Home » 2020 » February » 24

Daily Archives: February 24, 2020

საქართველოდან ირანში 100-ზე მეტი მოქალაქე გაემგზავრა

ირანსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის შეზღუდვის შემდეგ, ირანის მიმართულებით კიდევ ერთი რეისი შესრულდა. საქართველოდან ირანში დღეს 100-ზე მეტი მოქალაქე გაემგზავრა. მგზავრების  ინფორმაციით, ბილეთში იმაზე მეტი გადაიხადეს, ვიდრე შეზღუდვის დაწესებამდე იხდიდნენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ცნობით, ირანი მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად კიდევ რამდენიმე აიარეისი განხორციელდება. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, დროებით შეჩერდა მგზავრების საჰაერო გზით შემოყვანა ირანიდან საქართველოში, ავიაკომპანიებს კი შესაძლებლობა მიეცათ, ...

Read More »

ეროვნულმა ბანკმა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა გადამზადების პროექტის განხორციელება დაიწყო

ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების საკითხების ეროვნულ სასწავლო გეგმაში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ეროვნულმა ბანკმა გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის (SBFIC) მხარდაჭერითა და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ჩართულობით, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა გადამზადების პროექტის განხორციელება დაიწყო. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს პედაგოგთა პროფესიულ განვითარებას ეკონომიკურ-ფინანსური განათლების მიმართულებით, რაც მათ საშუალებას მისცემს, მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით დაგეგმონ და განახორციელონ ინტერაქტიული გაკვეთილები. პროექტის ფარგლებში უკვე შემუშავდა ...

Read More »

ზოგი რამ, ჩინეთში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის, მოქალაქეების და ბიზნესის დამოკიდებულების შესახებ

“ზოგი რამ, ჩინეთში კორონა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის, მოქალაქეების და ბიზნესის დამოკიდებულების შესახებ”, – ამ სათაურით აქვეყნებს პოსტს სოციალურ ქსელში ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში ამირან სალუქვაძე. “ბანკები და ფინანასები” პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “ზოგი რამ, ჩინეთში კორონა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის, მოქალაქეების და ბიზნესის დამოკიდებულების შესახებ – ფოტოზე ნაჩვენებია ჩინელი ექიმები პირბადეების მრავალსაათიანი ტარების ნაკვალევით. ექიმებს მთელი ამ ხნის განმავლობაში უწევთ დაუღალავი შრომა, მოქალაქეთა ...

Read More »

ბათუმის პლაჟები სასტუმროებს მართვაში გადაეცემათ

ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, სანაპირო ზოლში მდებარე ბრენდულ სასტუმროებს პლაჟები მართვაში გადაეცემა.  საკითხი ბათუმის საკრებულოში უკვე გადაგზავნილია და დეპუტატები მასზე ხვალ, 25 თებერვალს, იმსჯელებენ. ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით პლაჟების გასხვისება არ ხდება და კერძო კომპანიების სასარგებლოდ არ დაიხურება.  ბათუმის მერიის პროექტის თანახმად, სანაპირო ზოლის ის ნაწილი მიეცემათ სასტუმროებს მართვაში, რომელიც მის წინ მდებარეობს. ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, “ბათუმი თაუერი” პირველი ...

Read More »

„პატარა ტელევიზიები მაკრიტიკებენ, თუმცა ასეთი თანაბარი და სამართლიანი პირობები ამ სფეროში არ ყოფილა“

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მსხვილი ტელევიზიები პრაქტიკულად, არ იხდიდნენ გადასახადს, ჩვენ პირველი ოქტომბრიდან მიმდინარე გადასახადის გადახდა მოვითხოვეთ, დავიწყეთ და შევთავაზეთ მოლაპარაკებები ძველი დავალიანების დაფარვის გრაფიკის შეთანხმებაზე, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.  მისი თქმით, ამ მიდგომამ მყისიერად გამოიღო ნაყოფი და 2019 წლის ბოლო სამ თვეში, პირველი ოქტომბრიდან წლის ბოლომდე 5 მილიონით მეტი თანხა შევიდა ბიუჯეტში, რადგან მიმდინარე გადასახადების გადახდა დაიწყეს. „წელს ვვარაუდობთ, რომ ...

Read More »

„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა“ 2019 წელს თითქმის 1 მილიარდი ლარის შემოსავლი მიიღო

„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ 2019 წელი თითქმის 1 მილიარდი ლარის შემოსავლით დაასრულა. ჯგუფის ცნობით, მთლიანმა შემოსავლებმა 963 მილიონი ლარი შეადგინა, წლიურ ჭრილში 13%-იანი ზრდაა. წლიურ ჭრილში 13%-იანი ზრდაა. წმინდა მოგება 69.1 მლნ ლარია, ზრდა 29.8 %.  სამედიცინო ჯგუფის განვითარების სტრატეგია მოიცავს სამედიცინო ტურიზმის განვითარებას,  ლაბორატორიული დიაგნოსტიკური სერვისების შექმნას, კლინიკების გაფართოებას,  ახალი აფთიაქების და ახალი პროდუქტების დამატებას.   გეგმაშია სააფთიაქო ქსელის განვითარება სომხეთში. წყარო: GBC.GE

Read More »

მალხაზ მაჩალიკაშვილი უკრაინაში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა

მალხაზ მაჩალიკაშვილი უკრაინაში ყოფნისას საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. ამის შესახებ მან „ქრონიკას“ განუცხადა. „ამჟამად აღარ ვარ უკრაინაში თუმცა ვიყავი. მიხეილ სააკაშვილსაც შევხვდი და ყველა იმ პირსაც, ვისთან შეხვედრაც მქონდა დაგეგმილი. ნაცნობებთან ჩავედი და შევხვდი ყოფილ პრეზიდენტსაც. პოლიტიკაზე რა უნდა გვესაუბრა, ვისაუბრეთ ჩემს პირად ტრაგედიაზე, რა ხდებოდა, როგორ მოხდა და რატომ მოხდა. მე ვიყავი მიწვეული ტელევიზიაში და მეგობრების გარდა შევხვდი დიასპორას. ...

Read More »

გზების დეპარტამენტმა ჩინურ კომპანიებს ჩინეთის მოქალაქეების შემოყვანა დროებით აუკრძალა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დეპარტამენტმა მის მართვაში არსებულ პროექტებზე დასაქმებულ ჩინურ კომპანიებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან დამატებითი სამუშაო ძალის შემოყვანაზე დროებით თავის შეკავება მოსთხოვა. შეზღუდვა გაგრძელდება იმ დრომდე, სანამ შესაბამისი სამსახურები არ დარწმუნდებიან, რომ კომპანიები სათანადოდ იცავენ დაავადების პრევენციისთვის საჭირო ყველა სტანდარტსა და რეკომენდაციას. ასეთი შეზღუდვის დაწესება განაპირობა 22 თებერვალს ჩინეთიდან ჩამოსული ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომლების ...

Read More »

ივანე მაჭავარიანი განმარტავს, რატომ არ მივიდა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი განმარტავს, რატომ არ მივიდა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რამდენიმე დღის წინ „მინისტრის საათის“ ფორმატში ვრცლად ისაუბრა თემებზე, რომლებთან დაკავშირებითაც კომიტეტზე იყო დაბარებული. „მე არ დავარქმევდი, რომ პარლამენტში მისვლას თავი ავარიდე. მესმის, რომ რეგლამენტით შეიძლება ვალდებული ვარ მივიდე, თუმცა ჩემი აზრით, ამ საკითხს უნდა შევხედოთ შემდეგნაირად: სულ რამდენიმე დღის წინ „მინისტრის საათის” ...

Read More »