითი და რა რეალობა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსთან დაკავშირებით დასმულ მთავარ შეკითხვებს პასუხობს. რა არის მითი და რა – რეალობა: 1. ეფექტურია თუ არა ხელის საშრობები ახალი კორონავირუსის მოსაკლავად? – არა. ხელების საშრობები ეფექტური არაა კორონავირუსის მოსაკლავად. ახალი კორონავისისგან თავის დასაცავად, ხშირად უნდა გაიწმინდოთ ხელები სპირტის შემცველი ხელსახოცით ან საპნით და წყლით დაიბანოთ. ხელები დაბანის შემდეგ უნდა გაიმშრალოთ საფუძვლიანად, ქაღალდის ხელსახოცის გამოყენებით ან საშრობით. ...

Read More »

როდის მოგვარდება პარკინგის პრობლემა თბილისში – მერია პარკირების უფლების გაყიდვას აღარ აპირებს

პარკირების პრობლემა დედაქალაქისთვის დღემდე ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად არის ქცეული. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერიამ ეს უფლება ”სითი პარკს” ჩამოართვა და ხელშეკრულებაც შეუწყვიტა, ამ მიმართულებით სიტუაცია ფაქტობრივად არ შეცვლილა. რეალურად, ორი წლის განმავლობაში თბილისის მერიის შესაბამისი უწყება იგივე საქმიანობას აგრძელებდა, რასაც მანამდე ახორციელებდა ”სითი პარკი”. ფაქტობრივად არ მოწყობილა ახალი საპარკინგე ადგილები და არც იმის შესახებ არის თუ რისი გაკეთება იგეგმება არსებული ...

Read More »

არველაძე – ევროკავშირის ბაზარზე ყოველწლიურად ახალი პროდუქტები გადის, იზრდება ცნობადობა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განცხადებით, ევროკავშირი საუკეთესო მაგალითია, სადაც სრულად ხდება ქართული საექსპორტო პროდუქტის ათვისება. ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისში“ მიმდინარე ეკონომიკური კონფერენციის „მსოფლიო და საქართველო 2020“ ფარგლებში განაცხადა. „2014 წლის შემდეგ, როდესაც ძალაში შევიდა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ევროკავშირში ქართული წარმოშობის პროდუქტების კუთხით 22%-იანი წილი 31%-მდე გაიზარდა. შესაბამისად, მაღალია პროცენტული ათვისება და ...

Read More »