Home » 2020 » February » 25

Daily Archives: February 25, 2020

ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილებით, პროკურატურის თანამშრომლებს ხელფასი 500 ლარით გაეზარდათ

გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ბიუჯეტით არსებული ასიგნებების ფარგლებში, უწყების ყველა თანამშრომელს, გარდა ხელმძღვანელი პირებისა, შრომის ანაზღაურება 500 ლარით გაეზარდათ. აღნიშნული ცვლილება შეეხო პროკურატურის 514 თანამშრომელს – საშუალო და ქვედა რგოლის თანამშრომლებს, რიგით პროკურორებს, გამომძიებლებს და სტაჟირებაზე მყოფ პირებს. მათივე ცნობით, ცვლილება ძალაში უკვე შევიდა და შესაბამისად, საქართველის პროკურატურის თანამშრომლები გაზრდილ ანაზღაურებას თებერვლის თვიდან მიიღებენ. „პროკურატურის თანამშრომელთა სოციალური უზრუნველყოფის გარანტიების ...

Read More »

ლევან კაკავა – 2020 წელს ერთ-ერთი გამოწვევა ასაწონი თუთუნის რეალიზაციაა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური უფროსის ლევან კაკავას განცხადებით, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის სამსახურმა 2019-2020 წელს თამბაქოს ნაწარმისა და აქსესუარის უკანონო რეალიზაციის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 1773 ფაქტი გამოავლინა, რაზეც სახეობების მიხედვით შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმები შედგა. როგორც კაკავამ საკანონმდებლო ორგანოში განაცხადა, საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, ასევე, სამედიცინო, სპორტულ და კულტურულ დაწესებულებებში და მათ მიმდებარედ 50 მეტრის რადიუსში, თამბაქოს რეალიზაციის წესების დარღვევისთვის გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 384 ...

Read More »

ნადარაია – ვფიქრობთ, წლის განმავლობაში ერთი დოლარი 2.82 ლარის ფარგლებში ეღირება

ეროვნული ვალუტის გამყარებასთან დაკავშირებით ჩვენი პროგნოზი გამართლდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „თიბისი ბანკის” მთავარმა ეკონომისტმა, ოთარ ნადარაიამ განუცხადა. მისი თქმით, ლარის გამყარებაში სხვა ფაქტორებთან ერთად, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მონეტარული პოლიტიკის კუთხით გადადგმულმა ნაბიჯებმა. „ჩვენი პროგნოზი, რომ ლარი ზედმეტად იყო გაუფასურებული და მოსალოდნელი იყო მისი გამყარება, გამართლდა. თავისთავად, ამაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა როგორც ძლიერმა საგარეო სექტორმა, ასევე მონეტარული პოლიტიკის კუთხით გადადგმულმა ...

Read More »

ლარი დოლართან მიმართებით მცირედით გამყარდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7946 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7946 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8079 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0133 შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0291 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0370 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0079 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის ...

Read More »

იაპონურმა მაღაზიათა ქსელმა „მინისომ“ მენეჯერი მაკიაჟისა და თმის გასწორების გამო დაითხოვა

2020 წლის 27 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ბრენდული იაპონური მაღაზიათა ქსელი „მინისოს“ საქართველოს წარმომადგენლობის წინააღმდეგ წარმოებაში მიიღო სარჩელი, რომლითაც შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში წარმოშობილი, ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის, მნიშვნელოვანი საქმე განიხილება. კომპანიამ სამსახურიდან გენდერული ნიშნით მაღაზიის მენეჯერი გაათავისუფლა, რომელსაც მაკიაჟი და თმის გასწორება შრომის ხელშეკრულებისა და შინაგანაწესის უხეშ დარღვევად ჩაუთვალეს. „ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, წინამდებარე დავაზე მაღალი საჯარო ინტერესის შექმნა ემსახურება ...

Read More »

“დაცული ტერიტორიების სააგენტო ბუნების დაცვის ნაცვლად ისევ ხევის მიწებს ასხვისებს”

“დაცული ტერიტორიების სააგენტო ბუნების დაცვის ნაცვლად ისევ ხევის მიწებს ასხვისებს”, – ამის შესახებ ეკონომისტი, შოთა ბუჩუკური სოციალურ ქსელში წერს. “ბანკები და ფინანსები” პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “დაცული ტერიტორიების სააგენტო ბუნების დაცვის ნაცვლად ისევ ხევის მიწებს ასხვისებს! ამჯერად სააგენტომ მყინვარწვერზე 505 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ელექტრონულ აუქციონზე გამოიტანა.მყინვარს დაცული ტერიტორიის სტატუსი 2018 წელს, ყაზბეგის ეროვნული პარკის გაფართოების შედეგად მიენიჭა.შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ...

Read More »

სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტს 8 მილიონი დააკლდა

2019 წელს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 128.4 მლნ ლარი შევიდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 8.1 მლნ ლარით ჩამოუვარდება. სათამაშო ბიზნესის მიერ გადახდილი მოსაკრებელი 2019 წელს შემდეგნაირად ნაწილდებოდა: • სათამაშო აპარატებიდან – 69.4 მლნ ლარი; კლება წინა წელთან შედარებით 5.6 მლნ ლარი. • წამახალისებელი გათამაშებიდან – 5.7 მლნ ლარი; ზრდა წინა წელთან შედარებით 0.7 მლნ ლარი • ...

Read More »

კიდევ ერთი ორგანიზაცია საქართველოში, რომელმაც სამუშაო დრო შეამცირა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სამუშაო დრო შეამცირა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ თანამშრომელთა შრომითი პირობების გაუმჯობესებისთვის, პარასკევს სამუშაო პერიოდი მხოლოდ 4 საათით განისაზღვრება. „საია პარასკევობით 4-საათიან გრაფიკზე გადადის! ასევე, შუადღის შესვენებას 8-საათიან სამუშაო დღეში თვლის. საია ზრუნავს საკუთარი თანამშრომლების შრომითი პირობების გაუმჯობესებაზე და მიიჩნევს, რომ ეს გუნდის პროდუქტიულობასა და მოტივაციას გაზრდის, რათა კიდევ უფრო უკეთ შევძლოთ თქვენი უფლებების დაცვა“, – ნათქვამია განცხადებაში. დღეის მონაცემებით, ...

Read More »

სახაზინო აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს, აუქციონში მონაწილეობა ექვსმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მათივე ინფორმაციით, მოთხოვნამ შეადგინა 228 300 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.800 პროცენტით, მაქსიმალური 9.050 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.008 პროცენტით განისაზღვრა. ეროვნული ბანკის ცნობით, კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება ...

Read More »

ლიტერატურული პრემია „საბა“ 2020 დაიწყო

ლიტერატურულმა პრემიამ „საბა“ კონკურსი მეთვრამეტედ გამოაცხადა. ავტორებსა და გამომცემლებს უკვე შეუძლიათ წიგნები წარადგინონ კონკურსზე. ამისათვის მათ უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადი ვებგვერდზე saba.com.ge განაცხადების მიღება 10 მარტამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც „საბას“ ჟიურის წევრები წიგნების განხილვას შეუდგებიან და გასული წლის ლიტერატურულ მოსავალს შეაფასებენ. წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 9 ნომინაციაში გამოავლენს: საუკეთესო რომანისაუკეთესო პოეტური კრებულისაუკეთესო პროზაული კრებულისაუკეთესო პიესასაუკეთესო ლიტერატურული დებიუტისაუკეთესო ლიტერატურული კრიტიკასაუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზაუცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანილიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული ...

Read More »